დავეხმაროთ ,,კალოუბანს"

,,კალოუბნის" წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი სტიქიამ დააზიანა
,,კალოუბნობა“ აღდგომის დღესასწაულიდან ოთხი კვირის თავზე ტარდება და მცხეთელი მოსახლეობის განსაკუთრებით ღირშესანიშნავ საეკლესიო დღეობას წარმოადგენს.
ეკლესია აგებულია IX-X საუკუნეში და მოხატულია XII საუკუნეში. მხატვრობა მონუმენტურია და გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით. დასავლეთ კედლის ქვედა რეგისტრის დიდი ნაწილი თეთრ ცხენზე მჯდომ წმიდა გიორგის ფიგურას უჭირავს.
დარბაზული ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს.
სწორედ კოშკის გადახურვა გაანადგურა ახალწლებამდე ჩავლილმა ქარიშხალმა. 

   სტიქიის შედეგად, დაზიანების საფრთხის წინაშე დადგა უნიკალური ფრესკები.
შემდგომი დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს რესტავრაციის პროექტის დამუშავება, მამა გიორგი (ხატიაშვილი) კი მრევლთან ერთად აწარმოებს მოსამზადებელი სამუშაოებს.
აღდგენით სამუშაოებში ჩართვის მსურველებმა, შეგიძლიათ მიმართოთ დეკანოზ მამა გიორგის ტელეფონზე - 599 907 110. 

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!