მცხეთის გენერალური გეგმის II ეტაპის მასალების შეფასება

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ მიერ, ამა წლის 16 აგვისტოს განხორციელებული იქნა ამხანაგობა ,,აქოლისის" მიერ მომზადებული ,,ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების II ეტაპის“ მასალების განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ როგორც საბჭოს წევრები, ისე მოწვეული ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები. 

 განხილვის შედეგად ერთხმად მიღებული დოკუმენტი, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ, გადაგზავნილი იქნა ,,პროფესიულ ექსპერტთა საბჭოში" რეაგირებისათვის:
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეგულარულად განიხილავს და შეფასებას აძლევს ამხანაგობა ,,აქოლისის“ მიერ წარმოდგენილ ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების როგორც I ეტაპის, ასევე ახლად წარმოდგენილი II ეტაპის მასალებს.
სამწუხაროდ, აღნიშნულ პროცესს, რომლის მასშტაბები ეროვნული მნიშვნელებას სცილდება, გააჩნია მთელი რიგი ხარვეზები როგორც პროცესების მენეჯმენტის, ისე მისი იდეური არსის კუთხით.
ჩვენ, საბჭოს წევრები ავღნიშნავთ შემდეგს:
1. ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციების იგნორირებით და პროცესებს მხოლოდ ტრანსფარენტული ხასიათი გააჩნია. პროცესების არასწორად მიმდინარეობის აღნიშვნის საშუალებას გვაძლევს შემდეგი გარემოებები:
ა) არ ფუნქციონირებს (ფიზიკურად არ შეკრებილა) ,,უწყებათაშორისო საბჭო“, რომელსაც პროცესების წარმართველი და მაკოორდინირებელი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს;
ბ) ,,ექსპერტთა საბჭომ“ ფაქტობრივად შეითავსა ,,უწყებათაშორისი საბჭოს“ ფუნქციაც და უწყებათაშორისი საბჭოს ექსპერტული მომსახურების ფუნქციიდან გადაიქცა გადაწყვეტილებების მიმღებ (დამკვეთთან მიმართებაში) ორგანოდ. ამ პროცესმა სუბორდინაციულ შეუთანმხლებლობასთან ერთად გამოიწვია ადგილობრივი მმართველობისა და მოსახლეობის ინტერესების იგნორირება. ფაქტობრივად საბჭო გადაიქცა ერთმმართველ ორგანოდ, რომელიც პასუხიმგებელია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან ურთიერთობაზეც.
გ) გეგმარებითი დავალების მიხედვით უნდა მომხდარიყო იუნესკოს შესაბამისი კომპეტენტური ექსპერტის მომსახურეობა ადგილზე, რაც ვეჭვობთ, მიზანმიმართულად არ განხორციელდა. ამჯამად ურთიერთობა მყარდება მხოლოდ სკაიპ-კონფერენციების საშუალებით. თუ უკანასკნელ შეხვედარს განვიხილავთ, თარგმანისა და შესაბამისად ინფორმაციული წვდომის შეფერხებებით, ფაქტობრივად პირდაპირი კომუნიკაცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან იქნა მონოპოლიზებული და ადგილობრივი თვითმმართველობისა დ მოსახლეობის პოზიციის დაფიქსირებას შეექმნა წინააღმდეგობა. ეს ადრე დაამტკიცა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტირს დირექტორის მოადგილესთან ქ-ნ ჯიოტი ჰოსაგრაჰართან, აღმოსავლეთ ევროისა და ჩრდილოეთ ამერიკის კოორდინატორ ქ-ნ ანნა სიდორენკოსთან და იკომოსის ექსპერტ ბ-ნ ალკივიადეს პრეპისთან სკაიპ-კონფერენციის თემამაც, რომელმაც დაგვანახა, რომ შესაბამის ინსტიტუციასთან ურთიერთობა ხორციელდება ცალმხრივად, დამახინჯებულად მიწოდებული ფაქტების საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში ე.წ. ,,მორატორიუმის“ გაგრძელების თემაზე პოვებს პირდაპირ ასახვას.
დ) არ მოქმედებს ამხანაგობა ,,აქოლისის“ ადგილობრივი ოფისი და შესაბამისად ვერ ხერხდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია და პრობლემატიკის ასახვა გენ-გეგმაში.
2. რაც შეეხება წარმოდგენილი მასალის იდეურ ურბანისტულ ,,ლაფსუსებს“, პირდაპირ ავღნიშნავთ:
ა) მცხეთის განვითარება ჰარმონიზებულია ე.წ. ,,გეთსიმანიის ბაღის“ კონცეფციასთან, რომლის არსიც რეალობაში ტურისტული მარშრუტების მონოპოლიზაციას ისახავს მიზნად. კერძოდ, მტკვრის შესართავთან მდინარე არაგვზე გადმოსასვლელი, დამაკავშირებელი ხიდი, გეთსიმანიის ბაღის განშლა დაახლოებით 40 ჰა-ზე (რომლის გადაცემის მოთხოვნაც მუნიციპალიტეტზე უკვე წამოდგენილია 2016 წელს), ტურისტული აქტივობების კონკრეტულ ტერიტორიაზე განთავსებას ისახავს მიზნად. ჩვენი აზრით, ეს ფაქტი, ისტორიული რეალობის იგნორირების ფონზე გამოიწვევს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის სტაგნაციას. იუნესკოსთან მიმართებაში კი, მდინარეების სანაპირო ზოლის განაშენიანების არაერთგზის აღნიშნული სენსიტიური საკითხიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით დადგება მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში არსებობის საკითხი.
მიუხედავად პროცედურული განხილვის ზედაპირული პრეცენტებისა, ფაქტობრივად იგნორირებულია მცხეთის განვითარების სტრატეგიული საკითხი, რომელიც მცხეთაში განხორციელებული კონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი. II ეტაპის მასალებში ფიგურირებს მხოლოდ ე.წ. ,,თეატრონის რევიტალიზაციისა“ და ,,ტურისტული მარშრუტების“ პროექტები, რომლებიც შემადგენელი ნაწილია უფრო გლობალური და არსობრივად ფართო ,,მცხეთის განვითარების ახალი ხედვის კონცეფციისა“ რომლის ასახვაც უკანასკნელ მასალებში არ მოხდა. უფრო მეტიც, სამხრეთის მარშრუტი ტრანსფორმირდა და კარსნის განვითარება მიება არა მცხეთის შემოსასვლელ ფარნავაზის მოედნის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. 

თუ ,,ახალი იერუსალიმის“ კონცეფცია ივალისწინებს სანათლავის, გადმოსასვლელი ხიდს მდინარე არაგვზე და ე.წ. ,,გეთსიმანიის ბაღის“ განვითარების საკითხს, ანუ ტურისტული ნაკადების კონცეტრაციას, მისგან განსხვავებით ახლ ხედვაში შემოთავაზებული ტურისტული აქტივობების განშლა ქალაქის მთელ ტერიტორიაზე, რაც ყველა უბნის, და შესაბამისად მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების გარანტორი იქნება. აღნიშნული საკითხის იგნორირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მცხეთის გენ-გეგმის შემუშავება მიმდინარეობს ერთ კონკრეტულ პროექტზე - ,,ახალ იერუსალიმზე“ მორგებით, რითაც მთლიანად ხდება ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის ინტერესების იგნორირება.
ბ) დოკუმენტში რეალურად არ ჩანს ქალაქის განითარების მიმართულებების ჩამოყალიბება. მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა ,,ფიქრის გორის“, ,,აზნეფტის დასახლების“, ,,ტოლბუხინების აგარაკის“ და სოფელ წიწარმურის მიწისმფლობელთა ინეტრესების გათვალისწინება ამ ეტაპზე ძალიან ბუნდოვანია და იძლევა დასკვნების გამოხატვის საშუალებას - ხდება ქალქის განვითარების ,,ამკრძალვი დოკუმენტის“ ფორმირება.
გ) ამხანაგობა ,,აქოლისის“ არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს მცხეთის მიმართებით ტერმინოლოგიის მუდმივი ცვალებადობის ტენდეცია. აღიარებული ,,წმინდა ქალაქის“ სტატუსთან ერთად ხელოვნურად და ბუნდოვანი დასაბუთებებით შემოტანილია ,,მეორე იერუსალიმის“ და შემდგომ ..ახალი იერუსალიმის“ ცნებები, რომლებიც რეალურად ე.წ. ,,გეთსიმანიის ბაღის“ განვითარებას ისახავს მიზნათ. ამას II ეტაპზე დაემატა ,,დიდი მცხეთის“ მცნება, რომელიც ისტორიული ქალაქის მასშტაბის გადმოტანას ითვალისწინებს გენ-გეგმის ფორმირების პროცესში.
დ) რეგიონალური ცენტრის გადატანის იდეაც (ჟინვალში) ამტკიცებს ქალაქ მცხეთის, როგორც მხარის ცენტის დაკნინებას მისი ე.წ. ,,თბილისის ოლქში“ მოქცევის მიზნით. შესაბამისად, ისტორიული რეალობის იგნორირების გზით შესაძლებელი ხდება მცხეთის თვითმმართველობის გაუქმება და ქალაქის დაქვემდებარება თბილისის მმართველობის ქვეშ. 

 არაერთგზის წარმოჭრილი ,,მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის მენეჯმენტი“ რეალურად ემსახურება ქალაქის პოლიტიკურად და ეკონომიკურად მართვის თემას. იგი კონცეფცირებულია ,,ქალაქის მართვის“ ახალი მექანიზმების შემუშვების ამბიციასთან, რაც უაღრესად სახიფათოა ქალაქის მდგრადი დემოკრატიული განვითარების პრინციპებთან მიმართებაში. ქალაქის მართვის ახალი მექანიზმების შემუშავების იდეის წამოჭრა არის მოქმედი კანონმდებლობის ინტერპრეტირების სახიფათო მცდელობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭო“ აცხადებს შემდეგს:
ამხანაგობა ,,აქოლისის“ ტენდეციური მიდგომები საფრთხის ქვეშ აყენებს ქალაქის განვითარების პერსპექტივას და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ,,მცხეთის ისტორიული ძეგლების“ არსებობის საკითხს. შესაბამისად, პროცესების მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობას ეკისრება ამხანაგობა ,,აქოლისსა“ და ,,პროფესიულ ექსპერტთა საბჭოს“. 

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!