ანტიოქია

 ტაძარს ადგილობრივი მოსახლეობა „ანტიოქია“ - ს უწოდებს. იგი არქიტექტურულ - არქეოლოგიური მრავალსაუკუნოვანი სამშენებლო მოღვაწეობის ამსახველი ძეგლია.

განლაგებულია მტკვრისა და არაგვის ხერთვისის დასავლეთ კიდეზე. ძეგლი მოქცეულია მცხეთის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად (1994 წელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტი). დადგინდა, რომ ეკლესია „ანტიოქიის“ სამხრეთით გამართული ყოფილა (სავარაუდოდ ახ. წ II ს-ე) არაგვის ფონის ჩამკეტი საფორტიფიკაციო ნაგებობა.
ახ. წ IV ს-ის შუა წლებში მის ჩრდილოეთით აგებულა მცირე ზომის, სამხრეთიდან ორთაღედით გახსნილი და აღმოსავლეთით მრავალწახნაგა შვერილი აბსიდით დასრულებული „კაპელა“. ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უადრესი ძეგლი. 

ახ. წ V საუკუნეში მის სამხრეთ კედელს უშუალოდ მიაშენეს კიდევ ერთი ეკლესია, ასევე შვერილაბსიდიანი, „სტეფანე წმიდაჲ“. ეს მოხდა არჩილის, ქართლის მე-5 ქრისტიანი მეფის დროს. იგივე მეფე ახდენს საფორტიფიკაციო სისტემის რეორგანიზაციასაც, როგორც მან რამდენადმე სამხრეთ-დასავლეთით გადაანაცვლა. ამიტომ, „სტეფანე წმიდაჲ“-მ მთლიანად გადაფარა ანტიკური ხანის გაუქმებული სასიმაგრო სისტემა და ასევე „ანტიოქია“-ს სამხრეთის ორთაღედი. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მოგვიანებით (VI-VII ს -ე) მას დასავლეთიდან მიუშენეს კარიბჭე, ჩრდილოეთის ორთაღედით, (გამეორებულია უადრესი მოტივი, თუმც საკამოდ მდარე სამშენებოლო ოსტატობით).
„ანტიოქი“ XV ს-ის I ნახევარში მთლიანად შეიმოსა ქვიშაქვის პერანგით. რაც ალექსანდრე I-ის სამშენებლო მოღვაწეობას უკავშირდება. მოგვიანებით კი ჩრდილოეთის კარიბჭის თავზე ბრუსტვერიც გაუმართავთ, იგი მთიელთა მძარცველური მოქმედებების საწინააღმდეგო ღონისძიებად გამოიყურება. 

1997 წლის სარესტავრაციო და არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესში აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთის კარიბჭიდან „ანტიოქი“-ს დასავლეთ მხრიდან გაჭრილი კარის ზღურბლად გამოყენებული ყოფილა ქვიშაქვის სტელა ბერძნული წარწერით. წარწერა ადრექრისტიანულ ხანას განეკუთვნება (IV ს-ე) და იწყება ქრიზმით (ქრისტესმიერი აპელაცია), წარწერა (აკად. თინათინ ყაუხჩიშვილის წაკითხვა) მშენებლობას ეძღვნება, თუმცა არ ჩანს კონკრეტულად რომელს, მასში სამი პირი იხსენიება: წარჩინებული მშენებელი, ვინმე აქილევსი, არქიტექტორი და მთავარი მხატვარი ავრელიოს აქოლისი და არსპაკორესი, წარწერის შემსრულებელი. სავარაუდოდ „ანტიოქია“, უადრესი ქრისტიანული ნაგებობა, სამხრეთიდან ორთაღედით გახსნილი და წახნაგოვანი შვერილი აბსიდით დასრულებული სამლოცველო არაგვის კართან, მათი აგებული უნდა იყოს და ისინი შესაძლოა მშენებელთა იმ ჯგუფის წევრები ყოფილიყვნენ რომელიც მეფე მირიანის თხოვნით ქართლში რომის იმპერატორმა კონსტანტინემ გამოაგზავნა. რაც შეეხება ძეგლის სახელწოდებას: „ანტიოქია“ იგი მას, იმიტომაც შეიძლებოდა დარქმეოდა, რომ მცხეთის მეტროპოლია ანტიოქიის დიოთეზში შედიოდა იმ დროს.

1 ჩასასვლელი შესართავში
2 ეკლესია „ანტიოქი“
3 ეკლესია „სტეფანე წმინდა“
4 საფორტიფიკაციო ნაგებობანი
5 სანაოსნო კუთხე
6 მცხეთის ძველი კლდეკარი
7 „ახალი“ გზა
8 ხევი
9 გზა
10 კლდოვანი მასივი
11 საბაჟო
12 მდ. არაგვი 

Image Description

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!