ადგილობრივი შემოქმედება- მაია ირემაშვილი
16-10-2020

     

     თექა ქსოვილის შექმნის და დამუშავების ერთ-ერთი უძველესი მეთოდია და ქართული ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს. ამ ქსოვილის დამზადება და მისი მხატვრული დამუშავება უძველესი დროიდან დიდ ადგილს იკავებდა საქართველოს კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოში თექის წარმოება ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო როცა ადამიანი მატყლის დამუშავების ტექნიკას დაეუფლა. ასე დაიბადა თექის მეთოდით დამზადებული ხალიჩები, ფარდაგები, ტანსაცმელი, ქუდები, ფეხსაცმელები, ქართული ჩოხა-ნაბადი. თექის და მატყლის დამუშავება ხალხური ხელსაქმის საოჯახო ტრადიციას და ყოფას ასახავდა, გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ამ უმდიდრესი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე,ხელოვნების ეს სფერო დღესაც უდიდესი წარმატებით სარგებლობს. თექა შესანიშნავად ერგება თანამედროვეობას და არასდროს ჩანს ძველმოდური. ეს უნივერსალური მასაა, რომელსაც შეუძლია გახდეს სამოსი, იყოს უბრალოდ ფონი, დეკორაცია, იყოს ნაბადი, ტომარა, ხალიჩა, ან ცხენის აღკაზმულობა. გახდეს ხელოვნების ნიმუში, მხატვრული ტილო. გააჩნია ოსტატის ჩანაფიქრს.

   ,, ადგილობრივი შემოქმედების’’რუბრიკის ფარგლებში ვეწვიეთ ქალბატონ მაია ირემაშვილს,  რომელიც თექისგან ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. მან გვამოგზაურა თექის ფერადოვანი ნამუშევრების სამყაროში და გაგვაცნო თექის დამუშავების პროცესი.

 

-ქ-ნო მაია,რა არის საჭირო თექის მოსამზადებლად?

-თექის მომზადებისთვის საჭიროა, სუფთად დამუშავებული, შეღებილი მატყლი, მატყლი ბუნებრივად გვხვდება თეთრი ან შავი ფერის. სასურველია შეიღებოს ბუნებრივი საღებავებით.

 

Tezza_2020_10_14_193837410

 

 

 

Tezza_2020_10_14_193253972

 

 

- თექისგან შექმნილი აქსესუარებიდან რომელია მეტად პოპულარული?

-შარფები,ჩანთები და თბილი ფაჩუჩები.

 

Tezza_2020_10_14_193225045

 

Tezza_2020_10_14_193220776

 

Tezza_2020_10_16_143606379

 

 

- რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში?

 - თექაზე მუშაობა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო უარყოფითი მხარეებიც. მაგალითად , ძალიან ცუდად მოქმედებს ზოგადად მხედველობაზე, სასუნთქ გზებზე. არის ალერგიული მასალა, მე პირადად გარკვეული პრობლემები შემექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

 

- რამდენად იოლია თექისგან შექმნილი სამოსის ან აქსესუარის მოვლა?

- რთული მოსავლელია. აუცილებელია ტემპერატურის დაცვა. თექა გრილ წყალში, ხელით ირეცხება. გარდა ამისა სწორად უნდა გააშროთ.

 

-რამდენად პოპულარულია ხელოვნების ეს დარგი ახალგაზრდებში?

 - ბევრი შეკვეთა მქონია ახალგაზრდებისგან, მოსწონთ, რადგან თექა არასდროს არის ძველმოდური .  საკმაოდ დიდ ინტერესს გამოხატავენ ამ დარგის მიმართ, რაც ძალიან მახარებს.

 

-რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

- შთაგონება შეიძლება გახდეს წიგნები, მოგზაურობა, ნახატები, მუსიკა, საუბარი ახალ ადამიანებთან, მოკლედ ნებისმიერი რამ, წინასწარ არასდროს ვიცი რას შევქმნი შემდეგს.

 

Tezza_2020_10_14_193216041

 

Tezza_2020_10_14_193212257 (1)

 

     ქალბატონმა მაიამ წარმატება უსურვა ყველა ხელოვანს.  მიუხედავად იმისა, რომ თექაზე მუშაობა  საკმაოდ რთული და შრომატევადია , მისი თქმით , შედეგი ამად ღირს!

 

received_747023012512467

 

    ჩვენ, ჩვენის მხრივ, მადლობას ვუხდით ქალბატონ მაიას მასპინძლობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას შემოქმედებით ცხოვრებაში.

 

ინა ყურაშვილი
საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება

16.10.2020 

 

 

 

დათვალიერება: 328
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group