პოპულარული ფინელი მსახიობი ვილლე ხააპასალო, რომელსაც 40 ფინურ და რუსულ კინოპროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, ქართული სამზარეულოს დიდი მოტრფიალეა. ჯერ კიდევ 2015 წელს იგი წერდა, რომ სურვილი ჰქონდა თვითონ მოემზადებინა და გაეყიდა ხაჭაპური.
და აი, პანდემიის პირობებში მან თავისი ოცნების ახდენა მოახერხა, სოფელ პუუმალაში გახსნა ქართული სწრაფი კვების ობიექტი, სადაც ექვს ადამიანთან ერთად მუშაობს. ხაჭაპურის ფასი 12 ევროა და როგორც ადგილობრივები ინტერნეტსივრცეში წერენ, მომხმარებლები არ აკლია.
წარმატება ვუსურვოთ ქართული სამზარეულოს აღიარებულ მოტრფიალეს.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE