,,ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების კორექტირების პროექტის“ ფარგლებში განსაზღვრულ , ,,სამთავროს ველის“ არქეოლოგიური დაცვის ზონის საზღვრების საკითხი ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულ მხარეებს შორის დისკუსიის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, არქეოლოგიური ზონის განსაზღვრისათვის დასაბუთებული დადასტურების მიზნით, დღის წესრიგში დადგა მოცემული სადისკუსიო არეალში არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების განხორციელება.
ამ მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა ჩასატარებელი სამუშაოების გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველი ეტაპის არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები დაიწყო და მისი ვადები განსაზღვრულია მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოს მონაკვეთში, არქეოლოგიური ძეგლის ,,სამთავროს ველის“ მომიჯნავე ტერიტორიაზე.
საცდელ-საძიებო და სტრატიგრაფიული თხრილების მოწყობის საორიენტაციო ადგილებში საჭიროა მესაკუთრეთა თანხმობა. პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შუამდგომლობის სახით, მოსახლეობასთან კომუნიკაციას ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და მისი ადმინისტრაციული ორგანოები.
კვლევით სამუშაოებს ხელმძღვანელობს ,,დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის" დირექტორი ბ-ნი ნუკრი მაისურაშვილი. არქეოლოგიური კვლევები დაწყებულია 6 ლოკაციიდან და იგი დასახულ ვადებში მთელ ტერიტორიას მოიცავს.
Image Description
ცენტრის მხრივ აღვნიშნავთ, რომ მცხეთის სინამდვილეში მიმდინარე ამ მეტად საჭირო სამუშაოების განხორციელების პარალელურად მოვახდენთ თემის გაშუქებას, რაც დაინტერესებული პირებისა თუ ორგანიზაციებისათვის საჭირო და საინტერესო იქნება.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE