დაიწყო რეაბილიტაციის პირველი ეტაპის პროექტირება
26 ოქტომბერს, ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარები ცენტრის“ თანამშრომლებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის წარმომადგენლებს - ბ-ნ ოთარ ბერიანიძეს, ქ-ნ ანი ფანგანსა და ქ-ნ თათია თევდორაშვილს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა.
თათბირზე განხილული იქნა ,,მიხეილ მამულაშვილის ბაღის“ რეაბილიტაციის საკითხი. ცენტრის დირექტორის, რევაზ მამულაშვილის მიერ წარმოდგენილი იქნა კონცეფტუალური ხედვები, რომლის ფარგლებში წინასაპროექტო წინადადება მოიცავს მთლიანი ურბანული გარემოს ეტაპობრივ რეაბილიტაციას.
საკითხის დეტალურად გაცნობის მიზნით თათბირმა გადაინაცვლა საკუთვრივ ,,მიხეილ მამულაშვილის სახლ-მუზეუმში“. ბაღში მეგზურობა გაგვიწია და საფუძვლიანი ინფორმაცია მოგვაწოდა დიასახლისმა, ქ-მა მარიკა ხუციშვილმა.
უნდა ითქვას რომ, ოქროსფერი შემოდგომის სითბოთი გამსჭვალული ბაღის დახვედრამ, სამუშაოდ ნამდვილად აღმატებული გარემო შეგვიქმნა.
არსებული ორანჟერეის საწყის, პირველ ეტაპზე რეაბილიტაციის შესახებ, კომპეტენტური ხედვები წარმოგვიდგინა სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის თანამსრომელმა, ბ-ნ ოთარ ბერიანიძემ.
ცენტრმა თავის მხრივ აიღო ვალდებულება, რათა პირველი ეტაპისათვის მომზადდეს ორანჟერეის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც განსახილველად წარედგინება ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE