ამა წლის 19-24 თებერვალს, საქართველოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იკომოსის და იკრომის ერთობლივი რეაქტიული მონიტორინგის მისია ეწვია, რომელმაც შეაფასა ძეგლების საკონსერვაციო მდგომარეობა და პროგრესი მცხეთის მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავების მიმართულებით.
ცენტრის ევროპის კოორდინატორის ქ-ნი ანნა სიდორენკო ხელმძღვანელობით დელეგაციამ ჩაატარა შეხვედრები როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში
გაეცნო რა ადგილზე ვითარებას, მისიამ გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში და რეკომენდაციები, რომლებიც დღესდღეობით, ბაჰრეინსი მიმდინარე იუნესკოს 42-ე სესიაზე იხილება.
აღნიშვნის ღირსია, რომ ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ის ინსტიტუციონალური თუ ფიზიკური პრობლემები, რომელიც ძეგლთა დაცვის კუთხით ადგილზე გაგვაჩია. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მთავრობისა და ჩვენი ორგანიზაციის აქტივობა მნიშვნელოვნად პოზიტიურ ჭრილშია წარმოჩენილი.
მკითხველისათვის საინტერესო იქნება მისიის ხედვები, რომელიც მუნიციპალიტეტის შესახებ გააჩნია და რომელსაც 2018 წლის 19-24 თებერვლის ვიზიტის ანგარიშიდან ამონარიდების სახით გთავაზობთ:
2.1.6.2 ადგილობრივი მთავრობა/მცხეთის მუნიციპალიტეტი
2017 წლის შემოდგომით, თვითმმართველობის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქალაქის თვითმმართველობა შეერწყა მცხეთის მუნიციპალიტეტს. ადმინისტრაციული საზღვების ცვლილების შედეგად კულტურული მემკვიდეობის ბუფერული ზონები ერთი ადმინისტრირების საზღვარში მოექცა. იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურში შეიქმნა სივრცითი მოწყობის განყოფილება. დამატებით, კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის მართვაში ადგილობრივი მმართველობის როლის გაძლიერებისათვის, თვითმართველობის მიერ ჩამოყალიბებული იქნა კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ცენტრი.
შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან
მისიამ შეიტყო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ მონაწილეობას იღებს გენ-გეგმის დოკუმენტაციის შემუშავების პროცესის დაწყებაში, აახლებს ინფორმაციებს და ქმნის გეგმებს. შესაბამისად, ეს აქტიურობა წასახალისებელია. რეალური თანამონაწილეობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ხედვების საშუალებით მოიცვას გეგმა, როგორც მათი ქალაქის განვითარების მიმართულება და ის რომ გენ-გეგმა წარმოადგენს მათი მიზნების შესრულების ინსტრუმენტს.
ადგილობრივი თემის შესაძლებლობების გაძლიერება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მისია ხაზს უსვამს რომ ქალაქგეგმარების სრულ მიზანს წარმოადგენს შემაკავშირებელი პროცესი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება მთლიანად იყვნენ ჩართულები და ყოველმხრივ ფლობდნენ ინფორმაციას გენ-გეგმის წინასაპროექტო სტადიის დასრულებამდე.
ამავე დროს მისია ხაზს უსვამს თვითონ ადგილობრივი მთავრობის მოთხოვნილებას, რომ დაიწყოს დიალოგი მოსახლეობასთან, მათ სხვადასხვა ინტერესჯგუფებს მიეცეთ დროული გამოხატულების საშუალება, რათა ერთობლივად შეიქმნას პრინციპების სტრუქტურა და წარმოდგენა ქალაქის მომავალზე, რაც გენ-გეგმის შემუშავებაში მათ წვრილს შეიტანს. სხვა კულტურული მემკვიდრეობის ქალაქებზე შეძენილი პრაქტიკა და ცოდნა იძლევა დარწმუნებით მტკიცებულებას ამ საქმიანობაში და მისიამ გამოხატა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის და საკონსულტაციო ორგანოების მზადყოფნა, განახორციელოს დახმარება, რათა შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა მოქალაქეთა ჩართულების უზრუნველსაყოფად.
7.7.3. ინფორმირებულობა და პოტენციალის გაძლიერება
რეგულირების სფეროში კვლევების დამთვარების შემდეგ, რომ მივაღწიოთ ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა გენერალური გეგმის დანერგვის პროცესისას, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა უნდა შეიმუშაოს მოხმარებისათვის მარტივი სახელმძღვანელო ინსტრუქციები, რომლის ადრესატი იქნება მაცხოვრებელი და ადგილზე მომუშავე მოსახლეობა. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს იმას, თუ როგორ და რა ქმედებების განხორციელებაა შესაძლებელი და რა არა. ამ პოპულარულ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით თემის ტექნიკური კომისია კონსულტაციებს გაუწევს მაცხოვრებლებს იმ კითხვების შესახებ, რომელიც ეხება პოტენციალის გაძლიერებას ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით.
მისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ადგილობრივმა მთავრობამ ბუფერული ზონების გამოყენებისა და ფუნქციების შესახებ, მოახდინოს ინფორმირება საამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესებული მოქალაქეებისათვის, მშენებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ეს შესაძლებელია განხორციელდეს დაუყოვნებლივად, გენერალური გეგმის შემუშავების პარალელურად.
პოტენციალის გაძლიერების ქმედებები და სწავლება ტექნიკური იუნესკო/საქართველო პროექტის დახმარებისათვის უნდა შეთავაზებული იქნას დაუყოვნებლივ და მასში ჩაერთოს მუნიციპალიტეტის, სივრცითი მოწყობისა და ძეგლთა დაცვის მთელი პროფესიული შტატი. გაერთიანების შესაძლებლობები ასევე მიმართული უნდა იყოს კულტუტული მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვის ერთობლივი პროექტირებისაკენ.
ანალოგიურად, მისია ირწმუნება, რომ დაიწყოს მაღალი გათვითცნობიერება ადგილობრივი მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისათვის კულტურული მემკვიდრეობის სარგებელიანობის შესახებ. ქმედებები შესაძლებელია დაიწყოს პატარა ნაბიჯებით გენერალური გეგმის შემუშავების პარალელურად მისი მიღების დალოდინების გარეშე. ეს ქმედებები შეიძლება იყოს პრევენციული ხასიათის, რათა მოხდეს სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობა და შესაძლებელია ქალაქის გენ-გეგმის დოკუმენტაციის დამუშავების პროცესის მამოძრავებელი ძალა გახდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მისიამ სესიაზე დასამტკიცებლად წარადგინა რეკომენდაციები, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა იუნესკოს 42 COM ანგარიშის პუნქტი 3:
3. აღიარებს იმ ძალისხევას, რომელიც მონაწილე სახელმწიფომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელების რეკომენდაციის შესრულებისათვის გასწია და მოუწოდებს მას გააქტიუროს პორცესებში მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მსოფლიო კულტურული მემკვიდეობის დაცვის მიმართებაში გააუმჯობესოს გადაწყვეტილებათა მიღების უწყებათაშორისი და ინსტიტუციონალური პროცესი;
შეხვედრა ,,მცხეთის კულტუტული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ოფისში
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მადლობას ვუხდით მისიის შემადგენლობას დეტალური და სამართლიანი შეფასებებისათვის და იმ რეკომენდაციიების გაზიარებისათვის, რომელიც ჩვენთვის, მუნიციპალური მმართველობისა და მოსახლეობისათვის სახლმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE