თრაკაის დღიური 1

დღე I


დამეგობრებული ქალაქ თრაკაის მერის, ქ-ნ ედიტა რუდელაინეს მოწვევით, მცხეთიდან მულიციპალიტეტის მერი ბ-ნი გიორგი კაპანაძე და ა.(ა). ი.პ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი რევაზ მამულაშვილი, ლიტვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით გავემგზავრეთ. შეხვედრის მიზანია, ადგილზე გავეცნოთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ წინადადებებს, რათა კავშირის დამყარების 5-წელთან დაკავშირებით, ჩვენი საქმიანობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.
ვილნიუსი ჩვეული ზამთრითა და მზიანი ამინდით დაგვხვდა.
გმასპინძლობს ტრაკაის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ქ-ნი მარია პუჩი.
მეგობრული შეხვედრის მერე გავდივართ დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხას და სანამ თრაკაიში დავბინარდებით, ვეცნობით ვილნიუსის ულამაზეს ხედებს. 

                                                                                    ძველი ვილნიუსის ხედებზე ვიცე-მერ, ქალბატონ მარიასთან ერთად

მსგავსი ისტორია, ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ, პირველი დედაქალაქობის თემის აქტუალურობა, ვილნიუსის ტელეანძისა და 9 აპრილის თანმიმდევრული მოვლენები, ჩვენი მეგობრობის შემადგენელი სულიერი საწყისია.
გავდივართ ღია ბაზრობაზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მესამე დღეა ქალაქის ცენტრალურ უბანს იკავებს. აღფრთოვანებული ვართ ატმოსფეროთი, რომელიც გარშემო სუფევს. მოწესრიგებული დახლები დახუნძლული ლიტვური წარმოების სხვადასხვა ნაწარმით, მათ შორის საკვები პროდუქტებითა და სუვენირების მრავალფეროვნებით და მიმზიდველობით, აღტაცებას იწვევს. მიუხედავათ იმისა, რომ ქუჩაში -12 გრადუსია ცელსიუსის ქვემოთ, ნამდვილად ხალხის ნაკლებობა არ შეინიშნება. 

                                                                                                        ღია ბაზრობა და ლიტვური პურის დახლი
თრაკაიმდე სულ რაღაც ორ ათეულ კილომეტრზე მეტია, რომელსაც აუჩქარებლად კითხა-პასუხის რეჟიმში ვფარავთ.
აი საკუთვრივ მასპინძელი თრაკაიც გამოჩნდა თავისი ეკლესიების, ტბებისა და ციხე-სიმაგრეების ჰარმონიული შერწმით. ქალაქი რულარულ-ურბანული გარემოს თანაარსებობით ჩვენ მცხეთას გვაგონებს.
გიხარია როცა უყურებ, როგორ წესრიგი სუფევს მომსახურების ნებისმიერ სფეში.
ვნახულობთ ანგელოზთა მთას. ამ ახალმა შემოქმედებითმა მიგნებამ არ შეიძლება ადამიანში დადებითი ემოციების მოზღვავება არ გამოიწვიოს. ყველა კომპოზიცია თავისი სახელწოდებით მიუთითებს, რომ ადგილის აზრობრივი დატვირთვა ნამდვილად საუკუნეებს გაუძლებს. 

                                                                                                        ანგელოზთა მთა და მშვიდობის ანგელოზი

და აი თრაკაის ციხე სიმაგრეც...
ყინულოვან ველზე ამომართული ეს შუასაუკუნებრივი შედევრი ნამდვილად მთელი ლიტვის მარგალიტია. 

                                                                                                        თრაკაის ციხესთან და მის შიდა ეზოში
თვითოეული რესტავრირებული დეტალი, თითოეული ვიტრაჟი, მიუთითებს იმაზე, თუ რა რუდუნებითაა და სიყვარულითაა იგი აღდგენილი. 

                                                                გამოფენის დათვარიალების შემდეგ ტბის ყინულოვანი საფარველის გავლით ვტოვებთ სიმაგრეს

იმედიანად ვართ განწყობილი, რომ მალე მცხეთის ისტორიული მუზემი, რომლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეოს, ასევე აღტაცების მოგვრელი იქნება როგორც მაცხოვრებლებისათვის, ისე მცხეთის ყველა ვიზიტორისათვის.
ხვალინდელი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მზის ჩასვლამდე ვშორდებით მასპინძლებს და გიზიარებთ ძვირფას მკითხველს დღევანდელობას.
ხვალიდენზე ხვალე მოგახსენებთ...