პილოტპროექტი
,,სვეტიცხოვლის კარიბჭე” 

შესავალი

ტურიზმის ინდუსტრია ჩვენი კულტურისა და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მისი განვითარებისთვის შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები.
მნიშვნელოვანია, ტურისტული სეზონის დაწყების წინ, პირველ რიგში ქალაქ მცხეთაში, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთ ცენტრში, არსებული პრობლემატიკის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა.


I. პრობლემის არსი
რა სურს ვიზიტორს?

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების დამთვა¬ლიერებლების უმეტესობას ისეთი რამის მონახულება სურს, რომელიც მასზე დადებით შთაბეჭდილებებს დატოვებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ა.ა.ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის” მიზანია, რომ სტუმრობა ყველასათვის სასიამოვნო და საინტერესო იყოს, რაც თავის მხრივ აისახება შემოსავლების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
ვიზიტორი ვერ ისიამოვნებენ ექსკურსიით, თუ მისთვის სასურველი პირობები ადგილზე არ იქნება შექმნილი.
ყველა დამთვალიელებელი მოითხოვს:
1. ღირსშესანიშნავი ადგილის ისტორიის პრეზენტაციას სასურველი სახით;
2. კომფორტულ მიღებას;
3. საკუთარ და პერსონალურ ნივთების უსაფრთხოებას.
ზემოთ აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ა.(ა).ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა” შეისწავლა სვეტიცხოვლის შესასვლელი კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემები.


პრობლემა I
კომპეტენტური პრეზენტაციის ნაკლებობა

,,თვითმარქვია” ექსკურსიამძღოლები, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, მცხეთაშიც მნიშვნელოვან პრობლემას ქმნიან. არსებული კონკურანციის პირობებში, ისინი აწუხებენ დამთვალიე¬რებლებს. მსმენელისთვის ხშირად გაურკვეველ ვერბალური გადმოცემით, არაკომპეტენტურად და არასწორი ისტორიული აქცენტებით ხდება მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სვეტიცხოვლის ისტორიულ-კულტურული წარსულის და ქრისტანული საწყისის წარმოჩენა. ეს აზიანებს ჩვენს კულტურული თვითმყოფადობის რეალურ აღქმას და აკნინებს ვიზიტორის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ.
შესაბამისი განათლებისა და სერთიფიკატის არსებობის გარეშე, ,,გიდების” ძირითად ნაწილს, ის ტაქსის მძღოლები წარმოადგენენ, რომლებიც თბილისის ისტორიულ უბნებში საქმიანობენ და გადაზიდვასთან ერთად, ფინანსური გამორჩენის მიზნით, ექსკურსიამძღოლის პროფესიასაც ითავსებენ.
ხშირ შემთხვევაში, ტურისტული სააგენტოების მიერ ჯგუფებთან მივლენილი გამყოლის კომპეტენციაც იწვევს კითხვებს. ისინი ცდილობენ მცირე დროში ტურისტებს გააცნონ ისტორიულად არარეალური ფაქტები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ტაძარში არსებული შინაგანაწესის დარღვევით, წირვა-ლოცვის მიმდინარეობისას, პარალელურ რეჟიმში ხდება ექსკურსიის ჩატარება.
დღეის მდგომარეობით, სვეტიცხოველში კომპეტენტური, ჯგუფის მოთხოვნილებაზე მორგებული, ძეგლის და ჩვენი ისტორიის წარმოჩინებაზე ორიენტირებული, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი მუშაობს. მათ საქართველოს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის მიერ გაცემული შესაბამის სერთიფიკატიც გააჩნიათ და ემორჩილებიან ტაძარში მოქმედ შინაგანაწესს.

პრობლემა II
არაკომფორტული გარემო

არაკომფორტული გარემოს არსების კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი:
თვალშისაცემია ,,თვითმარქვია” ექსკურსიამძღოლების ქცევა, რომელთა მომსახურების შემოთავაზებები უმრავლეს შემთხვევაში მომაბეზრებელია ვიზიტორისათვის. მაგრამ რბილად რომ ითქვას, იგი შედარებით ასატანია იმ დამოკიდებულებასთან მიმართებაში, რომელსაც ადგილობრივი თუ ჩამოსული სოციალურად დაუცველი იჩენს ვიზიტორთან ურთიერთობისას. თანხის იძულების გზით მიღებისათვის განხორციელებული აგრესიული ქმედებები, გასაგები ენითა და
ჟესტიკულაციით ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ვიზიტორთა, ისე უცხოელებისა დაგანსაკუთრებით მექორწილეების მიმართებაში.
აუცილებელია გვიან საათებში, ტაძრის დაკეტვამდე ფუნქციონირებდეს ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშო, რომელიც თავის მხრივ კომუნალური გადასახედების დაფარვის პრობლემას განიცდის.
კომფორტული გარემო, თავისთავად ეკოლოგიური მდგომარეობის ხარისხზეცააორიერტირებული. ტურისტული პიკის პერიოდში, ტერიტორიაზე არ არის საკმარისი დასაჯდომი ადგილები და ურნები.
ვიზიტორთა ინფორმირებულებისთვის ნაკლებია მანიშნებელი აბრები და არ არის ქალაქის ტურისტული ობიექტების წარმომაჩინებელი სიტუაციური გეგმები. მანიშნებელი აბრების მიზანია დამთვალიერებლის დახმარება და არა მარტო მათი ყურადღების მიპყრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ობიე¬ქტებისკენ.
სხვადასხვა შინაური თუ ეგზოტიკური ცხოველების გამოფენა ტერიტორიაზე არა მარტო არღვევს არსებულ სანიტარულ ნორმებს, არამედ აკნინებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის აღქმას.

პრობლემა III
სავარაუდო საფრთხეები

მსოფლოოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის იმიჯიდან გამომდინარე, ვიზიტორს ტერიტორიაზე ნაკლები პრობლემებიექმება. იშვიათად აღსანიშნავია, მაგრამ ფიქსიერდება მოხეტიალე ძაღლების ხროვის აგრესიული ქმედებები. 

მსუბუქი დაზიანებების მიღების (განაფხაჭნი, ნაკბენი) და ინფექციური დაავადებების მიღების რისკით საშიშროებას ქმნის ასევე ეგზოტიკური ცხოველები, რომლებიც ყოველგვარი სანიტარული და უსაფრთხოების წესის დაცვით არის გამოყენებული კომერციული ფოტოგადაღებებისათვის
გადაზიდვის კუთხით, ტურისტების სრული დაცვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტერიტორიაზე განთავსებული ზოგიერთი ადგილობრივი ტაქსის ტექნიკური გამართულობის ხარისხიდან გამომდინარე.

II. პრობლემის გადაჭრის გზები

პრობლემის გადაჭრაში მონაწილე ინსტიტუციები

აღნიშნული პრობლემის გადაჭრა, თავისი მასშტაბებიდან და არსიდან გამომდინარე, ითხოვს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მთავრობის სტრუქტურების და საქართველოს საპატრიარქოს თანამომაწილეობას.
ამ მიმართულებით ხაზგასასმელია მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც სამ სუბიექტს – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა.
ადგილობრივი პრობლემატიკის გადაჭრა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ჭრილში უნდა განვიხილოთ. სწორედ ამიტომ, პროექტის დაგეგმვა-რეალიზებისას საჭიროა სამივე სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მოქმედება. ასევე გასათვალისწინებელია ის დატვირთვა, რომელიც საქართველოს ავტოკეფალურ, მართმადიდებლურ ეკლესიას, სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის სახით, პროექტის წარმატებულად განხორციელებაში გააჩნია.
ვიზუალურად, მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი განთავსებულია პროექტში აღნიშნული ტერიტორიის ცენტრში და ამავე იგი სწორედ იგი უნდა იყოს ცენტრალური ინსტიტუციონალური ინსტრუმენტი პრობლემების გადაჭრის საკითხებში.

ეროვნული პრობლემა და მისი ლოკალურად გადაჭრის მაგალითი

ტურიზმის განვითარებისათვის შემაფერხებელი ისეთი მნიშვნელობის პრობლემის გადაჭრა, როგორც ექსკურსიამძღოლების არაკომპეტენტურობაა, დიდ ძალისხმევას, დროსა და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
პირველ რიგში, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებზე საჭიროა ,,ფილტრაციის” პროგრამის შექმნა თვითმარქვია გიდებისათვის. ეს რათქმა უნდა სცილდება აღნიშნული პროექტის მასშტაბებს და ამისათვის საჭიროა საქართველოს საკანონმდებლო დონეებზე სხვადასხვა ინიციატივების განხორციელება.
ექსკურსიამძღოლისათვის საჭიროა მინიმალური მოთხოვნილების განსაზღვრა, მათი სერთიფიცირების განხორციელება სააგენტოს ბაზაზე და მონიტორინგის პროცედურებს შემოღება.
ქვედა დონეზე, თვითმმართველეობის ორგანოები ხელს უნდა უწყობდნენ ადგილობრივი კადრების მოზიდვას და გადამზადებას, ახდენდნენ საინფორმაციო ცენტრების გაფართოვება-კეთილმოწყობას.
ძეგლის მეპატრონეენი, საქართველოს საპატრიარქო, მუზეუმ-ნაკრძალები თუ თვითმმართველობები, არსებული შინაგანაწესების თუ ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში მოქმედი კანონმდებლობის შესაბმისად, უნდა იყენებდეს ბერკეტსრათა თვითმარქვია გიდებიარაკომპეტენტურად ვერ ახორციელებდნენ ექსკურსიას. სწორედ ამისათვის არის საჭირო მონიტორინგის გაძლიერება, რომელიც აღჭურვილი უნდა იქნას ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიც არის ოფიციალური გაფრთხილება, საჯარიმო სანქციები და თავშეყრის ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით სამართლებრივი რეგულაციის სხვა საშუალებები.
საჭიროა შემუშვდეს,,გიდების ქცევის კოდექსი”, რომლითაც იხელძღვანელებენ ეროვნული ტურისტული სააგენტოები თუ ინდივიდუალური ექსკურსიამძღოლები.
აღნიშნული ღონისძიებების ერთობლიობა გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, რაც საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთსაერთაშორისო სტანდარტები.
პროექტი უნდა შემუშავდეს დაინტერესებულ და კომპეტენტური მხარეებს მონაწილეობით. საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური განვითარების კომიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ძეგლთა დაცვის სააგენტო, საქართველოს საპატრიარქო, ტურისტული ცენტრების თვითმმართველობათა წარმომადგენლები, ტუროპერატორები და ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესის მხარეებმა, მრგვალ მაგიდასთან უნდა დასახონ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებათა სია, რომ შემუშავდეს საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი, რაზე დაყრდნობითაც დაიწყება კონკრეტული აქტივობების განხორციელება.
პროცესების სწორად ფორმირებისთვის, საჭიროა მიდგომის ადაფტირება ლოკალური პილოტპროექტის სახით, რაც წინამდებარე ნაშრომის სახით არის შემოთავაზებული. მიუხადავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა ჯერჯერობით ჩამოყალიბების სტადიაშია, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების, მისი პარტნიორი ორგანიზაციების – ტურიზმის ადმინისტრაციასა და ძეგლთა დაცვის სააგენტოებისა და სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის თანადგომით, შესაძლებელია მომსახურების სფეროში არსებული ეროვნული პრობლემების ლოკალურად გადაჭრის მაგალითი გახდეს.
ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განხილული პრობლემების მოწესრიგებისათვის, შემოთავაზებულია შემდგომი აქტივობების გადადგმა:

აქტივობა I – ცენტრი შიგნით და გარედან

მცხეთის ტურისტული ცენტრისთვის საჭიროა ახალი ინოვაციების განხორციელება, რომელიც როგორც მის არსობრივ, ასევე ვიზუალურ მხარეს შეეხება.
1. პირველ რიგში, საჭიროა შენობაში შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა. დღესდღეობით შენობა ჯეროვნად ვერ თბება, რის გამოც ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან მცირე ზომის ოთახში, რომელიც სააგენტოს მიერ გადმოცემული ელექტროგამათბობლებით თბება. შესაბამისად, უცხოელი ტურისტი ვიტრაჟიდან, მიუხედავათ რომ განთავსებულია წარწერა – OPEN, შეხედვისას ვერ რწმუნდება, არის თუ არა იგი ღია და არცთუ იშვიათად უკან ბრუნდება. 

ცენტრის გათბობის ხარისხი არ არის დამოკიდებული ელექტროგამათბობლების რაოდენობაზე და მის სიმძლავრეზე. შენობაში საჭირო მიკროკლიმატის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ჰაერის თბილი მასები გაედინება თერმოიზოლაციის არქონე სახურავში, რომელსაც ემატება დიდი რაოდენობის ღიობები ვიტრაჟის ზედა ნაწილში.
შენობის კუთვნილებიდან გამომდინარე, შეუძლებელია პრობლემის საუბიჯეტო სახსრებით სრულად მოგვარება, თუმცა ვიტრაჟის შეკეთება ორგანიზაციის ძალებით შესაძლებელია.გათბობის ორგანიზება გაზზე მომუშავე შესაბამისი სიმძლავრის გამათბობელით უფრო ეკონომიური და ეფექტურია.
ზაფხულის პერიოდში დასამატებელია კონდიციონერი, რადგან არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს. 

საჭირო მიკროკლიმატის შენარჩუნება საშუალებას მოგვცემს უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ ვიზიტორთა მომსახურება.შენობის შიგნით არსებული გარემო, სასიამოვნო შთაბეჭდილებას დაუტოვებს და კომფორტის პირობებში უფრო დიდხანს გაჩერდებიან და შესაბამისად, მეტი ინფორმაციის მიიღებასაც შეძლებენ.


2. ვიზიტორის ჯეროვანი მომსახურებისათვის საჭიროა, მივცეთ უფასო წვდომა ინტერნეტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს როგორც ოფისში არსებული თანამედროვე კომპიუტერებით, ისე შენობაში არსებული WI-FI –ის საშუალებით.
პილოტპროექტის ფარგლებში შენობის უმაღლეს წერტილში უნდა განთავსდეს მოდემი, რომელიც დაფარავს 100 მეტრ რადიუსში ძველი მცხეთის ნაწილს და საშუალებას მისცემს ტურისტს ისარგებლოს უფასო ინტერნეტით.
მისი სარგებლობისას პირველად დაფიქსირდება ინფორმაცია ტურისტული ცენტრის მდებარეობისა და ფუნქციების შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, სვეტიცხოვლის მიმდებარედ ვიზიტორების დიდ ნაწილს დისტანციურად გავეცნოთ და ამ კონტიგენტიდან მოვახდინოთ დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
3. პირველი სახე, რომლითაც ტურისტი ეცნობა ცენტრს, არის მისი ფასადი, რომელიც აშკარად საჭიროებს განახლებას. მცირედი კოსმეტიკური რემონტი საჭიროა როგორც ხის დედაბოძზე, ისე მოპირკეთებულ ქვიშაქვებზე.
ტერიტორიაზე შემოსვლისას ასევე არ ჩანს სარეკლამო აბრები, რომლებიც ვიზიტორს მიანიშნებს ცენტრის მდებარეობას. საჭიროა თანამედროვე ტიპის ბანერებისა და მანიშნებლების განთავსება, რომელიც თავისი ,,აგრესიულობით” დისონანსს არ შეიტანს ძეგლის გარემოს ვიზუალურ აღქმაში.
ქართულ-ინგლისურ-რუსულ ენებზე განთავსებული აბრები ლაკონურად უნდა გადმოსცემდნენ ტურისტული ობიექტების ადგილმდებარეობას, რათა ვიზიტორისათვის ადვილად აღქმადი იყოს უცხო გარემოში ადაფტირება.

აქტივობა II – ცენტრის ფუნქციური დანამატები

ამა წლის 5-9 თებერვალს საქართველოში USAD-ის პროექტის „ZRDA“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი,საქართველოს მასშტაბით მოქმედი ტურისტული საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებმა, მათ შორის მცხეთის ცენტრის შემადგენლობამაც გაიარა,ინფორმაციულად საინტერესო ტრენინგი ესპანელმა ექსპერტმა ქ-ნმა კარმენ ალტესმა ჩაატარა.. აღნიშნული ტრენინგისფარგლებში განხილულ იქნა საინფორმაციო ცენტრების განვითარების გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ადგილებზე ფინანსების მოზიდვა იყო.
ასევე მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაციამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის - ბ-ნი გიორგი კაპანაძის და ა.(ა).ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის” დირექტორის, რევაზ მამულაშვილის სახით, ლიტვის რესპუბლიკის დაძმობილებულ ქალაქ თრაკაის საინფორმაციო ცენტრში, მისი მენეჯმენტის კუთხით გაიზიარა. 

ადგილზე არსებული და მიღებული გამოცდილებების შეჯერება-განზოგადებით, პილოტპროექტის ფარგლებში დაისახა კონკრეტული აქტივობები, კერძოდ:
1. ცენტრში უშტატოდ, თვითანაზღაურების საფუძველზე დამყარებული კონტრაქტის პირობებით, უნდა იქნას მოზიდული საერთაშორისო ენების მცოდნე გიდები. ექსკურსიამძღოლები გაივლიან გადამზადებას ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შესაბამის დეპარტამენტში.სერთიფიკატის მიღების დამიკრომეწარმედ დარეგისტრების შემთხვევაში, გამოსაცდელი ერთვიანი ვადით დაიწყებენ უფლებამოსილების განხორცილებას.
დღესდღეობით, ზოგადად ექსკურსიამძღოლის მომსახურება მერყეობს 20 ლარის ფარგლებში. მიღებული ანაზრაურება დაფიქსირდება და ვიზიტორს მიეცემა თანხის გაცემის ფინანსური დოკუმენტი.აორგანიზაციაში დარჩება თანხის 15%, რომელიც მოხმარდება გაწეულ მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ძირითადად საოფისე გარემოს შექმნით გამოწვეული კომუნალური გადასახადების დაფარვას.
ასეთივ მექანიზმი იმუშავებს ტაქსის მძღოლებთან მიმართებაში და ასევე საწყალოსნო საშუალებებით გადამზიდავებისათვის, რომელთა მომსახურებით შეკვეთისათვის იმუშავებს აპრობირებული 15%-იანი სარგო. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლი წარმოადგენს ავტომობილის გამართულობის საბუთს და თვითონაც ფლობს მინიმუმ ერთ ენას (რუსული-ინგლისური). საწყალოსნო საშუალების მძღოლი უნდა ფლობდეს გადასაადგილებელ საშუალებაზე დამცავ ჟილეტს, პირველადი დახმარების საშუალებებსა და მისი გამოყენებისათვის საჭირო შესაბამის უნარ-ჩვევებს.
თანამშრომელობაზე მსურველი პირების შერჩევას, კონტრაქტის გაფორმებას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოახდენს სამსახურთან არსებული შესაბამისი კომისია.
იგივე მექანიზმით შესაძლებელია ხელშეკრულებები გაფორმდეს „გესთ-ჰაუზების”, საასტუმროს თუ საზ-კვების ობიექტების მეპატრონეებთან.
სასტუმროს მონიტორინგის მიზნით, საინფორმაციო ცენტრში არსებული მოთხოვნის საფუძველზე, ვიზიტორისათვის გაიცემა გამოკითხვის შესაბამისი ნუმერირებული ფორმა, რომელიც შევსებული სახით უკან დაბრუნდება გიდების, გადამზიდავების, საზ-კვების და სატტუმროების მეპატრონეების მიერ.
მიღებული მონაცემების დამუშავება მოხდება ცენტრში, სადაც შეიქმნება საინფორმაციო ბაზა. აარსებული მონაცემები საშუალებით მოვახდენთ პარტნიორი პირების კომპეტენციისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების ხარისხს. დამატებიტ ასევე აღირიცხება ტურიზმის განვითარების კუთხით საჭირო სტატისტიკური მონაცემები.

აქტივობა III – გარემოს მოწესრიგება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის (მუხლი 36 პუნქტი 6), შესაბამისად, ,,ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი ქმედებები, რომლებიცდააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.”
1. აშკარაა, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დისონანსი, რომელიც ზოგიერთ სოციალურად დაუცველს შეაქვს, ნამდლილად ამცირებს ჩვენ კულტურულ ღირებულებას.
ტრადიციულად, ქრისტიუანული მორალიდან გამომდინარე, ეკლესია იყო ის გარემო, სადაც გაჭირვებული ადამიანი სულიერ საზრდოსთან ერთად მატერიალურ დახმარებას ღებულობდა. მაგრამ ზოგიერთი მოქალაქისათვის დღესდღეობით ეკლესიის კარები იქცა ადვილი ფულის შოვნის წყაროდ. მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას დაარეგულიროს აღნიშნული პრობლემა. თუმცა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ეკლესიის ფიზიკური დაცვის არეალშინამდვილად საჭიროებს რეაგირებას. სვეტიცხოვლის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად არიან განთავსებული ადამიანები, რომლებიც მოწიწებით ითხოვენ ფულად დახმარებას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც აგრესიულად, მუქარისა და შეურაცმყოფელი მრავალეროვანი დიალექტით, აკნინებენ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის წარმოჩინებას. 

  აგრესიული ქმედებების და შესაბამისად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, საინფორმაციო ცენტრიდან გარე ფასადზე დამაგრდება ორი ციფრული ვიდეოკამერა, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მოახდენენ სვეტიცხოვლის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიის ჩაწერას. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდება ყოველგვარი სამართალდარღვევა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდება. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება მყისიერი რეაგირება სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართულებით, რათა აღიკვეთოს არაკანონიერი ქმედებები.
2. რაც შეეხება სხვადასხვა ფრინველისა და პრიმატების გამოყენებას ფოტოგადაღებისათვის, იმასთან ერთად, რომ მას დისონანსი შეაქვს ისტორიული გარემოს აღქმის პროცესში, ასევე დარღვეულია სანიტარული მოთხოვნილებებისადა უსაფრთხოების ნორმები. გარეული ცხოველების ღიად გამოყვანა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალულია.ისინი საფრთხეს უქმნიან როგორც ვიზიტორს, ისე ადგილობრივ მაცხოვრებელს, რადგანაც მათ შეიძლება მიადგეთ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. ეს შეიძლება იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება მოხდეს. ამიტომაც, ეგზოტიკური ცხოველების გაყვანის იგნორირების შემთხვევაში, ტერიტორიაზე შესაბამისი სანიტარული ნორმების მარეგულირებრი სამსახურების ჩართვით, შესაძლებელი იქნება პრობლემის მოგვარება.
3. ტერიტორიის ეკოლოგოური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დასვენების მიმზიდველობის ასამაღლებლად, დამატებით უნდა განთავსდეს საპარკო სკამები და მყარი ნარჩენების ურნები. 

 ტერიტორიას დამატებით სილამაზეს შესძენს ვარდებისა და სხვა სახეობის ყვავილების დამატება, როგორც ეკლესიის გალავნის გარშემო, ისე ამაღლებულ ტერასებზე.
ასევე საჭიროა სადინარების გაკეთება, რათა თავიდან ავიცილოთ გუბეების დადგომა ზოგიერთ ,,ჩავარდნილ” ლოკალიზაციაზე.
განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში,ადგილის აგრილების და მტვრიანი საფარის მოშორების მიზნით, ტერიტორია საღამოობით ითხოვს მორწყვას. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სარწყავი სისტემები.
ვიზიტორთა ინფორმირებულების ასამაღლებლად, როგორც უკვე აღინიშნა დასამატებელია მანიშნებელი აბრები, არა მარტო საინფორმაციო ცენტრის ფასადზე, არამედ ისეთ ადგილებში, რომლებიც არ დააზიანებეს ძეგლის აღქმას.
საერთო ჯამში, აღნიშნული პრობლემების მოგვარება კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს. ცენტრის თანამშრომლებთან ერთად გარკვეული აქტივობების ჩასატარებლად საჭიროა მიემართოს სვეტიცხოვლის მამათა მონასტერს. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება შეიქმნას საჭიროება სამართალდამცავი და სანიტარული ინსპექციის ორგანოების ჩართულობიათვის. ამავე დროს საჭირო იქნება წამახალისებელი ზომების მიღება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩინების მიზნით ითანამშრომლებენ სახელმწიფო სტრუქტურებთან.

III. მოსალოდნელი ეფექტი

ვისზე იმოქმედებს პილოტპროექტი?

ზემოაღნიშნულ ღონისძიებების გატარებისას, საჭიროა გავითვალისწინოთპილოტპროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები, თუ როგორ აისახება ისინი როგორც გარემოზე, ისე სოციალურ ჯგუფებსა და ინსტიტუციებზე. მოსალოდნელი ეფექტის ანალიზი სწორედ ბენეფიტების და ორგანიზაციების ზემოქმედების კუთხით იქნება განხილული. ამიტომაც მნიშვნელოვანია შემდეგი ასპექტები:
1. როგორ აისახება იგი ვიზიტორებზე;
2. ორგანიზაციის საქმიანობაზე;
3. ადგილობრივ მოსახლეობაზე.
ასევე მნიშვნელოვანია რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს პროექტს. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე.


მოდელირებული ქმედებები
ყველაზე დიდი გავლენა პილოტპროექტმა მომსახურების ხარისხის და ტერიტორიის სიტუაციური მოწესრიგების კუთხით პირველ რიგში ვიზიტორებზე უნდა მოახდინოს.
პროექტის სრულად წარმოჩინების მიზნით, მოდელირების საშუალებით, ნაბიჯ-ნაბიჯ შემოთავაზებული იქნება ვიზიტორის სავარაუდო ქმედებები.
ნაბიჯი I
სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე გარკვეულ ტერიტორიაზე შემოსვლისას (ჭჳ-ფჳ დაფარვის არეალის რადიუსიდან გამომდინარე) ვისიტორთა ჯგუფს (4 პერსონა) ეძლევა უფასო ინტერნეტთან წვდომის საშუალება, რომლის მოხმარებამდე, პირველ რიგში იგებენ საინფორმაციო ცენტრის მდებარეობას და იმ მომსახურების შესახებ, რომელიც მათ ოფისმა შეუძლია გაუწიოს.
ნაბიჯი II
სვეტიცხოვლის კარიბჭის ტერიტორიაზე არსებული მანიშნებლები და ცენტრზე არსებული ,,სტენდი”თვალნათლივ დაანახებს მათ, თუ სად შეიძლება მიიღონ ინფორმაცია.
ნაბიჯი III
ცენტრის თანამშრომლები ჯგუფს საერთაშორისო ენებზე საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.
ნაბიჯი IV
სურვილის შემთხვევაში, ვიზიტორები ცენტრის თანამშრომლის დახმარებით იყვანენ მათთვის საჭირო ენაზე მოსაუბრე ექსკურსიამძღოლს და ბრონავენ ელექტრომობილსა და მცურავ საშუალებას. ტურისტებს მომსახურების (ჩვენ შემთხვევაში სრულ კომპლექტს) საფასურს წარედგინებათ ამობეჭდილი და დაჯამებული სახით.
ნაბიჯი V
სანამ ვიზიტორები გაეცნობიან სვეტიცხოვლის (შესაძლებელია სამთავროს მონასტრის და მცხეთის მუზეუმის) ტაძრის მდიდარ ისტორიას, ცენტრის თანამშრომელი უკავშირდება ელექტრომობილის და მცურავი საშუალების მძღოლებს.
ნაბიჯი VI
ძეგლის დათვალიერების შემდეგ, ცენტრთან ტურისტებს ხვდება ელექტრომობილი და მას გამგზავრებამდე გადაეცემა ნუმერირებული ანკეტა (შევსებულს მძღოლი აბრუნებს). შესაძლებელია მათ საჩუქრის სახით მცხეთის მონახულების და ცენტრის ვიზიტისათვის გადაეცეთ მარტივი ტიპის სასაჩუქრე ბარათი (საფოსტო ბარათი მცხეთის ხედებით ან მიხეილ მამულაშვილის სტილით დამზადებული ყვავილოვანი კომპოზიციით გაფორმებული ბარათი).
ნაბიჯი VII
ბაგინეთის არქეოლოგიური ზონის მონახულების მოდელირების შემთხვევაში, ვიზიტორებიელექტრომობილებით მიდიან საწყალოსნო საშუალების განთავსების ადგილას და ათვალიერებენ ქალაქსმდინარიდან, რის შემდეგ გადადიან ე.წ. მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომთან.
ნაბიჯი VIII
10 წუთში ვიზიტორები უკვე ბაგინეთზე არიან. გგიდი ადგილზე აცნობს მათ მცხეთის ქრისტიამდელ და პირველი ქართლის მეფეების ისტორიას. სურვილის შემთხვევაში, ტურისტებს შეუძლია30 წუთში იხილოს ბაგინეთის წვერზე არმაზის ქანდაკების ადგილი. საიდანაცააღმართული ჯვრიდან იშლება დაუვიწყარი ხედები.
ნაბიჯი IX
მანქანასთან ისევ საწყალოსნო გზით დაბრუნებული ვიზიტორები მიდიან დანიშნულების ადგილზე. მსურვილის შემთხვევაში მათ გიდი შეიძლება წაიყვანონ მცხეთის ჯვრის, შიო-მღვიმის თუ სხვა ისტორიული ძეგლების ექსკურსიის ჩასატარებლად.
ნაბიჯი X
სადილის სურვილის შემთხვევაში,ტურისტები ირჩევს შემოთავაზებული საზ-კვების ობიექტებიდან მისთვის მისაღებს.
ნაბიჯი XI
მცხეთის მდიდარი ისტორიისა და ქართული სამზარეულოს გაცნობის შემდეგ, მძღოლს ჯგუფი მიჰყავს განთავსების ადგილზე, ან შესაძლებელია სურვილის არსებობის შემთხვევაში, მათი მცხეთაში შესაბამის პირობების მქონე გესთჰაუზში დაბინავება. ამ დროს ტურისტებს ეძლევათ საშუალება მეორე დღისთვის მოინახულონ შიო-მღვიმე და კარგი ამინდის არსებობის შემთხვევაში ზედაზენიც.
ნაბიჯი XII
კომპლექსური ექსკურსია მთავრდება ადგილზე მიყვანისას. ვიზიტორი მძღოლს გადასცემს ანკეტას და უკვე დაანგარიშებული საფინანსო დოკუმენტზე დაყრდნობით, შესაბამის ანაზღაურებას ლარებში. უკან დაბრუნებული, იგი თანხის უკვე დათვლილ ოდენობას გადასცემს პროექტის მენეჯერს.
ნაბიჯი XIII
პროექტის მენეჯერი იბარებს თანხას, რომელიც შეაქვს ორგანიზაციის ანგარიშზე ოფისთან განთავსებული „FEY-BOX“საშუალებით. გიდი დასაზ-კვების ობიექტის პასუხისმგებელი პირები იღებენ კუთვნილ ანაზღაურებას დახელს აწერენ მიღება-ჩაბარების აქტზე.
ნაბიჯი XIV
მენეჯერს კომპიუტერში შეაქვს საანკეტო მონაცემები და მიღებული ფინანსების ოდენობები სხვადასხვა სეგმენტების შესაბამისად.
ნაბიჯიXV
კომპეუტერში განთავსებულ დაგროვილ ინფორმაციის დამუშავებას ახდენს ოპერატორი. საინფორმაციო ბანკში განთავსდება ყველა ინფორმაცია რაც ტურიზმის შემდგომ განვითარებისათვის დაგვეხმარება.

ორგანიზაციისინტერესი: შემოსავალიდაკომპეტენტურიმომსახურება

პირველ რიგში ფინანსები ეზოგება ვიზიტორს, რადგანაც ცენტრალიზებულ, ,,ერთი ფანჯრის” პრინციპით ახდენს კომპლექსური მომსახურების იაფად გასტუმრებას.
თავის მხრივ ,,კლიენტის” მიწოდებისთვის კმაყოფილია გიდი, გადამზიდავი და სასტუმროსა თუ საზ-კვების ობიექტის მფლობელი.
ორგანიზაცია ახდენს კომპეტენტურ მომსახურების ორგანიზებას და იღებს გაწეული კომპლექსური მომსახურების ანაზრაურებას.
ზოგადად, მიღებული ფინანსური გათველები არსებული ტარიფების შემთხვევაში შემდეგია:
გიდი – სვეტიცხოველი – სამთავრო 40 ლარი
ბაგინეთი – (ემატება ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ტურის ღირებულება 10 ლარი) 20 ლარი
საწყალოსნო გადაზიდვა 50 ლარი
ელექტრომობილით მცხეთაში გადაადგილება 50 ლარი
სადილი რესტორანში (4 პერსონა) 160 ლარი

სასტუმრო (4 პერსონა) 140 ლარი
გიდი _ შიო-მღვიმე _ ჯვარი _ ზედაზენი 60 ლარი
ტაქსის მომსახურება (თბილისში ჩასვლით) 80 ლარი

სულ: 600 ლარი

აქედან ორგანიზაციის 15%-ია 90 + 10 = 100 ლარი

გამოდის რომ, 600 ლარში (250 დოლარი) 4 ვიზიტორი სრულად და რაც მთავარია კომპეტენტურად ეცნობა მცხეთას. იხდის მხოლოდ ერთ ადგილას, დაცულია ხშირად არსებული ,,ზედმეტი გადახდისაგან” და უსაფრთხოთ ბრუნდება განთავსების ადგილში.
ბაზარზე მოქმედი ფასებთან შედარებით აღნიშნული ფასები მნიშვნელოვნად დაბალია, შესაბამისად ფინანსური გათვლები რეალისტურია.

IV სოც-ეკონომიკურიეფექტი

მოსახლეობაზე აღნიშნული პროექტი შეიძლება აისახოს მრავალწახნაგოვანად.
იგი პირველ რიგში ახერხებს ერთი აქტივობით, კომპლექსურად დასაქმდეს 15-20 ადამიანი. მმოსახლეობას ასევე ეძლევა საშუალება ორგანიზებულ ჯგუფებს გაუწიონ სხვადასხვა დამხმარე მომსახურება.
რაც შეეხება გამოუყენებლ სფეროს, ეს ეხება ადგილზე განთავსების პრობლემას. როგორც წესი ტურისტი ცდილობს დარჩეს თბილისში და მაქსიმალურად დატვირთოს ვიზიტი ღამის ატრაქციებით, რომლის შემოთავაზება ადგილზე არ შეგვიძლია განვახორციელოთ.
მოდელირებული ვიზიტის მთავარი არსი იყო ის, რომ მოხდა მცხეთის მოსანახულებლად ჩამოსული 4 ვიზიტორის სწორი მიმართულების მიცემა. თუმცა ადგილზე განთავსების და „გესთ-ჰაუზის“ შეთავაზების შემთხვევაში, მეტი ეფექტი რჩება, როგორც სასტუმროს მეპატრონისათვის, ისე ორგანiზაციისათვის.

ფინანსური დანახარჯი

რაც შეეხება ორგანიზაციის დანახარჯებს, შეიძლება ითქვას, რომ იგი პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, მიზერულია.
2 კამერის მონტაჟი ჩამწერით 2500 ლარი
2 კომპიუტერი 1500 ლარი
პრინტერი 300 ლარი
2 ტელეფონი ავტომოპასუხით და სერვერით 700 ლარი
მიკროკლიმატი 1200 ლარი
გამათბობელი 500 ლარი

სულ: 6700 ლარი

VIპროექტის განხორციელების პერიოდი

პროექტის განხორციელებისას პირველადი ეფექტი მიიღწევა მეყსეულად, თუმცა სრული მასშტაბით ამოქმედებისათვის მოკლევადიანი (1-3 წელი) პერიოდი იქნება საჭირო. ამ ხნის განმავლობაში, საჭიროა ახალი ინოვაციების ჩართვაც, რომლებიც თანხვედრაში მოვა წარმოდგენილ პროექტთან.

მნიშვნელოვანია ასევე მოკლევადიან პერიოდში დაიწყოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა-ჩამოყალიბება შესაბამის ინსტანციებთან ერთად, რათა ისინი აისახულ იქნას საკანონმდებლო აქტებში, ეროვნული მასშტაბით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

დასკვნა

შემოთავაზებული პროექტი მოახდენს სვეტიცხოვლის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიის როგორც ვიზუალურ გაუმჯებესებას, ისე ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვას და მათთვის მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზებას. ეს კი ორგანიზაციისათვისაც დამატებითი შემოსავლების წყარო იქნება. 

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE