ამა წლის 12 აგვისტოს, შედგა ააიპ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრთან“ არსებული სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი სხდომა.
საბჭო წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების სფეროებში. საწესდებო მიზნების შესაბამისად, იგი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ორგანიზაციის განვითარების მიმართულებებით, შეაფასებს და მიიღებს მონაწილეობას სახვადასხვა თემატური პროექტების შემუშავებაში. ითანამშრომლებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
საბჭოს გააჩნია მმართველი ორგანო - ,,აღმასრულებელი კომიტეტი“ . საკითხების დარგობრივი განხილვისათვის ამოქმედდება მოწვეულ პითაგან შემდგარი ,,ექსპერტთა კომიტეტი“. მცხეთის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებული მმართვის პროცესში მიღებული განსაკუთრებული წვლილისათვის პიროვნება შეიძლება მიღებული იქნას საპატიო წევრად.
ცენტრთან თანამშრომლობით საბჭომ უკვე დაგეგმა კონკრეტული აქტივობები. 21 ადვისტოს, 13.00 სთ-ზე, მიხეილ მამულაშვილის ბაღში შედგება ,,სახლ-მუზეუმის რეაბილატაციის პროექტის“ დამუშავებული ვერსიის განხილვა, რომელზეც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული პირები.
14.00 სათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო დარბაზში შედგება საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც წარმოდგენილ პიროვნებებთან ერთად განხილული იქნება საბჭოს ორგანიზაციული და საპროექტო-თემატური საკითხები.
აღნიშნული სხდომა პირდაპირ ეთერში გადმოცემული იქნება ორგანიზაციის ფეისბუქგვერდის საშუალებით. ამიტომ დაინტერესებულ პირებს შესაძლებელი ექნებათ მოისმინონ დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა, კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართოთ ცენტრის სოციალური ქსელის საშუალებით ან პირადად მისამართზე ქ. მცხეთა, მამულაშვილი 16.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE