15 სექტემბრიდან ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა“ დაიწყო პროექტი ,,მთა ქართლი“, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანად ქედის და მისი შემოგარენის ისტორიული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. სოფელი კარსნის მდგრადი განვითარების მოდელის შემუშავების ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ წინადადებებთან ერთად, შემუშავდება ტერიტორიის დაცვა-განვითარების კონცეფცია.
აღნიშნული აქტივობების განხორციელებისათვის, სოფელ კარსანში შერჩეულ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული, ექსპედიციისათვის ხელსაყრელი ტერიტორია, სადაც დროებით განთავსდა კარავი.
სივრცე პარალელურად გამოყენებული იქნება მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის განკუთვნილი შემეცნებითი მიმართულების პროექტებისათვის.
გახდით ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი www.bagineti.ge და საინფორმციო პორტალი www.mtskheta.live-ის მომხმარებლები. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეებს!