სამთავროს დედათა სამონასტრო კომპლექსი - XI საუკუნის 30-იანი წლები
სამთავროს დედათა სამონასტრო კომპლექსი აგებულია დაახლოებით XI საუკუნის 30-იან წლებში. დიდი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა. ისტორიული წყაროების მიხედვით, მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისთავის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმოიშვა სახელწოდება - სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოსულ წმ. ნინოს. სამთავროს ეზოშივეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელი მამათგანი აბიბოს ნეკრესელი. ასევე ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია განთავსებული. სამონასტრო კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ. ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილიმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა.
1. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთავროს დედათა მონასტერი,
წმ. ნინოს სახელობის მცირე ზომის ეკლესია და სამრეკლო
კერძო კოლექცია
2. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთვროს დედათა მონასტერი, კანკელი
კერძო კოლექცია
3. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამხედრო გზა. სამთვროს დედათა მონასტრის საერთო ხედი
კერძო კოლექცია
4. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთვროს დედათა მონასტერი, ქვის კანკელი
კერძო კოლექცია
5. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთვროს დედათა მონასტერი, სამხრეთი ნაწილი და გუმბათი
კერძო კოლექცია
6. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთვროს დედათა მონასტერი, საერთო ხედი სამხრეთ-დასავლეთი მხარე
კერძო კოლექცია
7. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთვროს დედათა მონასტერი, საერთო ხედი და გუმბათის ნაწილი
კერძო კოლექცია
8. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთვროს დედათა მონასტერი, გუმბათის შიდა ნაწილი
კერძო კოლექცია
9. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთვროს დედათა მონასტერი. ტაძრის უძველესი სამრეკლო
კერძო კოლექცია
10. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთავროს დედათა მონასტერი,
წმ. ნინოს სახელობის მცირე ზომის ეკლესია და სამრეკლო
კერძო კოლექცია
11. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთავროს დედათა მონასტერი, საერთო ხედი
კერძო კოლექცია
წმინდა ნინოს ეკლესია დგას სამთავროს ეზოში, დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. იგი მცირე ზომის გუმბათოვანი ნაგებობაა. ისტორიული წყაროების მიხედვით მცხეთაში მოსული წმინდა ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში "ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაითა... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან". სწორედ ამ ადგილას, ქართლის პირველ ქრისტიან მეფე მირიანს აუგია ეკლესია, რასაც ადასტურებს: წმ. ნინოს ცხოვრებაში" მოყვანილი მისი წერილის შინაარსი: "აღვაშენე ეკლესიაი მაყულოვანსა მას შინაი ნინოსსა". (IV ს.) ზემოთ მოყვანილი ცნობები სწორედ წმ. ნინოს ეკლესიის აშენების თარიღს და ადგილსამყოფელს გულისხმობს.
12. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთავროს დედათა მონასტერი. საერთო ხედი წმ. ნინოს მონასტერი
კერძო კოლექცია
13. ერმაკოვი. ქ.მცხეთა, სამთავროს დედათა მონასტერი. საერთო ხედი შესასვლელის მხრიდან
კერძო კოლექცია
14. ერმაკოვი. ქ.მცხეთა. წმ. ნინოს მონასტერი რესტავრაციის დროს
კერძო კოლექცია
15. ერმაკოვი. ქ.მცხეთა. წმ. ნინოს მონასტერი
კერძო კოლექცია
ელენე ყიფიანი
19.07.2018
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE