ტურისტული ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი - სასტუმრო ინდუსტია, ის სფეროა, რომელიც ეპიდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ახლა, როცა შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, საინტერესოა, თუ რა გამოწვევების და სირთულეების წინაშე დგას სასტუმროების ბიზნესი, როგორ ემზადებიან ისინი ადგილობრივი დამსვენებლების, ხოლო 1 ივლისიდან უკვე უცხოელი ტურისტების მისაღებად.
მცხეთის რეგიონში არსებული სასტუმროების უმრავლესობამ, ღირსეულად მიიღო ეს რთული გამოწვევა. ტურისტული ობიექტები სრულ მზადყოფნაში არიან სტუმრების დასახვედრად. ბიზნეს ოპერატორები მკაცრად ასრულებენ იმ რეკომანდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შეიმუშავა.
24 ივნისს ცენტრის წარმომადგენლები ვეწვიეთ სასტუმრო ,,ზედაზენს“ , რომელიც მდებარეობს სოფელ წიწამურში, საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარედ.
პირველადი ეფექტი მნიშვნელოვანია და ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ სასტუმროს არა მარტო ადვილად მისადგომი ტერიტორია უკავია, არამედ ვიზიტორს ულამაზესი ხედებითა და გემოვნებით გაფორმებული ბაღით ხვდება.
ჩვენის მხრივ წარმატება გვინდა ვუსურვოთ ქალბატონ ჟანას საქმიანობაში და გამოვხატავთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ როგორც სარეკლამო მიმართულებით, ისე ტურების დაგეგმარებასა და პოპულარიზაციაში. ნათქვამია, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია, ამიტომაც გირჩევთ ეწვიოთ ამ იდეურად მეტად საინტერესო და ვიზუალურად ლამაზ ობიექტს.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE