იხილება მცხეთა-მთიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის დაშლის გეგმა
25-1-2021

23 იანვარს შედგა ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“  №1 სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის მიხედვით, განხილული იქნა ამხანაგობა ,,აქოლისის“ მიერ შემუშავებული ,,ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციის“ განხილვასთან დაკავშირებული  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საკითხები. საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე, ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრს“ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარებიდან გამომდინარე, დაგვევალა ვუზრუნველყოთ მოსახლეობის ინფორმირება ინტერნეტრესურსების საშუალებით.

ავღნიშნავთ რომ, აღნიშნული დოკუმენტის შეფასებისას მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს, რომ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, ქალაქმა მიღებული გენ-გემით უნდა იხელმძღვანელოს ათეულობით წლების განმავლობაში. ამიტომაც გადავწყვიტეთ ინტერნეტგაზეთი Bagineti.ge- სა და ორგანიზაციის ფეისბუქგვერდის საშუალებით გავასაჯაროოთ წარმოდგენილი კონცეფციის თემატური ნაწილები. დაინტერესებულ პირებს, მოთხოვნის შესაბამისად, შეგვიძლია მივაწოდოთ დოკუმენტის სრული ელექტრული ვერსიაც.

საკითხის გლობალურობიდან გამომდინარე პირველი სტატია ეძღვნება რეგიონისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიული მოწყობის საკითხს, რომლის მიხედვითაც რეგიონული ცენტრი მცხეთიდან გადატანილი უნდა იქნას ჟინვალში და ქალაქი მცხეთა მიმდებარე ტერიტორიებით შეუერთდეს თბილისის ოლქს და დანარჩენი ნაწილი კი კასპის მუნიციპალიტეტს.

ამას ადაასტურებს დოკუმენტიდან შემდეგი არონარიდები:

 თავი 2. „კონცეფციის“ ძირითადი პოსტულატები და მოსაზრებებ

დედაქალაქის აგლომერაციის (შემოთავაზებული „დედაქალაქის ოლქის“) ფუნქციურ-სტრუქტურული განვითარების კონტექსტისა და ამ პროცესში „დიდი მცხეთის“ როლის გათვალისწინება; (გვ. 21)

თავი 3. „დიდი მცხეთის“ „კონცეფციის“ მიმართება დედაქალაქის აგლომერაციასთან

,,როგორც თბილისის, ისე რუსთავის მოქმედი გენერალური გეგმები, საკუთარი სივრცით-ტერიტორიული განვითარების მომავალს თანაბრად უკავშირებს დედაქალაქის აგლომერაციად ჩამოყალიბების პროცესს, სადაც მცხეთა-თბილისირუსთავი-გარდაბანის აგლომერაციულ ჯაჭვში ქ. მცხეთას ისტორიულ-კულტურულ და ტურისტულ-სარეკრეაციო სპეციალიზირებული ცენტრის ფუნქცია აქვს მინიჭებული. მცხეთის გენერალური გეგმის „კონცეფცია“ სრულად იზიარებს თბილისის გენერალური გეგმის ფარგლებში დამუშავებული დოკუმენტის 5 დებულებებს და აღრმავებს მასში განსაზღვრულ ქ. მცხეთის აგლომერაციული განვითარების ქალაქგეგმარებით პრინციპებსა და გადაწყვეტებს:

„კონცეფციის“ მიხედვით, მცხეთის მუნიციპალური ტერიტორიის რეკრეაციული ნაწილი (ცხვარიჭამია, ზედაზენი, წიწამური, არმაზი, შიომღვიმე და სხვა) გეოგრაფიული და ფუნქციური დანიშნულებით დედაქალაქის აგლომერაციის ერთიან ქალაქგეგემარებით სივრცეს უკავშირდება და, ამდენად, მომავალში მის შემადგენლობაში განხილება, ხოლო ტერიტორიის სასოფლო სამეურნეო ნაწილი, გეოგრაფიულად და სამეურნეო სპეციალიზაციის თვალსაზრისით, შიდა ქართლის მხარის სხვა ტერიტორიების იდენტურია, მათთან უშუალო კავშირშია და, ამდენად, მისი განხილვა მიმდებარე კასპის მუნიციპალიტეტთან მიმართებში იქნება შესაძლებელი.”(გვ. 24-25)

თავი 12. ქ. მცხეთაში გამოვლენილი არსებითი გამოწვევები - „ცხელი წერტილებ

ქ. მცხეთიდან სამხარეო ფუნქციების დაბა ჟინვალში გრძელვადიან პერსპექტივაში გადატანის კვალდაკვალ, მუნიციპალური სამსახურები, მათ შორის, მერია, შესაძლოა, გადანაცვლდეს „ახალ მცხეთაში“, აითვისოს სამხარეო ფუნქციების მატარებელი ობიექტები და სპეციალურად აშენებული ახალი შენობები ან ადაპტირებული ობიექტები. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია მცხეთაში ახალი ობიექტების პროექტებზე, მათი საკუთრების ფორმის განურჩევლად, ტარდებოდეს კონკურსები, რომლის პროგრამა-პირობები შეთანხმებული იქნება საერთაშორისო ძეგლთადაცვით ორგანიზაციებთან. (გვ. 104)

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ობიექტის - მცხეთის ჯვარის სამონასტრო კომპლექსის ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ მდებარეობა ხელს არ უწყობს მისი მიმდებარე ტერიტორიის სრულფასოვან მართვას. ამიტომ, ქ.მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში წარმოდგენილი იქნება წინადადება ქ.მცხეთის ადმინისტრაციული საზღვრების კორექტირების თაობაზე.

ეს წინადადება გამოიწვევს მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრების ოპტიმიზების საჭიროებას, განსაკუთრებით, თბილისთან მიმდებარე ზონაში. ეს პროცესი 2007 წელს, ლოკალური ადმინისტრაციულ-მმართველობითი რეორგანიზებით დაიწყო, როდესაც ქ.თბილისის გამგებლობაში გადავიდა დაბა ზაჰესი და 8 სოფელი - აგარაკი, გლდანი, დიდგორი, დიღომი, თხინვალი, ზურგოვანა, ძველი ვეძისი, თელოვანი. ამასთან, რეორგანიზების მიღმა დარჩა ლისის ადმინისტრაციული ერთეულის 10 სოფელი, რომლებიც გეოგრაფიულად, ფუნქციურად თუ ინფრასტრუქტურულად თბილისზე არიან ორიენტირებულნი და დედაქალაქის უშუალო სარეკრეაციო რესურსად ტრადიციულად განიხილებიან. ეს სოფლებია: ლისი, წოდორეთი, ბევრეთი, ტაბარუკი, ლელობი, მსხალდიდი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, ნახშირგორა, ძალაანთხევი. ამდენად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრების კორექტირებისას, ეს საკითხიც უნდა იყოს განხილული (იხ.ილ. 38.). (გვ 108)

Capture 

ილ. 38

დანართი 4

ქ. მცხეთიდან დაბა ჟინვალში სამხარეო მმართველობის ფუნქციების გადატანის მრავალფაქტობრივი ანალიზი (SWOT - ანალიზი)

კონცეფციის ნაწილის - თავი #15: „გენგეგმის“ პოზიციების გათვალისწინებით, ცალკეული კონკრეტული სარეკომენდაციო წინადადებები და ინიციატივები“ - ქვემოთ მოყვანილია ქ. მცხეთიდან დაბა ჟინვალში სამხარეო ცენტრის გადატანის წინადადების მრავალფუნქციური ანალიზი, რომელიც გადასაწყვეტია გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ქვეყნის სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუსავების დონეებზე.

ძლიერი (დადებითი) მხარეები (S)

- დეცენტრალიზების სახელმწიფო პოლიტიკური ნების თვალსაჩინოება და ქვეყნის მასშტაბით ამ პროცესის პრაქტიკული დაწყება;

- სუბსიდიარობის პრინციპის რეალიზება და რეგიონის მასშტაბით საერთო შეწონილი დროითი მისაწვდომობის გაუმჯობესება;

 - ქ.მცხეთის განთავისუფლება მისთვის არაორგანული სამხარეო ფუნქციებისგან; - ქ.მცხეთაში საპრივატიზაციო ობიექტების გამოვლენა;

- მატერიალური რესურსების (ობიექტების) გამონთავისუფლება ქ.მცხეთის პროფილური ფუნქციების განსავითარებლად;

- ნაარაგვალში შეუსაბამო შენობებისადმი სათანადო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობის მოპოვება;

- განსახლების სისტემაში დაბა ჟინვალის ისტორიული ფუნქციის აღდგენა; - დაბა ჟინვალის სუბეთნიკურად ნეიტრალური ადგილმდებარეობა;

- დაბა ჟინვალის გამოუყენებელი მატერიალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; - დაბა ჟინვალის მოსახლეობის დასაქმება.

სუსტი (უარყოფითი) მხარეები (W)

 - ქ.მცხეთაში ამჟამად დასაქმებული თანამშრომლების უკმაყოფილება;

- დაბა ჟინვალში ადმინისტრაციული ობიექტების შეკეთების ადაპტირების ან მშენებლობის საჭიროება;

- პირველ ეტაპზე, ქ.მცხეთიდან სამსახურებრივი ტრანსპორტის დანიშვნა.

 შესაძლებლობები (O)

 - მოსახლეობის მომსახურებისა და სახელმწიფო ფუნქციების აღსრულების გაუმჯობესება;

- დეცენტრალიზების პილოტ-პროექტის განხორციელება.

- დაბა ჟინვალისათვის ისტორიული ცენტრის ფუნქციის დაბრუნება და სოციალურ-ეკონომიკური რეანიმირება;

- წყალქვეშა არქეოლოგიის შესაძლებლობების გამოყენება; - ჟინვალის წყალსაცავის ბაზაზე ტურისტულ-სარეკრეაციო ფუნქციების განვითარების ხელშეწყობა;

 Capture 1

ილ. 59. ქ. მცხეთის უკიდურესად ექსცენრისიტეტული (პერიფერიული) მდებარეობა სამეურვეო მხარის მიმართ ილ. 60. დედაქალაქის ოლქის ფორმირების კონტექსტში, ქ. მცხეთის სამხარეო ცენტრის ფუნქციებისაგან განტვირთვის წინადადება

საფრთხეები (T)

- დეცენტრალიზაციის პროცესის შეფერხება ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო.

 

დათვალიერება: 5579
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group