27 სექტემბერს, ტურიზმის მსოფლიო დღეს, განსაკუთრებით აქტუალურია ტურიზმის, როგორც ქალაქ მცხეთის განვითარების ძირითადი მიმართულების პოპულარიზაცია და ეკონომიკის ამ განხრის გაძლიერება, რომელთანაც თავის მხრივ პირდაპირ დამოკიდებულებაშია კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩინება. ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგაში ძირითადი როლი კი ჩვენს ახალგაზრდობას ეკუთვნის.
ამიტომაც, სწორედ დღეს, 27 სექტემბერს, ერთის მხრივ სსიპ ,,ქალაქ მცხეთის №1 საჯარო სკოლასა“ და ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 

  მხარეები ვაღიარებთ ქალაქ მცხეთის ცხოვრებაში ახალგაზრდობის ჩართულობის და როლის გაძლიერების აუცილებლობას, მოსწავლეთა სასწავლო პროცესში კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საკითხებში ცნობიერების ამაღლების საჭიროებას. ამ მიზნით ხელმოწერის ფორმატის მიმდინარეობისას დაიგეგმა კონკრეტული საქმიანობების განხორციელება.  

  კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სფეროში ერთობლივად შემუშავდება საგანმანათლებო პროექტები, ტრენინგებებთან ერთად მოხდება მოსწავლეთა ჩართვა კონკურსებში. ბავშვთა არქეოლოგიის განვითარების კუთხით შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, განხორციელდება ექსკურსიები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის აქციები. ცენტრის ბაზაზე მოეწყობა შემეცნებით-ტექნოლოგიური ოთახი, სადაც მოსწავლეები განახორციელებენ ინტერნეტსაიტის მართვასა და ვიკიპედიაში საიტების განთავსებას.
ქალაქ მცხეთის №1 საჯარო სკოლა, როგორც იუნესკოს ასოცირებული წევრი, მონაწილეობას მიიღებს საგრანტო პროგრამებსა და აქტივობაში, რომლის განხორცილებაში ცენტრი გაუწევს ტექნოლოგიურ და საორგანიზაციო დახმარებას. 

  დაგეგმილია თანამშრომლობა დაძმობილებული ქალაქების მოსწავლე-ახალგაზრდობასთან, კერძოდ კი პირველი პილოტპროექტი განხორციელდება ბულგარეთის რესპუბლიკის ქალაქ ნესებირთან, რომელიც თავის მხრივ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
დასასრულს, ქალბატონმა ვერიკო მაჩხანელმა და ბატონმა რევაზ მამულაშვილმა აღნიშნეს რომ მცხეთაში არსებული ახალგაზრდობის პოტენციალიდან გამომდინარე, ურთიერთთანამშრომლობა წარმატებული იქნება. ჩვენის მხრივ, ამის პასუხად, უახლოეს მომავალში დანერგილ სიახლეებს, სტატიების სახითაც გაგაცნობთ.

ელენე ყიფიანი
27.09.2018 წ. 

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE