სტუმრად ,,შატო-მუხრანში
05-7-2020

   მრავალი ქვეყნის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტურიზმის არასწორმა განვითარებამ შეიძლება დაგეგმილი სარგებლობის ნაცვლად მნიშვნელოვანი ზარალი მოიტანოს. ამიტომ, შემოსავლების ზრდის ასპექტში, მნიშვნელოვანია არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი მონაცემები. მდგრადობაზე  ორიენტირებული სტრატეგიები ახალი ბაზრების მოზიდვისა და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.

   თანამედრვე ტურიზმში აქტიურად მიმდინარეობს აქამდე არასტანდარტული ბიზნესის ფორმირების პროცესი, რომელიც კომპლექსურად ითვალისწინებს ეკოლოგიურ, კულტურულ მემკვიდრეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს. ამის მაგალითია ქართულ მეღვინეობაში ახალი ფეხმოკიდებული ტერმინის -  ,,შატოს“ დამკვიდრება. თუმცა ხშირად ,,ბრენდირებაზე“ აღებული სტრატეგია სცილდება საერთაშორისო სტანდარტებით დამკვიდრებულ გარკვეულ მოთხოვნებს და აგროტურისტულ მარკეტინგზე ორიენტაცია ამორფულ სახეს ღებულობს. 

     ჩვენ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული ცენტრი, გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ ,,ქართული მარნის“ რევიტალიზაცია ,,შატოს“ მიმართულებით უკარგავს სახეს ჩვენი წინაპრების მიერ ოდითგანვე დამკვიდრებულ ტრადიციებს და საბოლოო სახით ვღებულობთ გარკვეულ ,,კიჩს“, რომელსაც არც ეროვნულობა სცხია და არც ,,ფრანგულობა“.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასიხარულოა ის ფაქტი, თუ როგორ ართმევს თავს ზოგიერთი ბიზნესი გლობალურ გამოწვევებს და ცდილობს სიახლეების სწორი დანერგვით გაიუმჯობესოს სასტარტო პოზიცია, ახალი ტურისტული სეზონის დადგომისათვის. ამის მაგალითი გვიჩვენეს ,,შატო-მუხრანის“ გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა მეღვინემ, ბ-ნ პატრიკ ჰონნეფსმა, ამარ ბუაძემ - შატო მუხრანის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელა, თეონა ტალახაძემ - შატო მუხრანის ბრენდ მენეჯერ და დანარჩენმა თანამშრომლებმა, რომელთაც მუხრანში გვიმასპინძლეს და გაგვაცნეს მრავალფუნქციური კომპლექსის დღევანდელობა.

 

IMG_7279.JPG

 

 

       თანამედროვე ღვინის ქარხანა ორგანულად არის შერწყმული ივანე ბაგრატიონ-მუხრანელისეულ ძველ მარნებთან.  პროდუქცია იმეორებს იმ ძველ მაღალ სტანდარტებს, რაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ აქ ევროპულად დაყენებული ღვინის ჩამოსხმით დაიწყო. ამას მოწმობს უამრავი მედალი და ჯილდო, რომელიც სხვადასხვა სახეობებმა საერთაშორისო გამოფენებზე მიიღო.

 

 

 

 

20200701_164347

 

20200701_164637

 

 

 

     რაც შეეხება საკუთრივ სასახლეს, რომელიც ეროვნული კატეგორიის ძეგლს წარმოადგენს და კომპანიის მფლობელობაშია, მასში მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარეობს ძეგლის შიდა ნაწილის პირველადი სახით აღდგენა, რომელიც მარტო სამენებლო სამუშაოებს არ ითვალისწინებს. აქ ადგება ძველი ბიბლეოთეკა, ოდესღაც სასახლეს რომ ამშვენებდა. ახალ წლამდე ობიექტი დასრულებული სახით წარსდეგბა ჩვენს წინაშე, რაც უდავოდ აღაფრთოვანებს მნახველს.

 

 

DJI_0120

 

 

 

       სასახლის ტერიტორიაზე, ეკოლოგიური მეთოდების სრული დაცვით მიმდინარეობს მწვანე ნარგავების ,,მუხნარის" აღდგენა-გაჯანსაღების პროცესი, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი დეტალია სოფელ მუხრანის სახელწოდებასთან მიმართებაში.

 

DJI_0149

 

 

     ასევე ყველა ეკოლოგიურ პარამეტრს აკმაყოფილებს განსაკუთრებული რუდუნებით მოვლილი გარემო ვენახები, რომლის რთველიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მზარდ,  ჯანსაღ მოსავალს იძლევა.

 

20200701_170044 (1)

 

       ,,შატო-მუხრანს“ გააჩნია ასევე საჯინიბო, რაც დამატებითი ტურისტული მიმართულების ათვისების საშუალებას იძლევა. ქართულ-ევროპული სამზარეულო კი ღვინის დეგუსტაციაში აუცილებელი დამხმარე ატრიბუტია, მითუმეტეს გასაოცარია ის მრავალფეროვნება, რომელიც მენიუს ფარგლებში ტურისტებისთვისაა შეთავაზებული.

 

20200701_185720

 

      მართალია ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შეჩერებულია  ბანკეტების, წვეულებების თუ სხვა კორპორატიული ღონისძიებების გამართვა, მაგრამ უბრალო დაკვირვებამ დაგვანახა, თუ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რამდენი ხალხი ისწრაფვის დატკბეს ეკოლოგიურად სუფთა და ინფრასტრუქურად მაღალ დონეზე მოწესრიგებულ გარემოში.

  

20200701_194407 (1)

 

     წარმატებას ვუსურვებთ ბატონ პატრიკის თაოსნობით იმ მომსახურე პერსონალს, რომელთა შორის ადგილობრივებიც ბევრი არიან, იმ წვლილისათვის, რომელიც მათ ამ სექტორის განვითარებაში შეაქვთ.

      შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ: თუ გსურთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ, დაისვენოთ და ჩაწვდეთ ,,შატოს“ არსსა და რაობას, საფრანგეთში მოგზაურობა, სულაც არ არის საჭირო, უბრალოდ ეწვიეთ ,, შატო-მუხრანს!”

 

 

 

 

 ინა ყურაშვილი
საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება
05.07.2020

 

 

დათვალიერება: 552
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group