თრაკაის დღიური 3

დღე III

გამოიდარა. ნულს ზემოთ ტემპერატურა წელს პირველად დაფიქსირდა. ადგილობრივები გვეუბნებიან რომ მზე საქართველოდან მოვიყოლეთ...
გუშინდელი გადატვირთული გრაფიკის მერე მასპინძლები გვაძლევენ საშუალებას ვეწვიოთ ვილნიუსს.
მივდივართ ლიტვის სეიმში. ყველაფერი აგებულია განცდაზე, რომ გიყვარდეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა. ვეცნობით ფოტოგამოფენას, რომელიც ასახავს ზუსტად 100 წლის წინ გამოცხადებული ლიტვის რესპუბლიკის ,,მამების“ საქმიანობას. აქაც შიძლება პარალელის გავლება - ნოე ჟორდანია, სოციალ-დემოკრატები და საქართველოს რესპუბლიკა.

                                                                                                                        ლიტვის სეიმში

ავდივართ ვილნიუსის ტელეანძაზე.
ულამზესია როცა უყურებ მთელ ქალაქს ზემოდამ და ხედავ, რომ ქალაქის დიდი ნაწილი მწვანე მასივითაა დაფარული.
უგემრელესია კარტოფილი ხორცის რულეტით - ,,ცეპელინი“ რომელიც ნამდვილად ლიტვური სამზარეულოს მიგნებაა. ანძის ღერძის გარშემო მოძრავი რესტორანიდან ვტკბებით დედაქალაქის ხედებით. 

                                                                                                                ტელეანძა, თრაკაის ხედები

ვბრუნდებით თრაკაიში და მივდივართ ჩვენთის ცენტრალუური თემის - ნიჩბოსნობის ბაზის მოსანახულებლად. გვამპინძლობს ლიტვის აკადემიური ნიჩბოსნობის პრეზიდენტი დანიუს პავიოლინისი.

გვმასპინძლობს აკადემიური ნიჩბოსნობის პრეზიდენტი ბ-ნი დანიუს პავიოლინისი

როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, წყალჯომარდობა, როგორც სპორტის სახეობა, იყო და არის საქართველოში მცხეთის პირველობის განაცხადი. ითქვა, რომ პირადად იგი არ დაიშურებს ენერგიას, რათა მცხეთაში განვითარდეს სპორტის ტრადიციული სახეობები, რომლებიც საერთაშორი სტანდარტების შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.
ელინგი. სავარჯიშო დარბაზი, კალათბურთის მოედანი, კაფე - ყველაფერი შეიძლება ითქვას რომ არსებულ სტანდარტებზე მაღლა დგას. ფედერაციის პრეზიდენტის მიდგომები ამართლებს ჩვენ მოლოდინსაც. არსებობს სურვილი, რომ თრაკაელმა სპორცმენებმა გაიარონ შეკრება მცხეთის ნიჩბოსნობის ბაზაზე, ასევე როტაციის შესაბამისად, მცხეთელებმაც იხილონ თრაკაის სპორტული ცენტრი.
ვბრუნდებით თრაკაიში, სადაც დაგეგმილია გამოსამშვიდობებელი ვახშამი. რა თქმა უნდა ქართულ რესტორანში, რომესაც ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, ბატონი ლევან სეფაშვილი განაგებს. დიდი პატივსცემთ, მან შეძლო ლიტვაში დაედგა სპექტაკლი ,,ფიროსმანი“ და ეხლაც ახალ პროექტზე მუშაობს.
დატვირთული გრაფიკი მაინც ისახება ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე. გვიყარს თრაკაი, მაგრმ ჩვენი მცხეთა გვენატრება. 

ჩვენი განწყობა

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!