ახალი ტურისტული მარშრუტი
02-7-2020

      

      ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“  შიდა ტურიზმის გააქტიურების მიზნით, ბიზნეს-სექტორის საინფორმაციო მხარდაჭერსთან ერთად, აგრძელებს კონკრეტული პროექტების შემუშავებას.

  ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია და სექტორში ხარისხის გაუმჯობესება კომპლექსური მიდგომის გამოყენებით უნდა განხორციელდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს საინტერესო და სანახაობებით მდიდარი ტურისტული მარშრუტების შემუშავებას.

  ცენტრმა ჩამოაყალიბა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, ამ ეტაპზე  ქალაქ მცხეთაში ფორმირებულ იქნა შიდა ხუთი მარშრუტი, მუნიციპალიტეტის მაშტაბით კი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლებზე აქცენტირებული სამი მიმართულება. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, დაგეგმიალია სარეკლამო მასალის  - ფლაერების და ბუკლეტების გამოცემა, მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკის გამოცემა, დამზადდება ვიდეორგოლები. ფორმირებული მასალა ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისათვის უახლოეს ხანებში ხელმისაწვდომი იქნება  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, რომელიც უშუალოდ სვეტიცხოვლის ცენტრალურ შესასვლელთან არის განთავსებული.

    მუნიციპალური პირველი მარშრუტის ფორმირების მიზნით, პროექტირებაზე მომუშავე ჯგუფმა მოვინახულეთ სოფ. წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი, ძალისას არქეოლოგიური ცენტრი და შატო-მუხრანი.


   წილკანისა და დუშეთის საეპარქიო კათედრალი - წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი  და კომპლექსი (IV ს.) ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლია, რომლის მშენებლობა წმ. მირიანის ძეს ბაკურ II-ს უკავშირდება.  ისტორიითა და ქრისტიანული მემკვიდრეობით მდიდარი არქიტექტურული შედევრი სანახაობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, როგორც მორწმუნეთათვის, ისე ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორთათვის.


203509797

 

    ძალისას ნამოსახლარი არა მარტო ქვეყნის მაშტაბის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. ამას მოწმობს უცხოელი და კერძოდ იტალიელი ექსპერტების აქტიური ჩართულობა ძეგლის კვლევისა და კონსერვაციის საკითხებში. რომაული აბანოები, აუზი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ანტიკური ხანის ,,დიდი მცხეთის“ მაღალ განვითარებაზე მოწმობს. 

 

203556763

 

   კვლევა და შეაბმისად ტურისტული მარშრუტი დავასრულეთ შატო-მუხრანში. მუხრანბატონის სასახლე მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული 19 ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლები სიაშია და თავისი პოლიფუნქციური დატვირთვით ქვეყნის მასშტაბი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. მიუხედავათ იმისა, რომ რომ არსებული ღვინის ქარხანა, ისტორიული მარანი და მიმდებარე ლანდშაფტური გარემო ვენახებით ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, მიმდინარე რესტავრაციის პროცესის დამთავრების შემდეგ იგი კიდევ უფრო სრულყოფილი წარსდგება მნახველების წინაშე. 


203533129  


  ზემოაღნიშნული სამი მნიშვნელოვანი ობიექტის ერთობლიობა, ჩვენი აზრით ტურისტული მარშრუტის სანახაობრივ მხარეს მნიშვნელოვნად გაზრდის. მითუმეტეს,  ისტორიული და ორგანული კავშირი მათ შორის რეალურად არსებობს. ვიზიტორს მიღებული კომპლექსური ინფორმაცია, ქართული კერძების დეგუსტაცია და ქართლის სოფლის შემოგარენის ლანდშაფტური სილამაზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის.

 

IMG_7279.JPG

   ვფიქრობთ, რომ სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია ზედაპირულია ძეგლების  მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამიტომ შემდგომ სტატიებში ინდივიდუალურად ვისაუბრებთ  მათი ისტორიისა თუ საკრალური ღირებულებების შესახებ. 

 


ინა ყურაშვილი

საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება

02.07.2020

დათვალიერება: 378
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group