სტუმრად სასტუმრო-კომპლექს ,,ზედაზენში"
25-6-2020

   ტურისტული ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი - სასტუმრო ინდუსტია, ის სფეროა, რომელიც ეპიდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.   ახლა, როცა შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, საინერესოა, თუ რა გამოწვევების და სირთულეების წინაშე დგას  სასტუმროების ბიზნესი, როგორ ემზადებიან  ისინი  ადგილობრივ დამსვენებლების, ხოლო  1 ივლისიდან უკვე უცხოელ ტურისტების მისაღებად.

 მცხეთის რეგიონში არსებული სასტუმროების უმრავლესობამ, ღირსეულად მიიღო ეს რთული გამოწვევა. ტურისტული ობიექტები სრულ მზადყოფნაში არიან სტუმრების დასახვედრად. ბიზნეს ოპერატორები მკაცრად ასრულებენ იმ რეკომანდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შეიმუშავა.

  24 ივნისს ცენტრის წარმომადგენლები ვეწვიეთ სასტუმრო ,,ზედაზენს“ , რომელიც მდებარეობს სოფელ წიწამურში, საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარედ.

 

.DJI_0056

 

   პირველადი ეფექტი მნიშვნელოვანია და ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ სასტუმროს არა მარტო ადვილად მისადგომი ტერიტორია უკავია, არამედ ვიზიტორს ულამაზესი ხედებითა და გემოვნებით გაფორმებული ბაღით ხვდება.

 

DJI_0041

 

   რაც შეეხება საკუთრივ სასტუმროს, იგი როგორც გარე ვიზუალით, ისე შიდა დაგეგმარებით და სასტუმრო ოთახების არჩევანით, უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს (შეგიძლიათ იხილოთ  სასტუმროს პირად გვერდზე https://www.facebook.com/hotelzedazeni/). 

 

DJI_0048 (1)

 

   ინტერვიუს ფორმატში გავესაუბრეთ სასტუმრო ,,ზედაზენის“ დირექტორს, ქ-ონ ჟანა დოგუზოევას. გამოვკითხეთ სასტუმროში არსებული გამოწვევების შესახებ და დავინტერესდით მისი პოსტპანდემიური გეგმებით. 

 

  IMG_7016

 

     ქ-ნო  ჟანა, როგორ დახვდა სასტუმრო ,,ზედაზენი“ სტუმრებს პანდემიის შემდეგ:

  ქ-ნი ჟანა: სასტუმრო ,,ზედაზენი“ რეგულაციების მოხსნისთანავე გაიხსნა.   რასაკვირველია, მოსახლეობაში არსებობს შიშის ფაქტორი, თუმცა ჩვენთან მოსვლისთანავე იგი ძალიან მალე ქრება. პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი რეგიონი მწვანე ზონად რჩება, გარდა ამისა თავადაც იხილავთ, თუ როგორი ღია სივრცეებით და გაშლილი ტერიტორიით გამოირჩევა  ჩვენი სასტუმრო, სადაც თავს კომფორტულად და იზოლირებულად იგრძნობთ .  არსებული რეალობის გათვალისწინებით,  სტუმრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად ჩვენ არაერთი სტანდარტი შევიმუშავეთ. ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ყველა ნორმის დაცვით ,მზად ვართ ჩვენს მოქალაქეებს დაუვიწყარი და რაც მთავარია, უსაფრთხო დასვენება მოვუწყოთ.

 

     რა სერვისებს სთავაზობს სასტუმრო ,,ზედაზენი“ ამ ეტაპზე ადგილობრივ, ხოლო 1 ივლისიდან უკვე  უცხოელ დამსვენებლებს:

   ქ-ნი ჟანა: ჩვენი სასტუმრო გულგრილს არცერთ სეგმენტს არ ტოვებს, იქნება ეს პასიური დასვენების მოყვარული სტუმარი, თუ აქტიური, თავგადასავლების მაძიებელი ტურისტი. ჩვენ შემოგთავაზებთ ადგილობრივ, მოკლე და გრძელ ტურებს (1-5 დღემდე), პიკნიკებს, საცხენოსნო ტურებს.

 

IMG_7023

 

 სპორტის მოყვარულთათვის  სასტუმროშივეა სპორტული დარბაზი , ძალიან მალე იგეგმება საცურაო აუზის გახსნა.  გარდა ამისა, სასტუმროში არის ორი  საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი 300 ადამიანზე, სადაც ქართული და ევროპული კერძების დიდ ნაირსახეობას შემოგთავაზებთ.

 

IMG_7009

 

      რა გზებით გეგმავთ საერთაშორისო ტურისტების მოზიდვას?

  მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სასტუმროში ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია. ჯავშნების უმრავლეოსბა არც კი გაუქმებულა. ჩვენი სასტუმრო თანამშრომლობს არაერთ უცხორ ტურისტულ კომპანიასთან,  ჩვენი პარტნიორი ქვეყნებია ბელორუსია, რუსეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი და ა.შ.  მთავარია, ხელისშემშლელი მიზეზები ეტაპობრივად  მოიხსნას და  საზღვრების გახსნისთანავე მოგვეცეს საშუალება  მივიღოთ უცხოელი დამსვენებლებიც. ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს ბიზნესს შოკური მდგომარეობიდან მალევე  გამოვიდეს. შექმნილი სიტუაცია, ჩვენი მხრიდან, უფრო მეტ მობილიზებასა და ინვესტირებას მოითხოვს, რისთვისაც მზად ვართ!

 

   ჩვენის მხრივ წარმატება გვინდა ვუსურვოთ ქალბატონ ჟანას საქმიანობაში და გამოვხატავთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ როგორც სარეკლამო მიმართულებით, ისე ტურების დაგეგმარებასა და პოპულარიზაციაში. ნათქვამი, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია, ამიტომაც გირჩევთ ეწვიოთ ამ იდეურად მეტად საინტერესო და ვიზუალურად ლამაზ ობიექტს.

 


ინა ყურაშვილი

საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება

25.06.2020

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დათვალიერება: 264
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group