ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) — პირველი საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, მდინარე მტკვარზე ქ. მცხეთასთან, მტკვრისა და არაგვის შესართავის მახლობლად. ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური, ინდუსტრიალური განვითარებისათვის. ჰესის პირველი რიგი 1927 წელს გადაეცა საექსპლუატაციოდ. სრული სიმძლავრით ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომიშავება 203 მლნ. კვტ.სთ შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავე ნაგებობა ბეტონისკაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს.


საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება
ინა ყურაშვილი
01.11.2019 

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE