მარშრუტის საწყისი - წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი
03-7-2020

        სოფელი წილკანი მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მცხეთიდან 10 კმ. -ზე. მოსახლეობა 2014 წლის მონაცემებით შეადგენს 3590 ადამიანს.

       სოფელი დასახლებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე აღმოჩენილია ადრინდელი ქრისტიანული ხანის (IV-V საუკუნეების)  არქეოლოგიური ძეგლია - მიწისქვეშა აკლდამა. ის, სავარაუდოდ, წარჩინებულ საეკლესიო მოღვაწეთა განსასვენებელი იყო. 

სოფლის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ იყრიდა თავს ქართლ-კახეთისა და ერწოს გზები.

 

 

              13

 

 

 

         სოფლის შუაგულში მდგომი წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი ქართლში ქრისტიანობის გავრცელების დასაწყისში აუგიათ. ლეონტი მროველის ცნობით ეკლესია ააგო წმ. მირიანის ძემ, ბაკურ II-მ.

       VI საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი 12 ასურელი მამათაგანი. გადმოცემა მას მიაწერს სასწაულმოქმედათ სარწყავი არხის - „წილკნის რუს“ მშენებლობას.
        საეპისოკოსო საყდარზე შემორჩენილია როგორც ადრეული ხანის, ისე განვითარებული და გვიანდელი ფეოდალური ხანის ორნამენტით მორთული ნაწილები. ტაძარს გარს ერტყმის გალავანი, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. ამ გალავნის გარეთ, ჩრდილოეთით და დასავლეთით, შემორჩენილია უფრო ძველი გალავნის ნაშთები. გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული თითო კოშკი დგას.

 

 

20200701_155158

 

 

 

20200701_155522

 

 

      ტაძარში დაცული ლუკა მახარებლის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემის თანახად, სასწაულმოქმედი იყო. 1926 წლიდან ხატი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

 

 

 

Tsilkani_icon_of_Virgin_Mary_(Art_Museum_of_Georgia)

 

 

    წილკანი მომლოცველთათვის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. შიდა ტურიზმის მიზიდულობასთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში აქ მართლომორწმუნე უცხოელ პილიგრიმებსაც წინა წლებში დიდი რაოდენებოთ შევხვდებოდით. კორონავირუსის წარმატებული დაძლევის წინაპირობები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მომლოცველთა ნაკადი უახლოეს მომავალში კვლავ აღდგება და როგორც ყოველ წელს,  21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს განსაკუთრებულად ვიზეიმებთ.

ინა ყურაშვილი
საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება
03.07.2020

დათვალიერება: 516
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group