დამფუძნებელთა პირველი სხდომა

ყალიბდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მცხეთა"



21 აგვისტოს შედგა სამოქალაქო პლატფორმა ,,მცხეთა-იუნესკოს" აქტივისტთა შეხვედრა, სადაც გაანიზილებული იქნა ქალაქის წინაშე მდგარი გამოწვევები. სხდომის მონაწილეობის მიერ ერთხმად იქნა აღნიშნული, რომ პრობლემური საკითხების დასაძლევად საჭიროა ორგანიზაციული ფორმატის შექმნა, რისთვისაც საჭიროა არასამთავრობო სტრუქტურის ჩამოყალიბება-რეგისტრაციაა სახელწოდებით ,,მცხეთა". 

 ასევე აღნიშნული იქნა რომ, ორგანიზაცია ორიენტირენული უნდა იქნას თემატურ მიმართულებებზე (ადამიანის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ტურიზმი, ეკოლოგია და ა.შ.). ამის გამო, მიზანშეწონილი იქნა ორგანიზაციის რეგისტრაციამდე, ანუ 1 სექტემბრამდე, ზუსტად გამოიკვეთოს მისი საწესდებო მიზნები და ამოცანები. ეს საშუალებას მოგცემს სტრუქტურა მოერგოს პრობლემური საკითხების დაძლევას და არა პირიქით, ორგანიზაციას დავუქვემდებაროთ კონკრეტული მიმართულებები.
მნიშვნელოვანია რომ, ოფიციალურ რეგისტრაციამდე, პარალელურად დაისახა ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა მოხეტიალე პირუტყვის არსებული პრობლემის გადასაწყვეტად კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ქალაქის განაშენიანების გლობალური სტრატეგიის ჩამოყალიბება.
დაინტერებულმა პირებმა შეგიძლიათ მიმართოთ სამოქალაქო პლატფორმის ერთ-ერთ ორგანიზატორსა და საკონტაქტო პირს - ქალბატონ თამარ მაისურაძეს (ტელ. 593 26 61 51).
პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი
22.08.2019 წ. 

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!