კვირას, 14.00-სთზე, სამოქალაქო პლატფორმა - ,,დიალოგი მცხეთა-იუნესკო", მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში აწყობს პირველ შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან და გენ-გემის შემუშავების პროცესით დაინტერესებულ ადამიანებთან.
ორგანიზაციის დამფუძნებლები, როგორც ინდივიდუალურად, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვიწვევთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს წვრილი შეიტანოს მცხეთის მომავლის შენებაში.
გენ-გემის შემუშავების პროცედურულ საკითხებთან ერთად განხილული იქნება არსებული ხედვები. მსჯელობის საგანი იქნება მცხეთაში გამოცხადებული მორატურიუმიც, რაც ასე გვაღელვებს ადგილობრივებს.
დამფუძნებლების სახელით
რევაზ მამულაშვილი
09.11.2018 წ.
Built with Mobirise
Web Page Creator