23 ივლისს შედგა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ცენტრის მიერ მომზადებული ორი წინასაპროექტო წინადადება - ,,მცხეთის ხერთვისი“ და ,,კოდმანი“ (კოდმანის მდგრადი განვითარების მოდელი).
აღნიშნული დოკუმენტები საკრებულოს მიერ დეტალურად იქნა განხილული და ერთხმად იქნა მოწონებული, რაც შესაბამის სამთავრობო უწყებებში შემდგომი განხილვის საშუალებას იძლევა. შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენის შემთხვევაში, მას საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი პროექტის სახე მიეცემა და გადაიგზავნება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში თანხმობის მოსაპოვებლად.
რაც შეეხება კონკრეტულად პროექტებს, ისინი მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ცენტრის მიერ 2019 წლის 14 ივნისს ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ,,მცხეთის განვითარების ახალი კონცეფციის“ დეტალიზაციას წარმოადგენს. იგი ასევე სრულად ითვალისწინებს იუნესკოს ექსპერტთა რეკომენდაციებს, ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ლანდშაფტური გარემოს შენარჩუნებისა და განვითარების საკითხებში.
,,მცხეთის ხერთვისი“ 3 ქვეპროექტების ერთობლიობაა - ,,სამეფო ბაღის“, ,,ჭარბტენიანი ეკოზონის“ და ,,გამწვანების ცენტრის“ ეკოპროექტები მტკვრისა და არაგვის შესართავის ლანდშაფტის დაცვის კომპლექსურ პროექტებს წარმოადგენენენ.
,,კოდმანი“-ს ძირითადი არსია გარემო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებებთან ერთად, მცხეთის მიმდებარედ, ე.წ. ,,კაკლიანის“ ტერიტორიაზე მოეწყოს ისტორიულ-ლანდშაფტური გარემო. აღნიშნულ ლოკალიზაციაზე იგეგმება მცხეთის დედაქალაქობის პერიოდის საცხოვრისების განლაგება. ვიზიტორებს შესაბამის სტანდარტებით მოწესრიგებულ გარემოში მიეცმათ კომფორტული დასვენებისა და შემეცნებითი სანახაობის გაცნობის შესაძლებლობა.
წინასაპროექტო წინადადებები იძლევა შესაძლებლობას, მოვახდინოთ ლანდშაფტური გარემოს შენარჩუნება-განვითარება და დამატებით ჩამოვაყალიბოთ ახალი ტურისტული მარშრუტები. საერთო ჯამში გასატარებელი აქტივობები რეალურად პასუხობენ ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
აღნიშნული პროცესი საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მომართოს ცენტრს, კითხვების არსებობისა თუ პროექტის დეტალების გაცნობის მიზნით.
რევაზ მამულაშვილი
24.07.2020 წ.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE