ჩატარდა მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა



ამა წლის 12-14 აპრილს, გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Caucasus Tourism Fair – CTF’18. 

გამოფენაში 7 ქვეყნიდან - საქართველოდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან, 100-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი. საკუთარი პროდუქციის და მომსახურების პრეზენტირება მოაწყვეს ტურისტულმა ორგანიზაციებმა და კომპლექსებმა, გართობისა და დასვენების ფირმებმა, სატრანსპორტო კომპანიებმა.
აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში 2000 წლიდან მონაწილეობს ა(ა)იპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრიც“  

   გამოფენის მიზანი იყო საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეუწყობა, შიდა ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაცია, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარების სტიმულირება.
ერთ სივრცეში თავმოუყრილმა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებმა გამართეს შეხვედრები დარგით დაინტერესებული ვიზიტორებთან, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კორპორატიული ტურიზმის მომხმარებლებთან. 

ტურისტული გამოფენის ფარგლებში, მცხეთის არქეოლოგიურ ძეგლებზე პრეზენტაცია გამართეს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის გიდებმა შ.ხეცურიანმა და ე. კურტანიძემ, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია დამთვალიერებელთა მხრიდან.

მცხეთა-მთიანეთის სტენდს მრავალი პიროვნება და ორგანიზაცია ეწვია. გამოფენამ საშუალება მოგვცა ბევრი საინტერესო აქტიობა დაგვეგეგმა, რომლის რეალიზებასაც წლის განმავლობაში მოვახდენთ.

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE