წმინდა ბარბარეს (ბარბარეთი) სახ. ეკლესია

         მცხეთის დასავლეთ ნაწილში, ძველ სასაფლაოზე X-XI საუკუნეების მიჯნის ეკესიაა აღმართული.პერანგშემოცლილი ნახევრადდანგრეული ეკლესია ამჟამად სრულად არის აღდგენილი. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია თლილი ქვის კვადრების მოწესრიგებული წყობით.

წმინდა ბარბარეს (ბარბარეთი) სახ. ეკლესია

                        

                        გეგმით წარმოადგენს მართკუთხა მოხაზულობის დარბაზს, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება.  

                აფსიდის ერთადერთი სარკმელი ფლანკირებულია ღრმა ნახევარწრიული ნიშებით. ერთი, ორსაფეხურიანი პილასტრი დარბაზს ორ ნაწილად ყოფს. გრძივ კედლებს კედლის თაღები მიუყვება. რესტავრაციამდე ეკლესიის საფასადო პერანგი თითქმის მთლიანად შემოცლილი იყო. კამარაც ჩამოქცეული, სამხრეთი მხარე მთლიანად მონგრეული. კედლები ფრაგმენტულად იყო დაცული. რესტავრაციის შემდგომ ეკლესია მთლიანად ახალი პერანგით შეიმოსა. 

        დასავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ დაცულია წარწერა, რომელზეც განირჩევა სახელი - სტეფანე. ეკლესიამ შეინარჩუნა მოხდენილი პროპორციები, თუმცა ახალმა პერანგმა დაუკარგა თავდაპირველი ხიბლი.

        წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია, მცხეთელი ხალხის გამორჩეულად საყვარელი სალოცავია .წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის. 

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!