გიწვევთ ცენტრის სამოქალაქო საბჭოში

 ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ მიერ შემუშავებული და დამტკიცებული იქნა სამოქალაქო საბჭოს დებულება. საბჭო წარმოადგენს ცენტრის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს. იგი უზრუნველყოფს ცენტრის საწესდებო მიზნებისა და საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სამოქმედო პრიორიტეტების განსაზღვრა-შეთავაზებას.
აღნიშნული ორგანოს ფორმირება ეყრდნობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ექსპერტთა არაერთგზის გამოთქმულ რეკომენდაციებს, კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვის საკითხებში მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირებულობასა და თანამონაწილეობასთან დაკავშირებით.
ცენტრთან არსებული სამოქალაქო საბჭოს წევრობის მსურველებმა დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ პირადად, სოციალური ქსელის საშუალებით ან/და ცენტრში მისამართზე: ქ. მცხეთა, მამულაშვილის 12 ა, მე-2 სართული.

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!