ადგილობრივი შემოქმედება - თამუნა კიკალიშვილი
27-2-2020

         თუ წლების წინ, ძვირადღირებული , ქარხნული სამკაულები ფასობდა, ახლა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხელნაკეთ სამკაულებს ანიჭებს უპირატესობას.  განსაკუთრებით დიდია ტურისტების დაინტერესება  ხელნაკეთი  სამკაულების, აქსესუარებისა და სხვადასხვა დანიშნულების  ნივთების მიმართ. 

      ,, ადგილობრივი შემოქმედების”  რუბრიკის ფარგლებში, ვეწვიეთ უნიჭიერეს ახალგაზრდა ქალბატონს, თამუნა კიკალიშვილს.  მან გვამოგზაურა ხელნაკეთი სამკაულების, ფერად სამყაროში.  დახვეწილი გემოვნებითა და აზიური შტრიხებით შექმნილი, მისი ულამაზესი სამკაულები გულგრილს ვერავის დატოვებს. ფერთა  თამამი შერწყმა, სხვადასხვა მასალების ერთ მთლიანობაში წარმოდგენა, დეტალების სიმრავლე, მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს  და დიზაინერის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს.

     პროფესიით სპარსული ენის და კულტურის სპეციალისტი, თამუნა კიკალიშვილი წლებია სამკაულების კეთებით არის გატაცებული.  მის ამ  გატაცებას, როგორც თავად უწოდებს, დედამ ჩაუყარა საფუძველი. დიზაინერი იხსენებს, რომ დედამისი თავად ქმნიდა მისთვის უნიკალურ ნივთებს, შესაბამისად თამუნაც, ბავშვობიდან ცდილობდა შეექმნა ისეთი რამ, რაც სხვას არ აქვს.

 

 124059568

 

       ვიზიტის ფარგლებში , რამდენიმე კითხვა დავუსვით დიზაინერს:

       ქ-ნო თამუნა, ეს   უფრო  თქვენი ჰობია, თუ შამოსავლის წყარო?

      უფრო მეტად ჰობია, სისტემატური შემოსავალი არ მაქვს. მცდელობაც არ  მქონია, იმისა რომ ეს შემოსავლის წყაროდ მექცია, უბრალოდ მომწონს, და ვქმნი.

       რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

     შთაგონების წყარო, ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გახდეთ თქვენც  და შევქმნა თქვენი თოჯინა. შესაძლოა უბრალოდ გარემომაც იმოქმედოს, რომელშიც ვიმყოფები. იმ მომენტში კონკრეტულ  გარემოს ან სიტუაციას როგორც აღვიქვამ, შესაძლოა შემდგომ  ნივთში გადავიტანო.

 

 123316837

 

 

 

123621096

 

         ძირითადად რა მასალებს იყენებთ სამკაულის შესაქმნელად?

        ბუნებრივ მასალებს: კრისტალებს, ბუნებრივ ქვებს, ვერცხლის დეტალებს ბუნებრივ ქსოვილებს, ტყავს. ყველა ის სამკაული რაც წარმოდგენილია, დიზაინის გარდა, მაღალი ხარისხის მასალით არის გამორჩეული.

 

        დაახლოებით რა დროს ანდომებთ ამა თუ იმ სამკაულის შექმნას?

     გააჩნია განწყობას, შესაძლოა ძალიან რთული დეტალებით დატვირთული სამკაული დავასრულო ერთ დღეში.  ხშირად ესეც მომხდარა, ერთ, მცირე დეტალზე რამდენიმე დღე მიფიქრია.

 

123105579

 

       შეკვეთებზე თუ გიმუშავიათ?

      არასდროს . შეკვეთაზე მუშაობისას შეზღუდული ხარ და  გარკვეულ ჩარჩოებს ემორჩილები. რაც, მე პირადად არ შემიძლია. მე  მხოლოდ იმას ვქმნი, რასაც საკუთარი ფანტაზია და წარმოსახვა მკარნახობს.

 

     გამოფენებში ან კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

    არ მიმიღია  და სურვილიც არ მქონია ,შესაძლოა როდისმე მომინდეს, დრო გვიჩვენებს. წინასწარ არაფერს ვგეგმავ.

 

 124145759

 

        თამუნა ყველა  შემოქმედს   ურჩევს, იყვნენ თამამები, ნუ შეუშინდებიან საკუთარი თავის ბოლომდე წარმოჩენას. ინდივიდუალიზმი და განსხვავებულობა, სწორედ ის შტრიხებია, რაც სხვებისგან გამოარჩევს ნამდვილ შემოქმედს.

 

ინა ყურაშვილი

საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება

27.02.2020 წ.

 

 

დათვალიერება: 1090
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group