მცხეთაში მოქმედმა, განსხვავებული პროფილის სამმა ორგანიზაციამ - მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის განვითარების ცენტრმა, მცხეთის №1 საჯარო სკოლამ და დიდი მცხეთის არქეოლოგიურმა მუზეუმმა, უკვე არსებული თანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში ერთობლივი აქტივობა დაიწყო.
საკითხი და კონკრეტულად პროექტი ეხება მოსწავლეთა მიერ, ,,ქართლის ცხოვრების“ და არქეოლოგიური კვლევების მიხედვით, სახელოვან მეფეთა მოღვაწეობის ასახვას კომიქსების სახით.
ამ პროცესში ცენტრი თანამშრომლობს ფორმირებადი პროექტის - ,,მცხეთის დაცული ისტორიული ლანდშაფტის“ კონტექსტში. ეს საშუალებას მოგვცემს გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა საერთაშორისო სტანდარტების დონის დოკუმენტი მივიღოთ, სადაც ინოვაციის სახით მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის მომავალ მოქალაქეებს - ახალგაზრდებს ეძლევათ.
ამ საინტერესო და შემოქმედებით პროცესში პედაგოგების, მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლების და ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დახმარებით მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნის ხარისხს საქართველოს და საკუთრივ მშობლიური ქალაქის ისტორიაში, შეიძენენ-უნარ-ჩვევებს, უფრო დაახლოვდებიან თავისი ასაკის ადგილობრივ თუ უცხოელ მეგობრებთან. სამომავლოდ კი ერუდირებული და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ახალგაზრდობა უფრო გაუმკლავდება როგორც პირად, ისე ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ეს ქვეყნის განვითარებისათვის საბაზისო საკითხია.
ჩვენის მხრივ, არ დავიშურებთ ძალისხმევას, პროცესების მენეჯმენტში თუ კვლევით ნაწილში კომპეტენტურად წარვსდგეთ ახალგაზრდების, მკითხველის, პარტნიორი და ანგარიშვალდებული ორგანიზაციების წინაშე.