ძალისის არქეოლოგიური ძეგლი
03-7-2020

   სოფელი ძალისი მდებარეობს  მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით. მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის მონაცემებით 2104 ადამიანი.

    ძალისი ანტიკური ხანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქეოლოგიური ძეგლს წამოადგენს, 1971-1976 წწ. ძალისის მიდამოებში გამოვლინდა ანტიკური ხანის ნაქალაქარი.აღმოჩნდა სასახლისა და ტაძრის ნაშთები, მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანო, ტაძარ-სასახლის კომპლექსი, საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები, რომელთა ასაკი  ძვ. წ. II - ახ. წ. VIII საუკუნეებით განისაზღვრა.

 

 1

 

    “დიონისეს ტაძარი”, სხვა ვერსიით ტრიკლინიუმი – საბანკეტო დარბაზი, 48.6 კვ. მეტრის ფართობის სივრცეა. შესაძლებელია აქ თავის დროზე დიონისეს სახელთან დაკავშირებული რიტუალური დღესასწაულები იმართებოდა. მოგვიანებით, VII-VIII საუკუნეებში დარბაზის თავზე მარანი გამართეს –  კუთხეებში და ცენტრში საერთო ჯამში 1500 ლიტრი ტევადობის 13 ქვევრია ჩაყრილი, რომლებმაც მოზაიკის ცენტრალური ნაწილი ნაწილობრივ დააზიანა. შესამჩნევია ხანძრით დაზიანების და შეკეთების კვალიც – როგორც ჩანს იმ პერიოდში, როცა დარბაზს პირვანდელი დანიშნულება უკვე დაკარგული აქვს, დაზიანებული უბნები აღარ აღადგინეს და კირხსნარით მოლესეს. 

 

image-1571398156789

 

    აქვეა უნიკალური მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანო. იგი რომაული ტიპის აბანო სამი ტრადიციული – ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებისაგან შედგება, საცეცხლე არხით, საქვაბეთი, გასახდელით და იატაკქვესა გათბობის სისტემით.

 

20200701_162647

 

 

     2 500 კვ. მეტრის ფართობის რთული არქიტექტურული კომპლექსი ოცდაათზე მეტი ოთახით, ორგანყოფილებიანი საპირფარეშოთი, კანალიზაციით, წყალსადენით და ცენტრალური გათბობის სიტემით უდიდესია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ანტიკური ხანის სასახლეებს შორის.

      საცურაო აუზს კი, რომლის საერთო ფართობიც 500 კვ. მეტრს აღემატება, საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.

 

20200701_162227

 

      ძალისას ნამოსახლარის მნიშვნელობაზე მეტყველებს უცხოელი და კერძოდ იტალიელი ექსპერტების აქტიური ჩართულობა ძეგლის კვლევისა და კონსერვაციის საკითხებში. რომაული აბანოები, აუზი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ანტიკური ხანის ,,დიდი მცხეთის“ მაღალ განვითარებაზე მოწმობს. 

     ჩვენის მხრივ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სხვადასხვა კომბინირებული საშუალებებით მოვახდინოთ ძეგლის პოპულარიზაცია, როგორც უცხოელი ვიზიტორებისათვის, ისე მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. როგორც ტერიტორიის შიდა ინფრასტრუქტურული განვითარება, ისე ჩვენი კულტურის ამ მასშტაბების მემკვიდრეობის ძეგლი მნიშვნელოვან ყურადღებას მოითხოვს.

     შესაბამისად, მზად ვართ ეროვნული მუზუმის წარმომადგენლებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა და პირველ ეტაპზე შესაბამის სტრუქტურების ჩართულობით, ერთად მოვახდინოთ საინფორმაციო ბუკლეტის ფორმირება.


ინა ყურაშვილი
საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება
03.07.2020

დათვალიერება: 323
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group