ამა წლის 19-24 თებერვალს, საქართველოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იკომოსის და იკრომის ერთობლივი რეაქტიული მონიტორინგის მისია ეწვია.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიის გადაწყვეტილების თანახმად, მისიის მიზანია შეაფასოს სახელმწიფო მხარის მიერ მიღწეული პროგრესი მცხეთის მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავების მიმართულებით, ძეგლების საკონსერვაციო მდგომარეობა და დაცვის მიზნით განხორციელებული ქმედებები.
დელეგაციის შემადგენლობაა: ქ-ნი ანნა სიდორენკო - მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ევროპის კოორდინატორი; ბ-ნი ალკივიადეს პრეპისი - იკომოსი, ხელოვნებათმცოდნეობისა და რესტავრაციის პროფესორი; ქ-ნი კატრი ლისითზინი - იკრომის ექსპერტი.
აღნიშნული მისიის პირველი შეხვედრა მცხეთის წარმომადგენლობასთან შედგა 20 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ყველა დაინტერესებული მხარის უწყების მონაწილეობით. სდომაზე განხილული იქნა სივრცული დაგეგმარების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბ-ნი დიმიტრი ხუნდაძის და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბ-ნი გიორგი კაპანაძის მიერ, გამოიხატა შეშფოთება მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესის გაჭიანურების გამო, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ვადაზე ადრე მორატორიუმის მოხსნას. ასევე აღინიშნა, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა როგორც მმართველობის, ისე საზოგადოების უპირველესი საზრუნავია. ეკონომიკური კუთხით იგია საწინდარი, რომ შეუფერხებლად მიმდინარეობდეს ტურიზმის განვითარება. ამ ინდუსტრიის ზრდას უნდა კი უნდა მიჰყვებოდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ქალაქის განვითარება, რაც თავის მხრივ მოსახლეობის სოც-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება.
შეხვედრაზე მოქმედების მთავარ პირობად მოთხოვილი იქნა პროცესების გამჭვირვალეობა. ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის და სახელმწიფო უწყებებების წარმომადგენლებს მიემართათ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი აქტივობები, საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მისაღწევად, შეთანხმებული იქნას ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
სხდომის ფორმატში მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცედურული საკითხებიც იქნა განხილული. კერძოდ, აღინიშნა რომმ გენ-გეგმის ჩამოყალიბების პროცესში ჩართული იქნება ექსპერტთა საბჭო, რომელიც მაღალი დონის შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალებით დაკომპლექტდება და უწყობათაშორისი მმართველი საბჭო, რომელიც კონცეპტუალური გადაწყვეტილებებს მიიღებს .
დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, 21 თებერვალს, შედგა შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. მისიის წარმომადგენლებთან ერთად მას ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ .
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბ-მა გიორგი კაპანაძემ მონიტორნიგის ჯგუფს ესაუბრა მორატორიუმის იმ უარყოფითი შედეგების შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საერთოდ ეკონომიკის განვითარებას.
მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა რევაზ მამულაშვილმა ისაუბრა ორგანიზაციის შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე. აღინიშნა, რომ მისი ჩამოყალიბებისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ იხელმძღვანელა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დაფინანსებით შემუშავებულ ,,მცხეთის მემკვიდრეობისა და ტურიზმის პოლიტიკის განვითარების პილოტ პროექტზე“ (ავტორი ბერნარ ბიზე) დაყრდნობით. მიმდინარე სამუშაობის განხილვისას აღინიშნა, რომ ორგანიზაცია უკვე აქტიურად მუშაობს კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც თავისი არსიდან გამომდინარე, მცხეთის გენერალურ გეგმის შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს, ეს კი მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორც უკვე არსებული ბაზა, მისი შემუშავების პროცესს დააჩქარებს.
მერის მოადგილე ქ-ნმა მარინა ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში განიხილა ის სამართლებრივი პრობლემები, რომელიც მესაკუთრეებს წარმოეშვათ მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ.
დელეგაციის მხრიდან აღნინიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ორგანიზაციის ძირითადი მიზანია და ქალაქის განვითარებაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. ამასთან ისიც განიმარტა, რომ ,,ქალაქ მცხეთის მიწათსარგებლობის გეგმა“ რეალურად უნდა პასუხობდეს კითხვას, თუ რა ჭირდება ქალაქს.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ სტუმრებს უმასპინძლა ა.(ა).ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა“.
სტუმრები გაეცნენ, როგორც აღინიშნა მეტად საინტერესო, ძველი მცხეთის ფოტოგამოფენას. გაწეული დახმარებისათვის პირველ რიგში მადლობას მოვუხდით ,,დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის“ მმართველს ბ-ნ ნუკრი მაისურაშვილს. უახლოეს მომავალში, პროექტ ,,მცხეთის ფოტომემკვიდრეობის“ მიმდინარეობის ფარგლებში, აღნიშნული გამოფენა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი გახდება.
ორგანიზაციის მხრიდან ასევე დაანონსდა პროექტ ,,ისტორიული მცხეთის პასპორტი“-ის დაწყებასთან დაკავშირებით, რისი განხორციელების აუცილებლობაზე ბ-ნმა ალკივიადეს პრეპისმაც აღნიშნა.
საერთო ჯამში, იუნესკოს რეაქტიულ მონიტორინგის ჯგუფთან მცხეთის წარმომადგენლობის შეხვედრებმამ მეტად მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჯგუფის მხრიდან ხაზი გაესვა გენ-გეგმის შემუშავების პროცესის გამჭვირვალეობას და მასში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მონაწილეობის აუცილებლობას. ასევე აღნიშნა, რომ პროცესის მონიტორინგის მიზნით, მასში აქტიურად იქნება ჩართული ორგანიზაციის წარმომადგენლობა.
ჩატარებულ შეხვედრებს დიდი დატვირთვა გააჩნიათ, რადგანაც მიღებული ინფორმაციისა და ვიზუალური დაკვირვების შედეგები, მონიტორინგის ჯგუფის მიერ, დამუშავებული იქნება მისიის ანგარიშის სახით, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდება იუნესკოს მორიგ სესიაზე. მასში გამოთქმული დადებითი და უარყოფითი შეფასებები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებენ მცხეთის მომავალ განვითარებაზე.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE