,,მთა ქართლი" - ისტორიული ინფრასტრუქტურა
,,მთა ქართლი"- ისტორიული ინფრასტრუქტურა პროექტ ,,მთა ქართლის“ ფარგლებში ა(ა)იპ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა ჩაატარა გარკვეული აქტივობები. კერძოდ, ბაგინეთის პერიმეტრზე ისტორიული კედლების და წყალგამტარების მონიტორინგი. 1865 წელს დაწყებული რკინიგზის ხაზის გაყვანისას ინფრასტრუქტურული ნაგებობები მშენებლობის დასაწყისშივე იყო აგებული. მინიმუმ 150 წლის ნაგებობა კი, მოითხოვს შესაბამისი სტატუსის მინიჭებას, მისი, როგორც ძეგლის შენარჩუნებისა და შემდგომი რეაბილიტაციისათვის.