ცვლილება მორატორიუმში - მცხეთის განვითარების გარანტიაა!
06-1-2020

 2019 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს შედგა მთავრობის სხდომა, რომელზეც ქალაქ მცხეთის განვითარებისათვის ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული - ცვლილებები შეტანილი იქნა მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411დადგენილებაში ე.წ. ,,მორატორიუმში“.

  უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ მეტად რთული და მნიშვნელოვანი სამუშაო უძროდა წინ. საჭირი იყო კომპრომისის მოძებნა პროცესში მონაწილე ინსტიტუციებს შორის, რათა კულტურული მემკვიდრეობის უპირობო შენარჩუნებასთან ერთად საშუალება მისცემოდა ქალაქს მდგრადი განვითარებისათვის.

  ჩვენის მხრივ ავღნიშნავთ პირველ რიგში მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის პრინციპულ მიდგომას და მერის ბატონ გიორგი კაპანაძის ღვაწლს დღევანდელი ვითარების მისაღწევად.

  რაც შეეხება სამომავლო სიახლეებს, ჩვენის მხრივ გამოვხატავთ მზადყოფნას, საჯაროობის მაქსიმალური დაცვით, დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია.

  ახლა კი შემოგთავაზებთმთავრობის აღნიშნულ დადგენილებას 1,2 და მე-3 დანართებით:

 

 საქართველოსმთავრობის

დადგენილება №676

2019 წლის 31 დეკემბერი

თბილისი

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში 

ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების

 შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში

 ცვლილების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2015, 330090000.10.003.018797) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაურიჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:

.მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების 

განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“.

2. პირველი − მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1. ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების ფარგლებში, კერძოდ, ამ დადგენილების დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების შეზღუდვის მიზნით, ამოქმედდეს ქალაქთშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.

2. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში, ამ დადგენილებით დასაშვები სამშენებლო სამუშაოების კრიტერიუმები და მშენებლობის ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები განისაზღვროს ამ დადგენილებაზე თანდართული (დანართი №3)  „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების არეალში დასაშვები სამუშაოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების“  (შემდგომში − სახელმძღვანელო)  შესაბამისად.  

3. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილებით დაშვებული  ნებისმიერი ტიპის სამუშაოების დაგეგმვისას და მათ განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უფლებამოსილმა  ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ერთად უნდა იხელმძღვანელონ მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს კონვენციისა და  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების (მათ შორის, 32 COM 7B.90; 33 COM 7B.102; 34 COM 7A.27; 36 COM 7A.31; 37 COM 7A.38;  38 COM 7A.17; 39 COM 7A.41; 40 COM 7A.29; 41 COM 7B.44;  41 COM 8B.44;   42 COM 7B.24) შესაბამისად.

მუხლი 2

1. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №1-ში  მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს:

ა) ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება;

ბ)  სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტსა და მე-5 მუხლში მითითებული შემთხვევებისა;

გ) შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (მათ შორის, ახალი ნაწილის მიშენება ან დაშენება).

2. განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №2-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს:

ა)   ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება;

ბ) სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის  მე-3 პუნქტსა და მე-5 მუხლში მითითებული შემთხვევებისა.

მუხლი 3

1. ამ დადგენილების დანართ №1-სა და დანართ №2-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს საკუთრების უფლების აღიარება,  ასევე  სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების განკარგვა, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით (აღნაგობის უფლების გარეშე) გადაცემის შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უძრავი ნივთის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემისთვის  სავალდებულოა აღნიშნული უძრავი ნივთის გამოყენების მიზნობრიობის დასაბუთება.

მუხლი 4

1. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში დაშვებულია მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მშენებლობის ნებართვაც გაიცემა ამ დადგენილების დანართ №3-ით დამტკიცებული სახელმძღვანელოს პირობების დაცვით.

  2. ამ დადგენილების დანართ №1-ში მითითებულ  ტერიტორიაზე  დაშვებულ იქნეს შემდეგი სამუშაოები და ობიექტები:

ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების (შემდგომში − №255 დადგენილება)  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია ყველა კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, აგრეთვე  „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257  დადგენილების  (შემდგომში − №257 დადგენილება) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის;

ბ) №255 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა ყველა კლასის შენობა-ნაგებობებისთვის, აგრეთვე №257 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის;

გ) №255 დადგენილებითა და №257 დადგენილებით  განსაზღვრული  ხაზობრივი ნაგებობების რეაბილიტაცია და მშენებლობა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ემსახურება კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე განაშენიანებული მიწის ნაკვეთების კომუნიკაციებით უზრუნველყოფას;

დ)  №255 დადგენილებით განსაზღვრული ყველა კლასის შენობა-ნაგებობის, აგრეთვე  №257 დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს და არ იცვლება ამ უკანასკნელის სართულიანობა, მოცულობა ან/და გაბარიტული ზომები.

3. ამ დადგენილების დანართ №2-ში მითითებულ ტერიტორიაზე დასაშვებ სამშენებლო სამუშაოებად განისაზღვროს:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები;

ბ)  №255 დადგენილებით განსაზღვრული ახალი მშენებლობა ცალკეულ მიწის ნაკვეთზე, არსებული ურბანული ქსოვილის ფარგლებში;

გ) №255 დადგენილებით განსაზღვრული ყველა კლასის შენობა-ნაგებობის, აგრეთვე  №257 დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს;

დ) №255 დადგენილებითა და №257 დადგენილებით განსაზღვრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები;

ე) მშენებლობის დეტალური შეტყობინების საფუძველზე, №255 დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრული I კლასს მიკუთვნებული სამშენებლო სამუშაოები/ობიექტები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი  წარმოადგენენ ძირითადი შენობა-ნაგებობის დამხმარე ობიექტებს ან/და დროებით ნაგებობებს.“.

3.  4​1 მუხლი  ამოღებულიქნეს.

4.  მე-6 − მე-8 მუხლებიჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:

მუხლი 6.  ამ დადგენილების დანართ №3-ით დამტკიცებული სახელმძღვანელოს შესაბამისად მშენებლობის ნებართვების გაცემის  უზრუნველსაყოფად, დაევალოს სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ  სააგენტოს, არა უგვიანეს 2020 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სააგენტოს სათათბირო ორგანოს „საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება.

მუხლი 7.  მცხეთის მუნიციპალიტეტის ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მიზნით:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრომ (სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ) 2020 წლის 1 ივლისამდე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით უზრუნველყოს:

ა.ა) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დამცავი (ბუფერული) ზონის კორექტირება;

ა.ბ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის არსებული კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დაცვის ზონების კორექტირება;

ბ)  ეთხოვოს მცხეთის მუნიციპალიტეტს, 2020 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ქ. მცხეთის  გენერალური გეგმის,  განაშენიანების გეგმებისა  და განაშენიანების დეტალური გეგმების დამტკიცება.

მუხლი 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქ. მცხეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენისას, პრიორიტეტად გათვალისწინებულ იქნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის დაცვის ინტერესები და მცხეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის დაცვის საჭიროებები, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისათვის იმ ღირსეული გარემო პირობების უზრუნველყოფა, რაც საუკეთესო გზით წარმოაჩენს აღნიშნული ძეგლების განსაკუთრებულ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობასა და ქ. მცხეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას.“.

5.  მე-9  მუხლიამოღებულიქნეს.

6.  მე-10 მუხლიჩამოყალიბდესშემდეგირედაქციით:

მუხლი 10. დადგენილება ძალაშია 2020 წლის 1 ივლისამდე.“.

7. დანართი №1 ჩამოყალიბდესთანდართულირედაქციით.

8. დადგენილებასდაემატოსთანდართულიშინაარსისდანართი №2  დადანართი №3.

     მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                                   გიორგი  გახარია

 

 img20200106_14075855

 

img20200106_14083425

 

 

 

დანართი3

ქ.მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების 

განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების არეალში დასაშვები სამუშაოების განსაზღვრის კრიტერიუმები

და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 ეს სახელმძღვანელო ადგენს „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებით (შემდგომში − დადგენილება) დასაშვები სამუშაოების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მშენებლობის ნებართვის გაცემის განსაკუთრებულ პირობებს.

მუხლი 2. ძირითადი მოთხოვნები დადგენილებით დასაშვებ სამშენებლო სამუშაოებთან მიმართებით

1. „მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ, დადგენილებით დასაშვები სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისას, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს:

ა) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ ზოგადსაკაცობრიო განსაკუთრებული ღირებულების დაცვა-წარმოჩენას;

ბ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული და ლანდშაფტური გარემოს სივრცით-მოცულობითი, არქიტექტურულ-გეგმარებითი, მხატვრულ-ესთეტიკური და ბუნებრივი მახასიათებლების შენარჩუნებას;

გ) არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვას, შესწავლასა და წარმოჩენას;

დ) ტრადიციულად ჩამოყალიბებულ ფუნქციათა მრავალფეროვნების დაცვას, უპირატესად საცხოვრებელი გამოყენების ხელშეწყობითა და შენარჩუნებით.

2. სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა იხელმძღვანელონ დადგენილების, ამ სახელმძღვანელოსა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებების შესაბამისად.

3. დადგენილებით დასაშვები ხაზობრივი ნაგებობების რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს პრიორიტეტულად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქ. მცხეთის ისტორიული ურბანული ლანდშაფტის დაცვის საჭიროებები და თავიდან აცილებულ უნდა იქნეს ხაზობრივი ნაგებობების ისტორიულ გარემოზე ვიზუალური ზეგავლენა.

4. დადგენილებით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვის არეალში მიწის სამუშაოები უნდა წარიმართოს არქეოლოგის ზედამხედველობით, გამოვლენილი მასალა უნდა იქნეს კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტირებული და დაცული.

მუხლი 3. მშენებლობის ნებართვის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების წესი და პირობები

1. დადგენილებით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი შეზღუდვის არეალში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დადგენილებით დაშვებული მშენებლობის ნებართვა გაიცემა სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომში − სააგენტო) შეთანხმებით, რომელიც ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილეობს როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო.

 2. სანებართვო დოკუმენტაციის შეთანხმების მიზნით, სააგენტოში იქმნება სათათბირო ორგანო − „საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭო“ (შემდგომში − საბჭო).

3. საბჭოს შემადგენლობა კომპლექტება სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ: დარგის ექსპერტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისაგან.

4. საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება საბჭოს წევრთა რაოდენობა, საქმიანობისა და გადაწყვეტილების წესი, ამტკიცებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

5. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოდ აისახება საკითხის შეთანხმების, მასზე უარის თქმის ან რეკომენდაციების შემუშავების თაობაზე სააგენტოს მიერ გამოცემულ შესაბამის ადმინისტრაციულ აქტში.

6. ნებართვის გამცემი ორგანოსათვის საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი გასათვალისწინებლად სავალდებულოა.

მუხლი 4. სააგენტოში შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. სააგენტოში შესათანხმებლად წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია უნდა ეყრდნობოდეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულ „ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევას“ და გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით/„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაციისა, მას თან უნდა ერთოდეს:

ა) შესაბამისი დასაბუთება, რომელშიც წარმოჩენილი უნდა იყოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ძირითად რეკომენდაციებსა და საპროექტო შეთავაზებას შორის და უნდა შეიცავდეს საპროექტო ობიექტის წარმოდგენილი სახით გადაწყვეტის შესაბამის დასაბუთებას;

ბ) ფოტომონტაჟი, პანორამული ხედების ჩვენებით, სადაც დაფიქსირებული იქნება სამშენებლო ობიექტის მდებარეობა და მისი მოცულობა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ვიზუალური აღქმის არეალის ძირითადი ხედვის წერტილებიდან;

გ) სიტუაციური გეგმა, „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ მსოფლიო მემკვიდრეობის ერთიანი ვიზუალური დაცვის არეალში საპროექტო ტერიტორიის მითითებით;

დ) საპროექტო დოკუმენტაციის შემდგენელი პირების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომი);

ე) ICOMOS-ის „მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურული მემკვიდრეობის შეფასების სახელმძღვანელოს“ შესაბამისად მომზადებული „მსოფლიო მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი“, იმ შემთხვევაში, თუ:

ე.ა) საპროექტო ობიექტი მდებარეობს რთულ რელიეფზე ან/და მდინარეების სანაპირო ზოლზე აქტიური ვიზუალური აღქმის არეალში;

ე.ბ) დანართ №2-ით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საპროექტო შენობა-ნაგებობა ენაცვლება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ისეთ შენობა-ნაგებობას, რომლის პარამეტრები აღემატება ამ სახელმძღვანელოს მე-6 მუხლის მე-3 − მე-6 პუნქტებში მითითებულ ზღვრულ პარამეტრებს;

ე.გ) დაგეგმილია მაგისტრალური ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა;

ე.დ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე.

2. საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოში წარსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოსმსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებისათვის გადასაგზავნად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის ინგლისურენოვანი თარგმანი.

მუხლი 5. მოთხოვნები ურბანულ სტრუქტურასთან მიმართებით

დადგენილების დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებულ ტერიტორიაზე ურბანულ სტრუქტურასთან მიმართებითდაცულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) დაცულ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთების ისტორიულად ჩამოყალიბებული გამიჯვნები და პარამეტრები, კერძოდ, დაუშვებელია ორი ან მეტი მიწის ნაკვეთის გაერთიანება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აღნიშნული ემსახურება მიწის ნაკვეთების მოცემული ისტორიული უბნისათვის დამახასიათებელი დანაწევრების ფორმის აღდგენას, გამიჯნული ნაკვეთების ხელახალი გაერთიანების მიზნით. ამასთან, გასაერთიანებელი მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 600 მ2-ს;

ბ) დაუშვებელია გაუნაშენიანებელი ტერიტორიების სამშენებლო განვითარება;

გ) დაუშვებელია ბუნებრივი რელიეფის ცვლილება;

დ) დაუშვებელია ქუჩათა ქსელის შეცვლა, გაფართოება, არსებული ნიშნულების ამაღლება, დაწევა და სხვა ცვლილება;

მუხლი 6. მოთხოვნები სივრცით-გეგმარებით მახასიათებლებთან მიმართებით

1. დადგენილებით დასაშვები სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების დროს დაცულ უნდა იქნეს:

ა) უბნის/კვარტალის/ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებული დომინირებული სივრცით-გეგმარებითი კონფიგურაცია, მასშტაბი, რიტმი, სიმაღლე, შენობების ფასადების ორიენტაცია ქუჩაზე, ეზოს მხარეზე, სამეზობლო მიჯნაზე, ე. წ. ყრუ „ტორცოების“ განთავსების ფორმა;

ბ) უბანში/კვარტალში არსებული ისტორიული შენობებისა და მათი ეზოების ურთიერთგანლაგების პრინციპი, მათი სტრუქტურული, ფუნქციური კავშირები, მორფოლოგია და კონფიგურაცია;

გ) ბუნებრივი რელიეფი და მისი სპეციფიკა, რელიეფზე შენობებისა და ეზოების განლაგების ტრადიციული ფორმები.

2. ქალაქთმშენებლობის შეზღუდვის არეალებში არ უნდა მოხდეს ერთი მოცულობით რამდენიმეს ჩანაცვლება.

3. საპროექტო ობიექტის ფასადის მაქსიმალური სიმაღლე (მიწის დონიდან პარაპეტის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 7 მეტრს, ხოლო საერთო სიმაღლე მიწის დონიდან სახურავის კეხამდე, მათ შორის, მანსარდის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 10 მეტრს.

4. ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში, შენობის მაქსიმალური სიმაღლე პარაპეტის ჩათვლით პერიმეტრზე ყველა ფასადისთვის არ უნდა აღემატებოდეს 7 მეტრს (2 სართული).

5. განაშენიანების კოეფიციენტის კ-1-ის მაქსიმალური მაჩვენებელი განისაზღვროს − 0,5-ით, მაგრამ თითოეული ცალკე მდგომი შენობისთვის არა უმეტეს 200 მ2-ისა.

6. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3-ის მინიმალური მაჩვენებელი განისაზღვროს − 0,3-ით.

7. პროექტის შეთანხმების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროექტით არ არის გათვალისწინებული მიწის სამუშოები, სავალდებულოა ტერიტორიის კეთილმოწყობის დეტალური სქემის (სანიაღვრე ნაკადების მოწყობის სქემა, საინჟინრო კომუნიკაციების სქემები, გამწვანების სქემა, მოპირკეთების მასალები და ა. შ.) წარმოდგენა.

8. ამ მუხლის მე-3 − მე-6 პუნქტებით დადგენილი ზღვრული პარამეტრების გაზრდის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანართ №2-ის ტერიტორიაზე არსებული, მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა-ნაგებობის გაბარიტული ზომები აღემატება აღნიშნულ პარამეტრებს და ICOMOS-ის „მსოფლიო მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელოს“ შესაბამისად მომზადებული დოკუმენტით არ დასტურდება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე უარყოფითი ზეგავლენა.

 

მუხლი 7. მოთხოვნები ძირითად არქიტექტურულ მახასიათებლებთან მიმართებით

1დადგენილებით ნებადართული სამუშაოებისათვის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისას, ისტორიულის იმიტაციასთან შედარებით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს თანამედროვე დიზაინს, მცხეთის ისტორიული ურბანული ცენტრის განაშენიანებისათვის დამახასიათებელი მახასიათებლების გათვალისწინებით:

ა) არქიტექტურა უნდა იყოს სადა, ფონური, გადახურვა არ უნდა იყოს მოწყობილი ტეხილი სიბრტყეებით;

ბ) საპროექტო ობიექტის ზედა სართულების გარე კონტური არ უნდა სცდებოდეს პირველი სართულის გარე კონტურს, დასაშვებია აივნებისა და ერკერების მოწყობა;

გ) ქუჩის ფასადებზე მოწყობილი აივნები უნდა პასუხობდეს განაშენიანებაში ტრადიციულად დომინირებული აივნების ტიპს, მათ კომპოზიციურ და რითმულ წყობას. აივნები არ უნდა იყოს შემოზღუდული ყრუ მოაჯირით; დასაშვებია ხის, ქვისა და მეტალის გამოყენება;

დ) შენობის ფენესტრაცია უნდა ითვალისწინებდეს ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებულ რიტმსა და ღიობების ფორმას;

ე) ღიობების გისოსები, სადარბაზოს კარები, ჭიშკარი, ღობე უნდა ეხამებოდეს საპროექტო უბნისა და ქუჩის მახასიათებელ დეკორს, სტილისტურ ფორმებსა და დეტალებს;

ვ) პირველი სართულის ღიობები შეიძლება, აღიჭურვოს გარედან მოწყობილი დარაბებით. დასაშვებია ფასადის ღიობებზე მარკიზების გამოყენება.

2. იმ შემთხვევაში, თუ შენობაში ან მის ნაწილში განლაგებულია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი (საყოფაცხოვრებო მომსახურება, კაფე, მაღაზია, ოფისი და სხვა), ამ ობიექტის მომარაგებისა და ნაგვის გატანის ტექნიკური დანადგარები და დამხმარე სათავსები უნდა განთავსდეს სანიტარიული ნორმების დაცვით, იმგვარად, რომ არ აღიქმებოდეს მთავარი ფასადის მხრიდან, ასევე არ ზღუდავდეს შენობის სხვა ნაწილების გამოყენებას.

3. საზოგადოებრივი ფუნქციით დატვირთვის შემთხვევაში, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურული ელემენტებითა და მოწყობილობებით შენობის აღჭურვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ უშლიდეს ხელს ფეხმავალთა გადაადგილებას საზოგადოებრივ სივრცეში.

4. ავტოსადგომებზე ჩასასვლელი პანდუსებიუნდა განლაგდეს ნაკვეთის სიღრმეში ან ეზოს ტერიტორიაზე იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს ფეხმავალთა გადაადგილებას საზოგადოებრივ სივრცეში და არ ხვდებოდეს ვიზუალური აღქმის არეალში.

5. გარე რეკლამის განთავსებისას, დაუშვებელია მკვეთრი ნეონის განათებების, შეუსაბამოდ დიდი აბრებისა და სარეკლამო ბილბორდების განთავსება. აბრების დიზაინი უნდა იყოს სადა, მკვეთრი ფერების გამოყენების გარეშე და უნდა ეხამებოდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს.

მუხლი 8. მოთხოვნები სამშენებლო მასალებსა და ფერთა გამასთან მიმართებით

1. დადგენილებით დასაშვები სამშენებლო სამუშაოებისას მხოლოდ ისეთი სამშენებლო, მოსაპირკეთებელი და გადასახური მასალების გამოყენება, რომელიც დისონანს არ შეიტანს და შეესაბამება ქ. მცხეთის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოს.

2. სამშენებლო მასალის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭოს აგურს, ბუნებრივ ქვას, ხესა და ლითონს.

3. გადახურვის მასალის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭოს ტრადიციულ კრამიტს, ასევე დასაშვებია შეღებილი ლითონისა და შინგლის გამოყენება. გადახურვისთვის გამოყენებული ფერი უნდა იყოს სადა, ფონური, ჩამოყალიბებულ გარემოსთან შესაბამისი.

4. ფასადების ფერის შერჩევის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიმდებარე ისტორიული განაშენიანება.

5. გამოყენებული ფერი უნდა იყოს სადა, ფონური. დაუშვებელია მკვეთრი და კონტრასტული ფერშეხამების გამოყენება.

ცენტრის საორგანიზაციო-საფინანსო განყოფილება

06.01.2020 წ.

 

დათვალიერება: 534
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group