თრაკაის დღიური 2

დღე II



ძნელია ერთ სტატიაში გადმოსცე იმდენი ინფორმაცია და დადებითი განცდები, რაც დღეს მივიღეთ. მაქსიმალურად ვეცდები ვიყო ლაკონური და თან რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს,
ჩვენი მასპინძლის, თრაკაის მუნიციპალიტეტის მერის, ქ-ნ ედიტა რუდელაინესთან შეხვედრისას, რომელსაც პოლონეთი ქალაქ გიზიჩკოს მერი მარეკ იასუდოვსკიც ესწრებოდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ეგრეთწოდებული ,,ურთიერთთანამშრომლობის სამკუთხედის“ ფარგლებში შეიძლება განვახორციელოთ. დაიგეგმა კონკრეტულ პროექტების შემუშავება, რომელიც სამივე ქალაქზე აისახება. 

,,მეგობრობის სამკუთხედი"

  კმაყოფილები მიღწეული პროცესების სწორი მენეჯმენტით, ჩავდივართ ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში, სადაც ჩვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილი ,,ძველი და ახალი მცხეთის ფოტოგამოფენა“ არის პრეზენტირებული. ვისაუბრეთ რა მცხეთის მდიდარი ისტორიისს შესახებ, მსმენელმა ასევე მიიღო ინფორმაცია იმ მეგაპროექტების შესახებ, რომელიც მცხეთაში შესრულდა ან დამთავრების პროცესშია. გამოფენამ დიდი მოწენება დაიმსახურა, რაც დასმული კითხვების რაოდენობითაც შეიძლება შევაფასოთ.

                                                                                                    გამოფენა და სამი ქალაქის წარმომადგენლობა


მერიაში მეგობრული დახვედრის შემდგომ, მივდივართ ადგილობრივი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, სადაც ვეცნობით ამ სფეროში თრაკაის მდიდარ გამოცდილებას. უნდა აღინიშნოს რომ ის სტრატეგია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს ნამდვილად მისაბაძია. 

                                                                                                        თრაკაის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი

აქვე ვეცნობით ადგილობრივი ნაწარმის გამოფენას და ხელსაქმის მინისაამქროს, რომელიც შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. ჩანს, თუ რამხელა ხელშეწყობით იქმნება ადგილზე ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შემდეგ გარევაჭრობის დახლებზე ხვდება და ამაში რა როლი მიუძღვის ადგილობრივ ხელისუფლებას. 

                                                                                                                            ხელსაქმის ცენტრი

ვინაცვლებთ რუდიშკეს თემში, სადაც ჩვენი რწმუნებულის ინსტიტუტის ადექვატური ,,სტაროსტას“ მართველობა მოქმედებს და ვხვდებით მის წარმომადგენელს. პირველ სართულზე განთავსებულია კულტურის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელობა ,,მინი შოუსაც“ გვთავაზობს. ქართული პოლიხმოვანების პატრონებისათვის განსაკუთრებით მომხიბლავია ახალგაზრდა შემსრულებლები მიერ ნამღერი ლიტვური მოტივები.
შენობის მეორე სართულზე განლაგებულია ბიბლიოთეკა, რომელიც თავისი თანამედროვე მიდგომებით და ტექნოლოგიური აღჭურვილებით ნამდევილად ,,ქოფი-ფეისთს’ საჭიროებს. 

                                                                                                რუდიშკეს კულტურის სახლსა და ბიბლიოთეკაში

ამის შემდგომ ვუბრუნდებით თრაკაის შემოსასვლელს, სადაც მუნიციპალური წყლის კომპანიაა განთავსებული. მაღალტექნოლოგოირი საწარმო სანიტარული ნორმების შესაშური დაცვით, წარმატებულად ემსახურება ქალაქსა და მის შემოგარენს. ქალაქის ბიუჯეტით ინვესტირებული საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ინოვაციებით. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბ-ნი გიორგის განცხადებით, რეალიზებული პროექტი ნამდვილად საჭიროებს გამოცდილების გაზიარების კუთხით კარგად შესწავლას.

გვმასპინძლობს თრაკაის წყლის კომპანიის ხელმძღვანელი

სატუმბ სადგურში

  ვინაცვლებთ ძველ თრაკაიში, სადაც პოლონური სკოლა ფუნქციონირებს. საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი თუ პირველკლასელთა ფლიგელი, ყველაფერი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი.

                                                                                                                    პოლონურ სკოლაში

დატვირთულ დღეს ვამთავრებთ ღვისმშობლის სახელობის კათოლიკური ტაძრის მონახულებით. მიუხედავათ იმისა, რომ ქრისტიანობა ქვეყანამ XIII საუკუნეში მიიღო აქაც იგრძნობა, თუ როგორი რწმენით იზიარებენ ლიტველები ღვთისმშობლის მადლს, რაც ჩვენ თავისმხრივ საქართველოს გვაგონებს. 

 ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკა

  შეიძლება დროს ვუსწრებ, მაგრამ ჩემის მხრივ ავღნიშნავ - ვიზიტი წარმატებულია, უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ თანამრომლობა შედგა.
დასასრულს, როგორც ბატონმა გიორგიმ და ქალბატონმა ედიტამ ერთოლივად აღნიშნეს, ,,წინ გველოდება ახალი ეტაპი ჩვენი მეგობრობის გაღრმავებისა, რომელიც აუცილებლად წარმატებით აისახება მუნიციპალიტეტის მაცხოვრევლებზე“. 

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!