ჩვენი საიტის ერთგულ მკითხველს შეფასებისათვის მინდა მივმართო ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ, რომლის გადაჭრაც მეტად მნიშვნელოვანია მცხეთის წარმატებული განვითარებისათვის.
დღეის მდგომარეობით (არა მარტო საკუთვრივ მცხეთაში) ტურისტი იღებს არასრულ ინფორმაციას ჩვენი მდიდარი კულტურისა და ისტორიის შესახებ, მაშინ როდასაც სხვადასხვა ქვეყნებში იქნება ახალი ატრაქციები ვიზიტორთა დაინტერესების და შემდგომ კვლავ ჩამოსვლის მოტივაციის გაზრდის კუთხით. ამ დროს კი მცხეთაში და მის შემოგარენში არსებულ სანახაობებზე სრულად არ გვაქვს წარმოჩინებული მცხეთის მდიდარი ისტორიის საინტერესო და საკრალური მომენტები. ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი ლანდშაფტური ხედების სრულად ათვისების საკითხს. მომსახურების სფეროს გააჩნია ხარვეზები მისი ზედაპირულობისა და საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.
ასეთი გლობალური საკითხის წარმატებულად გადაჭრას სჭირდება კონკრეტული პროექტების მუდმივად განხორციელება. კერძოდ ცენტრი მზადაა მნიშვნელოვანი წინადადება წარმოადგინოს ,,პომპეუსის ხიდის რეაბილიტაციის“ სახით.
ჯერ კიდევ შარშან, 2018 წლის სექტემბერში პროექტი გადაეგზავნა საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ დეპარტამენტს. აღნიშნული უწყების 2018 წლის 24 ოქტომბრის №12/4172 წერილის მიხდევით, წინადადება განხილულ იქნა ,,დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის“ სხდომაზე და რეაბილიტაციის წინადადება მისაღებად იქნა ცნობილი, ამავე დროს აღინიშნა რომ ,,მიზანშეწონილია იზრუნველყოფილი იქნას წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახული სამუშაოების განხორციელება კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით“.
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ქალაქ მცხეთის მიწათსარგებლობის დოკუმენტაციაში (რომლის ჩამოყალიბების პროცესიც მიმდინარეობს) ჯეროვნად აისახოს ქალაქის განვითარების საჭიროებანი და აღნიშნული პროექტმა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი გეგმარების პროცესშივე, მისი შემდგომი განხორციელებისათვის.
ცენტრის კარი ღიაა ყველა დაინტერესებული პირის თუ ორგანიზაციის მიმართ აღნიშნული წამოწყების ერთობლივად განხორციელებისათვის. უახლოეს მომავალში დაიბეჭდება პომპეუსის ხიდის შესახებ ისტორიული ნარკვევი, რათა მოსახლეობამ და ფართო საზოგადოებამ დაინახოს არა მარტო კონკრეტული ტერიტორიის განვითარების მისწრაფება, არამედ ადგილის საკრალურ-ისტორიული შეუფასებელი ღირებულება.
რომ აღარ განვმეორდე, საპროექტო წინადადებას ვაქვეყნებთ მომდევნო სტატიის სახით და გულითად გულშემატკივლებს კი ვთხოვ მობრძანდნენ შაბათს, 19 ოქტომბერს პომპეუსის ხიდის მისადგომთან, ნიჩბოსნობის ბაზის ტერიტორიაზე.
ადგილზე დაიგეგმება სამოქმედო გეგმა, რათა ერთობლივად შევეჭიდეოთ ამ საშვილიშვილო საქმეს!
პატივისცემით: რევაზ მამულაშვილი
16.10.2019 წ. 

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE