ვიწვევთ შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტებს

  2019 წლის 14 ივნისს, ქალაქ მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით, შედგა კონფერენცია თემით - ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვა".
კონფერენციის პროდუქტიულობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი პროექტების კონცეპტუალური საკითხები მაღალი შეფასებით აისახა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანოს ICOMOS-ის 2020 წლის 16-21 თებერვალს განხორციელებული მისიის რეკომენდაციებში.
აღნიშნულ დოკუმენტში ფარნავაზის მოედანი და თეატრონის ტყე-პარკის ტერიტორია აღიარებულია მცხეთის რეალურ სავესტიბულაციო სივრცეებად. ასევე ექსპერტები ეთანხმებიან კოდმანის ეკო-ტურისტული მიმართულებით განვითარების იდეას. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კონცეფციის შემდგომი დამუშავებისა და დეტალიზაციის საჭიროება, რათა იგი ჯეროვნად აისახოს ქალაქ მცხეთის სივრცითი მოწყობის დოკუმენტში და წარედგინოს საქართველო-იუნესკოს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს.
ახალი გამოწვევის ფარგლებში ცენტრმა უკვე შეიმუშავა რამდენიმე წინასაპროექტო წინადადება, რომელიც განსახილველად წარდგენილი იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
დოკუმენტაცია თანხვედრაშია კონფერენციაზე გაცხადებულ კონცეფციასთან და თემატურად მის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენს. ამ ეტაპზე დღის წესრიგში დადგა მათი საერთაშორისო სატანდარტების შეაბამისობაში მოყვანა, რათა იგი კონკრეტული პროექტების სახით გახდეს მსჯელობის საგანი, როგორც გენ-გეგმაში ჩართულ უწყებებისათვის, ისე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისათვის.
ცენტრს ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური ბაზა. პროექტების შემდგომი დამუშავება რენდერების და ვიდეორგოლების სახით, ასევე სცილდება თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენილ ნორმებს. შესაბამისად, სურვილი გვაქვს 3 თვიანი ხელშეკრულებებით მოვიწვიოთოთ 4 ექსპერტი, რომლებიც ცენტრის შესაბამის პერსონალთან ერთად (რაც ტექნიკური დახმარების პროცესში ჩართულობით, გაზრდის მათ კვალიფიკაციასაც), მოახდენენ წინასაპროექტო წინადადებების შესაბამისობაში მოყვანას საერთაშორისო სტანდარტებთან. მითუმეტეს, რომ ფორმირებული პროდუქტი უნდა გახდეს მსჯელობის საგანი და შესაბამისად, მასში განხორციელდება ცვლილებები. ეს თავისთავად გამორიცხავს პირველად ეტაპზე საბიუჯეტო თანხების მაღალღირებულებად პროექტებში ხარჯვას, მითუმეტეს რომ მას საბოლოო სახე პირველ ეტაპზე ვერ მიეცემა.
შესაბამისად, დასახული მიზნების შესასრულებლად გვესაჭიროება შემდეგ ინდივიდუალური მიმართულებების სპეციალისტები:
1. 1. დოკუმენტური ფილმისა და ვიდეორგოლის რეჟისორი;
2. 2. ოპერატორი - დრონის მართვის გამოცდილებით;
3. 3. არქიტექტორი - რენდერების დამზადების გამოცდილებით;
4. 4. ქსელის და ვებ-პროგრამირების სპეციალიტი.

პროექტების დამუშავებისას თითოეულ სპეციალისტს, რომელიც დააკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს, გაუფორმდება 3 თვიანი დროებითი ხელშეკრულება. სახელფასო სარგო შეადგენს თვეში 600 ლარს (დარიცხული).
ცენტრი გამოხატავს მზადყოფნას დაინტერესებული პირებისგან 6-13 ივლისის განმავლობაში მიიღოს წერილობითი განაცხადი, კომპეტენციისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
14 ივლისს ცენტრის ადმინისტრაციის სხდომის ფარგლებში მოხდება ინდივიდუალური გასაუბრება, რომლის ფარგლებში გადაწყდება ხელშეკრულების საფუძველზე შესაბიმის პირების აყვანა.
ველით დაინტერესებული პირების გამოხმაურებას.
დამატებითი კითხვებისათვის მოგვმართეთ წარმოდგენილი სოციალური ქსელის საშუალებით ან პირადად მისამართზე: ქალაქი მცხეთა, მამულაშვილის ქუჩა 12ა, მე-2 სართული.

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!