ჯვრის სამონასტრო კომპლექსი - IVსაუკუნის 30-იან წლები. ღია ცის ქვეშ, აღუმართავთ ხის ჯვარი, ახლად მიღებული ქრისტეს სარწმუნოების სიმბოლოდ. ამ ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანები. ეკლესიის სახელწოდება სწორედ ხის ჯვრიდან მომდინარეობს. ქართლის პირველმა ერისმთავარმა გუარამმა (545-586 წწ.) ხის ჯვრის ჩრდილოეთით "იწყო ეკლესია ჯუარისა პატიოსანისა". ეს იყო ჯვრის მცირე ეკლესია.
ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრებამ გამოიწვია დიდი ტაძრის მშენებლობა. ჯვრის სამონასტრო კომპლექსი შედგება: მცირე ეკლესია, დიდი ტაძარი, გალავანი და სხვა ნაგებობანი. ტაძარი თავისი მასშტაბით ორგანულად ერწყმის მთას და მთლიანად გარემოს.  

ელენე ყიფიანი
20.07.2018 

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE