14 ოქტომბერს მცხეთაში, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმეთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული. ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო ფოტო- გამოფენა: „ძველი და ახალი მცხეთის რეტროსპექტივა“.

გვყავდა უამრავი ქართველი და უცხოელი სტუმარი. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გამოფენა და თავადაც გადაეღოთ ფოტოები. დიდი იყო ინტერესი დ. ერმაკოვის მცხეთის ხედების უნიკალური ფოტო ასლების და იგივე რაკურსით გადაღებული ახალი ფოტოების მიმართ.

სიყვარულით მოვაწყვეთ ჩვენი მცხეთელი მინდიას, მიხეილ მამულშვილის ბაღის ფოტო-გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებული ელფერი შემატა მისივე ხელით შექმნილმა მხატვრულმა მინიატურამ.

დავრწმუნდით, მამულაშვილის ბაღი ისევ ახსოვთ და უყვართ. სახლ-მუზეუმის და ბაღის რეაბილიტაცია საჩქარო და აუცილებელია... იგი კვლავ გახდება ტურისტებისა და ვიზიტორების საყვარელი ადგილი.

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE