გიწვევთ ცენტრის სამოქალაქო საბჭოში
10-7-2020

 ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ მიერ შემუშავებული და დამტკიცებული იქნა სამოქალაქო საბჭოს დებულება. საბჭო  წარმოადგენს ცენტრის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს. იგი  უზრუნველყოფს ცენტრის საწესდებო მიზნებისა და საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და  არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სამოქმედო პრიორიტეტების განსაზღვრა-შეთავაზებას.

 აღნიშნული ორგანოს ფორმირება ეყრდნობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ექსპერტთა არაერთგზის გამოთქმულ რეკომენდაციებს, კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვის საკითხებში მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირებულობასა და თანამონაწილეობასთან დაკავშირებით.

 ცენტრთან არსებული სამოქალაქო საბჭოს წევრობის მსურველებმა დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ პირადად, სოციალური ქსელის საშუალებით ან/და ცენტრში მისამართზე: ქ. მცხეთა, მამულაშვილის 12 ა, მე-2 სართული.   

დათვალიერება: 408
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group