ევროსაბჭოს/ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში: „ფაროს გზა: კულტურულ მემკვიდრეობაში მონაწილეობის გაძლიერება“, 2021 წლის 10-11 ივნისს მიმდინარეობს მესამე რეგიონალურ სემინარში. იგი იმართება ონლაინ ფორმატში და ემსახურება საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების ჩარჩო კონვენციის (ფაროს კონვენცია) პოპულარიზაციის საკითხებს.
ღონისძიებას მართავს ევროპის საბჭო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ხელშეწყობით.
მოცემული სემინარი აერთიანებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიზნად ისახავს ჩარჩო-ხელშეკურლების სახელმძღვანელო პრინციპების გაცნობას, ეროვნული ხელისუფლების, თემებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული წარმატებული მაგალითების ჩვენების გზითა და იმის დემონსტრირებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში სახელმწიფო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გასაღრმავების ხელშეწყობა ფაროს კონვენციის დანერგვისათვის.
სამინარის ფარგლებში ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი რევაზ მამულაშვილი წარსდგა თემით ,,გადავარჩინოთ მცხეთის ისტორიული ხიდი“. ასევე. დამწრეთ მიეწოდათ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტოს და ქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით მომზადებული ვიდეორგოლი, რომელშიც ცენტრისა და მოსახლეობის ჩართულობით გაშუქდა არსებული პრობლემის სიმწვავე.

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!