მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მემორანდუმები გაფორმდა
14-2-2018

  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას შორის, ასევე მერიასა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 

27867481_1699525780094130_1053864012402118000_n

 

 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მიზანად ისახავს მცხეთის მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ტურისტული პრიდუქტის შექმნას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას, რომელიც ასევე მოიცავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობას. 

 

27858772_1699525750094133_4182241005537749054_n

 

  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა კი მიზნად ისახავს მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებას, ერთობლივი ინიციატივისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში აუცილებელი თანამშრომლობის განხორციელების მიზნით. 

 

 

27658008_1699526010094107_2511190866785268526_n

 

27657089_1699525653427476_4822418432484821117_n

 

  ხელმოწერის ცერემონია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა და ესწრებოდნენ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ხელმძღვანელი რევაზ მამულაშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

 

27657831_1699526780094030_3082490480002346716_n

 

  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

 

 

დათვალიერება: 1595
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group