ვასაჯაროებთ ქ. მცხეთის გენ-გეგმის შეფასებას
18-12-2019

     მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო შექმნილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილებით დამტკიცებული, ტექნიკური რეგლამენტის „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“  მე-16 მუხლის შესაბამისად და მის ფუნქციას წარმოადგენს დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენება და განაშენიანების რეგულირება, ქალაქთმშენებლობა და მასთან დაკავშირებული საკითხები და აღნიშნულის თაობაზე ასევე, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება.

  სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამხანაგობა „აქოლისს“ შორის 2019 წლის 5 მარტს გაფორმებული #GOG/GNT/C-026 ხელშეკრულების ფარგლებში, ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული I  და II ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და მონაცემების, კერძოდ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევის შედეგების განხილვა-შეფასების პროცესში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა 8 სხდომა.

  საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ვიცავთ რა საჯაროობის პრინციპებს, დაინტერესებულ პირთა თუ ორგანიზაციების და პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისათვის, საინტერესო იქნება საოქმო მასალების გაცნობა, რისთვისაც ვაქვეყნებთ ყველა არსებული ჩანაწერის ელექტორნულ ვერსიას.

  კითხვების და წარმოშობილი წინადადებების თაობაზე შეგვიძლიათ მოგვმართოთ მცხეთის მუნიციპალიტეტისა ან ცენტრის ოფისში როგორც წერილობით, ისე პირადად.

   სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამხანაგობა „აქოლისს“ შორის 2019 წლის 5 მარტს გაფორმებული #GOG/GNT/C-026 ხელშეკრულების ფარგლებში, ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული I  და II ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და მონაცემების, კერძოდ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევის შედეგების განხილვა-შეფასების პროცესში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა 8 სხდომა.

  საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ვიცავთ რა საჯაროობის პრინციპებს, დაინტერესებულ პირთა თუ ორგანიზაციების და პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისათვის, საინტერესო იქნება საოქმო მასალების გაცნობა, რისთვისაც ვაქვეყნებთ ყველა არსებული ჩანაწერის ელექტორნულ ვერსიას.


 

 

 

 

             მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს

ოქმი#1

 

 

ქ. მცხეთა                                                                                                           08.04. 2019  წელი

საბჭოს  სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავმჯდომარე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ელოშვილი;

საბჭოს მდივანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ანა მამაგეიშვილი;

საბჭოს წევრები:

დიმიტრი ხუნდაძე-საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი;

მარინა ზურაბიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

ეთერი გელაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

რევაზ მამულაშვილი - ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი.

საზოგადოების წარმომადგენლები და  შესაბამისი დარგის სპეციალისტები:

თამარ მაისურაძე - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორი;

ავთანდილ ნემსიწვერიძე - მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი-პედიატრი;

შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, ტურიზმის ექსპერტი;

ფირანი კირვალიძე - შპს „კადასტრიXXI”-ის დირექტორი, კადასტრის ექსპერტი.

საბჭოს სხდომას ასევე ესწრებოდნენ:

გივი გიუტაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და ოთარი ჩხეიძე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

სხდომას ესწრება გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საბჭოს შვიდი წევრიდან ექვსი წევრი და სათათბირო ხმის უფლების მქონე ექვსი წევრიდან -ოთხი. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებისუნარიანია.

დღის წესრიგი:

1.სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამხანაგობა „აქოლისს“ შორის 2019 წლის 5 მარტს გაფორმებული #GOG/GNT/C-026 ხელშეკრულების ფარგლებში, ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული I ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და მონაცემების, კერძოდ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევის შედეგების განხილვა/შეფასება.

მოისმინეს:

1.საბჭოს თავმჯდომარემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა -  გიორგი კაპანაძემაღნიშნა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო შექმნილიასაქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილებით დამტკიცებული, ტექნიკური რეგლამენტის „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“  მე-16 მუხლის შესაბამისად და მის ფუნქციას წარმოადგენს დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენება და განაშენიანების რეგულირება, ქალაქთმშენებლობა და მასთან დაკავშირებული საკითხები და აღნიშნულის თაობაზე ასევე, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება.

გ. კაპანაძემ განმარტა, რომ დღევანდელი სხდომის მოწვევის მიზეზი გახდა ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევის შედეგების დოკუმენტი, ე.წ I ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია, რომლის წარდგენაც „აქოლისმა“ განახორციელა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში გამართულ სხდომაზე ისე, რომ აღნიშნული დოკუმენტი წინასწარ წარმოდგენილი არ ყოფილა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაცნობად და ფაქტობრივად, საბჭოს წევრებს - გიორგი ელოშვილს და რევაზ მამულაშვილს ზემოაღნიშნულ სხდომაზე წარუდგინეს დოკუმენტი, რომლის შინაარსი ცნობილი არ იყო მუნიციპალიტეტის არცერთი თანამდებობის პირის და საბჭოს წევრებისთვის, რის გამოც გ. ელოშვილმა და რ. მამაულაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა. სწორედ ამის შემდგომ, ამხანაგობა „აქოლისმა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ოფიციალურად წარმოადგინა გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევის შედეგების დოკუმენტი, რომლის განხილვის და შეფასების მიზნით მოწვეულია დღევანდელი სხდომა.

გ. კაპანაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ მიმდინარებს მცხეთისთვის და თითოეული მცხეთელისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის - მცხეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის  შედგენის და დამტკიცების პროცესი. გამომდინარე აქედან, საკითხი საკამოდ სენსიტიურია, გასათვალისწინებელია თითოეული ნიუანსი, მცხეთის მოსახლეობის ინტერესი საკმაოდ დიდია და შესაბამისად, საბჭოს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა საკითხის განხილვისა,  რეკომენდაციის, დასკვნის და შენიშვნის გაცემის დროს.

2. საბჭოს წევრმა რევაზ მამულაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე და დაიწყო დოკუმენტის დეტალური განხილვა.

რ. მამულაშვილმასაბჭოს წევრებს განუმარტა, რომ ის და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ელოშვილი 2019 წლის 08 აპრილს იმყოფებოდნენ სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდში დაგეგმილ სხდომაზე, ექსპერტთა საბჭოს შეხვედრაზე, სადაც დაგეგმილი იყო ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევის შედეგების დოკუმენტის დასკვნითი განხილვა. „აქოლისმა“ გააკეთა მცირედი მოხსენება, რის შემდეგაც სხდომაზე დამსწრე პირები გადავიდნენ დოკუმენტაციის განხილვაზე. რ. მამულაშვილის განმარტებით, მან და გ. ელოშვილმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ „აქოლისმა“ დოკუმენტაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინა ხუთშაბათს და არასრულად. პარასკევს კიმიღებული იქნა შეტყობინება, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, ორშაბათს დილის 10 სთ-ზეჩაინიშნა ექსპერტთა წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა.  გამომდინარე აქედან, მაჟორიტარი დეპუტატი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს წევრები და საბჭოს წევრები, დაინტერესებული პირები ვერ გაეცნენ აღნიშნულ დოკუმენტს და ვერ გააკეთეს თავისი დასკვნები, რეკომენდაციები და შენიშვნები. შესაბამისად, რ. მამულაშვილმა და გ. ელოშვილმა შეხვედრაზე  გააკეთეს განმარტება, რომ საბჭოს მიერ დოკუმენტი განხილულ უნდა იქნეს დეტალურად, რათა შესაძლებელი გახდეს საბჭოს მიერ არგუმენტირებული დასკვნის მომზადება. გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მიმდინარე სხდომაზე, საბჭოს წევრები ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას დოკუმენტის  არსებით განხილვაში, ზემოაღნიშნული არგუმენტების გამო, რ. მამულაშვილმა და გ. ელოშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა.

აღნიშნულის თაობაზე რეპლიკა გააკეთა მცხეთისმუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და განმარტა, რომ საბჭოს წევრების მიერ პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვება ეს არ იყო მხოლოდ მათი გადაწყვეტილება, არამედ ეს იყო მისი პოზიციაც- პასუხი იმის სანაცლოდ, რომ ფაქტობრივად, მოხდა უგულებელყოფა მცხეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების. სწორედ ამ პროტესტის შემდგომ მოხდა „აქოლისის“ მიერ სრულყოფილი მასალის და მათ შორის ელ. ვერსიის მოწოდება.

ამის შემდგომ, რევაზ მამულაშვილი გადავიდა დოკუმენტის შინაარსობრივ განხილვაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე შეხვედრას აქვს მოსამზადებელი სახე და  სურვილის შემთხვევაში იგი მზადაა ყველა დოკუმენტი მიაწოდოს საბჭოს ყველა წევრს.

უშუალოდ დოკუმენტის დეტალურ განხილვამდე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ იგი მიესალმება აღნიშნულ ფორმატში გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევის შედეგების დოკუმენტის განხილვას და საბჭოს შემადგენლობას, თუმცა მისი თქმით სასურველი იქნებოდა საბჭოს მუშაობაში ჩართულიყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები,მაგალითად  ურბანისტები.

დიმიტრი ხუნდაძეს უპასუხა რევაზ მამულაშვილმა და განმარტა, რომ საბჭოს შემადგენლობაში მოწვეული იყო არქეოლოგი გურამ ყიფიანი, თუმცა მან გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ამხანაგობა „აქოლისისთან“, შესაბამისად ეს ფაქტი გამორციხავს მის შემდგომ მუშაობას ამ საბჭოში და მიზანშეწონილია ცვლილება განხორიციელდეს საბჭოს შემადგენლობაში. რევაზ მამულაშვილმა საბჭოს წინაშე დააყენა ინიციატივა გურამ ყიფიანის ნაცვლად, საბჭოს წევრად არქეოლოგის - დოქ. თემურ ბიბილურის მოწვევის შესახებ, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია და მცხეთაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

კომისიის მდივანმა კენჭისყრაზე დააყენა საბჭოს წევრის, არქეოლოგის - გურამ ყიფიანის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

კენჭისყრის შედეგები: სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრმა, რომელთაც აქვთ გადამწყვეტი ხმის უფლება მხარი დაუჭირა საბჭოს წევრის - გურამ ყიფიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. საბჭოს მოწვეულმა წევრებმა, რომელთაც აქვთ სათათბირო ხმის უფლება, ასევე გამოთქვეს მოსაზრება, რომ მიზანშეწონილია გ. ყიფიანს შეუწყდეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

საბჭომ დაადგინა:

1.გურამ ყიფიანს-მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორს,არქეოლოგიის ექსპერტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-6 მუხულის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუწყდეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

2.ეთხოვოს არგეოლოგს, დოქ. თემურ ბიბილურს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში საბჭოს მოწვეული წევრის სტატუსით.

კენჭისყრის დასრულების შემდგომ, რ. მამულაშვილმა გააკეთა ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის აღწერა:

რ. მამულაშვილი: I ეტაპის კვლევის ტექნიკური ანგარიშის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი შემუშავებულია ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების 2019 წლის 5 მარტის #GOG/GNT/C-026  ხელშეკრულების საფუძველზე.

ანგარიშის წარმდგენია -ერთობლივი საქმინობა (ამხანაგობა) „აქოლისი“;

შემსყიდველი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;

ზედამხედველი:

ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების სისტემის შემუშავების უწყებათაშორისი საბჭო;

დაინტერესებული ორგანიზაციები:

მცხეთის მუნიციპალიტეტი;

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია;

იუნესკო

მსოფლიო ბანკი

პირველ ნაწილი შედგება სარჩევისგან და იწყება დოკუმენტის შინაარსობრივი, შეფასებითი ნაწილი:

მე-2 საერთო ნაწილი, რომელიც აერთიანებს დოკუმენტაციის აღწერას, ტერმინთა განმარტებას, დაგეგმვის შემსრულებლებს, ჩატარებული სამუშაოს აღწერას, ფიზიკური გარემოს კვლევას, დოკუმენტურ კვლევას, ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგელების ნუსხას, გეოლოგიურ, ბუნებრივი ფასეულობების, სეისმურ, კლიმატური, ეკოლოგიურ და სოციოლოგიურ მონაცემებს და რუკებს, ტურიზმის შეფასების კვლევას და რუკას, ნორამატიული აქტების განხილვას:მოცემულია კანონის განმარტებები და მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი, კერძოდ: დოკუმენტში გამოყენებულია შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმინობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, ტექნიკური რეგლამენტის „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილება. ანგარიში სრულდება რეზიუმეთი, რომელიც მოიცავს: ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასდა განვითარების ხედვას.

-საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დასვა შეკითხვა - დოკუმენტში გამოყენებულია ახალი კვლევები, თუ ავტორები დაეყრდნენ ძველ კვლევებს და მონაცემებს?

-რევაზ მამულაშვილმა უპასუხა, რომ შესრულებულია ახალი კვლევები, თუმცა ძირითადი ნაწილი აღებულია ძველი კვლევებიდან და მასალებიდან, რომელიც წარმოდგენილი იყო 2016 წელს.

-მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი არის განმარტება, თუ საიდან აქვს „აქოლისს“ წარმოდგენილი საყრდენი-საბაზისო რუკა?

-რ. მამულაშვილმა განმარტა,რომ წარმოდგენილია იგივე რუკა, რომელიც იყო ქალაქის საზღვრების რუკა, თუმცა უფრო გაფართოვებული, ანუ ესაა რუკა სადაც გავრცელდება გენ-გეგმის არეალი.

ამის შემდგომ, რევაზ მამულაშვილმა საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ დოკუმენტის ტექსტში ქალაქი მცხეთა მოხსენიებულია „მეორე იერუსალიმად“  და ეს არ არის შემთხვევითი. სწორედ აქ ვლინდება დოკუმენტის ავტორების მიზანმიმართული გეგმა. კერძოდ, რ. მამულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამხანაგობა „აქოლისის“ სახელწოდებაზე და აღნიშნა, რომ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ავრელი აქოლისი იყო IV საუკუნის მცხეთელი ხუროთმოძღვარი და მხატვართუხუცესი, რომელიც მოხსენიებულია სამთავროს მონასტრის სამაროვანზე ნაპოვნ ბერძნულ ეპიტაფიასა და ანტიოქიის ტაძარში აღმოჩენილი ფილის ბერძნულ წარწერაზე. ამხანაგობა „აქოლისის“  ანგარიშიც სწორედ ავრელი აქოლისის სიტყვებით იწყება „..ვთხოვ მეგობრებსა და გამვლელებს, თვალი ეჭიროთ ერთმანეთის საქმიანობაზე, რომ მეათიათასე (წლამდე) ვინმემ არ დააზიანოს... (და თუ ასეთი რამ მოხდა), მან აგოს პასუხი თავის აღდგომისას“. დოკუმენტის ავტორების მიერ ფაქტობრივად ეს არის ირიბი მინიშნება,  რომ დაიწყევლება ყველა ვინც ,,დააზიანებს მცხეთას“. ეს არის დამახინჯება ფაქტებისა და არასწორად გადმოცემა იმ ისტორიული ჩანაწერისა, რომელიც წარმოდგენილია დოკუმენტზე. კერძოდ, დოკუმენტის ავტორების მიერ შეგნებულად დამალულია ის ფაქტი, რომ საქმე ეხება საფლავის შეურაცხყოფას და ავრელი აქოლისი აფრთხილებს სწორედ მათ, ვინც გაბედავს მისი და მისი მეუღლის საფლავის შეურაცყოფას. შესაბამისად, ანგარიშის დასაწყისშივე ჩანს, რომ ამხანაგობა „აქოლისი“ მოწოდებულია არა იმისთვის, რომ შექმნას განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი, არამედ აქციოს ის ერთგვარ მისტიურ დოკუმენტად, რომელიც უხვადაა გაჯერებული რელიგიური მიმოხილვით და ექსკურსით.

-საბჭოს წევრმა ავთანდილ ნემსიწვერიძემასევე აღნიშნა, რომ მართლაც, ამახანაგობის სახელწოდებაშივე უკვე იგრძნობა, თუ რა კუთხით მიყავს დოკუმენტში მსჯელობა ამხანაგობა „აქოლისს“, ამიტომ, პრინციპულად უნდა განიმარტოს, რომ გენ-გეგმა და მასთან დაკავშირებული ყველა ეტაპის დოკუმენტები, მათ შორის ეს ანგარიშიც, არ არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ დოკუმენტი, არამედ წარმოადგენს  ქალაქის განაშენიანების დოკუმენტს. ამიტომ, ამხანაგობა „აქოლისს“  უნდა მიეცეს შეკითხვა - ის ამზადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ დოკუმენტაციას, თუ განაშენიანების გეგმას? ა. ნემსიწვერიძემ ასევე აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის ფუნქცია ეს უფრო მაღალი ფუნქციაა და მასზე ზრუნვას უზრუნველყოფს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის კულტურის სამინისტრო, ხოლო მცხეთის მოსახლეობის, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების,  და ამ საბჭოს მიზანია მცხეთის განაშენიანების გეგმის დამტკიცება, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღები და დააკმაყოფილებს ყველას კანონიერ ინტერესს. შესაბამისად, თუ ამ იდეას მხარს არ უჭერს „აქოლისი“, ცხადია მათთან თანამშრომლობა გაჭირდება.

-გივი გიუტაშვილმააღნიშნა, რომსწორედ ამ იდეაში ვერ ხდება თანხვედრა და„აქოლისის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს აკლია კონკრეტიკა, მსჯელობა. დოკუმენტში არ არსებობს რეალური მოთხოვნები და გეგმა განაშენიანებისა.

-საბჭოს მოწვეულმა წევრმა თამარ მაისურაძემაღნიშნა, რომ დოკუმენტის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ მეტწილად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლებზე.

-საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ამას აქვს გარკვეული გამართლება, ვინაიდან იყო საშიშროება მცხეთის იუნესკოდან ამორიცხვის, ნამდვილად არსებობდა ეს რისკ-ფაქტორები. დ. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ  იუნესკო აკეთებს ბევრ სასიკეთო საქმეს და ეს ფაქტია. თუმცა, იგი ეთანხხმება იმ პოზიციას, რომ ეს უნდა იყოს განაშენიანების დოკუმენტი, რომლის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში პრინციპული და პრობლემური საკითხები უნდა წამოიწიოს წინ  და ამ საკითხების მიმართ უნდა არსებობდეს პოლიტიკური კონსენსუსი, პოლიტიკური თანხმობა.

-მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ განსახილველი დოკუმენტი წარმოადგენს ხერხემალს, კონცეფციას, რაზედაც უნდა აიგოს გენ-გეგმა 

და სწორედ ამ კონცეფციაში ყურადღების გამახვილება „მეორე იერუსალიმის“ თემაზე ხელს შეუშლის განაშენიანებას.

- „მეორე იერუსალიმის“ საკითხთან დაკავშირებით -საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემაღნიშნა: იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო აღიარება, რომ ქალაქი მცხეთა არის მეორე იერუსალიმი,ამ ფაქტს მივესალმებით. თუმცა, მისი მოსაზრებით ეს მხოლოდ ადგილობრივი, გარკვეული ჯგუფის ილუზიებია, რომელსაც განხორციელების პერსპექტივა ნაკლებად აქვს.

-რ. მამულაშვილმა გააგრძელა თემა და აღნიშნა, რომ იუნესკოს წარმომადგენობის საპატრიარქოშიშეხვედრისას გაჟღერდა „ახალი იერუსალიმის“ იდეა.

- გ. კაპანაძემგააკეთა რეპლიკა, რომ ახალი და მეორე იერუსალიმი ერთი და იგივე არ არის და ცხადია, რომ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. უფრო კონკრეტულად კი - მეორე ნიშნავს ანალოგს, ხოლო ახალი - შექმნილს;

-რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ „ახალი იერუსალიმი“ გაჟღერებულია იუნესკოს რეკომენდაციაშიც. იდეა „ახალი იერუსალიმი“ მოცემულია იუნესკოს რეკომენდაციაში, ხოლო „მეორე იერუსალიმი“ „აქოლისის“ მიერ შედგენილ დოკუმენტში.

აღნიშნულ თემაზე მერის მოადგილემ მ.ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, როგორიცაა იუნესკოს რეკომენდაცია და წარმოდგენილი გეგმარებითი დავალების შესრულების ანგარიში „ახალი იერუსალიმის“ და „მეორე ისერუსალიმის“  იდეის გაჟღერება შემთხვევითი არ არის და ამას სჭირდება სიღრმისეული განხილვა. რადგან, მათ შორის არსებითი განსხვავებაა. ფაქტია, რომ „მეორე იერუსალიმი“ საპატრიარქოში განხილული თემაა, მაგრამ რას ნიშნავს „ახალი იერუსალიმი“?  შესაძლებელია ამ იდეის ტექსტებში შემოტანა გამომდინარეობდეს მცხეთაში არსებული ე.წ „სანათლავის“ ჩართვით  დოკუმენტის ტექსტში. თუ აი ამ ხაზს გავყვებით, მაშინ რეალურად მივიღებთ სულ სხვა დატვირთვის დოკუმენტს და არა განაშენიანების გეგმას.

-საბჭოს მოწვეულმა წევრმა თამარ მაისურაძემ აღნიშნა, რომ „მეორე იერუსალიმი“ ან/და „ახალი იერუსალიმი“ ამ სიტყვების ეფექტი იმდენად დიდია, რომ შესაძლებელია საზოგადოებაში სხავდასხვა ინტერპრეტაცია გამოიწვიოს.

ამის შემდგომ რევაზ მამულაშვილმა გააგრძელა ტექსტის შინაარსობრივი განხილვა და აღნიშნა, რომ ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტს აშკარად ემჩნევა ტენდენციური გავლენა. განხილულია კვართის შემობრძანება, წმინდა ნინოს გზა  ანუ ფაქტობრივად დოკუმენტი წარმოადგენს რელიგიურ-ისტორიულ ნარკვევს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო განაშენიანების რეგულირებასთან. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ტექსტში კულტურული და ისტორიული ძეგლების დასახელებები არასწორადაა მოცემული, მაგალითად: ოლღას მონასტერი, ბეთლემის გამოქვაბული და სხვა. რაც ასევე, რ. მამაულაშვილის თქმით წარმოზდგენს შეგნებულ გათვლას, რათა ქ. მცხეთაში არსებული ძეგლების გაიგივება მოხდეს იერუსალიმში არსებულ წმინდა ადგილებთან. ამასთან, ტექსტში არ არის გაშლილი სამართლებრივი მსჯელობა. გადმოწერილია კანონის ამონარიდები და არ არის მოცემული სამართლებრივი დასაბუთება. ასევე, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი მცხეთის ტურისტულ პოტენციალზე.

აღნიშნულის შესახებ გ. კაპანაძემ განმარტა, რომ დოკუმენტის ავტორები სპეციალურად არ შლიან ტურიზმის თემას, რადგან ეს არ არის მათთვის მომგებიანი და არ ჯდება იმ რელიგიურ ასპექტებში, რომლითაც გაჯერებული აქვთ გეგმარებითი დავალების ანგარიში;

ტურიზმის თემასთან დაკავშირებით რ. მამულაშვილმა საბჭოს მოწვეულ წევრს შალვა ალავერდაშვილს გააცნო „აქოლისის“ მიერ დოკუმენტში შეტანილი ტურიზმთან დაკავშირებული სტატისტიკური  მონაცემები, რის შესახებაც შ. ალავერდაშვილმა განმარტა, რომ ტურიზმის თემა დამუშავებული არ არის და დოკუმენტში მოცემული სტატისტიკური მონაცემები და მასალები აღებულია სტატისტიკის დეპარტამენტიდან და ვიკიპედიის საიტიდან.

საბჭოს მოწვეულმა წევრმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ დასვა შეკითხვა, წარმოადგინა თუ არა ამხანაგობა „აქოლისმა“ ხარჯთაღრიცხვა?

-რ. მამულაშვილმა უპასუხა, რომ ხარჯათაღრიცხვას არ გაცნობია არც ის და არც მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები

ამის შემდგომ რ. მამულაშვილმა საბჭოს წვრებს განუმარტა, რომ როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მუშავდება იდეა ახალი სამართლებრივი ნორმის ამოქმედების, რომლის თანახმად, შესაძლებელია ქ. მცხეთაში მშენებლობის ნებართვების გაცემის საკითხი დაარეგულირონ სახელმწიფო უწყებებმა და ეს უფლებამოსილება ჩამოერთვას მცხეთის მუნიციპალიტეტს;

-მ. ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ნებართვების გაცემის, აგრეთვე ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის დამტკიცების განსაკუთრებული ანუ ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს თვითმმართველ ერთეულს, კერძოდ ამ შემთხვევაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს, რაც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განმტკიცებული უფლებაა და ნებისმიერი ნორმა, რომელიც თვითმმართველობის კოდექსთან მოვა წინააღმდეგობაში, სავარაუდოდ გამოიწვევს კოდექსის ცვლილებას და აგრეთვე, ყველა იმ საკანონმდებლო აქტების ცვლილებას, რომელიც შემხებლობაშია მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილებებთან. თუმცა, ეს უფრო  შორეული პერსპექტივაა და ამიტომ, გამართლებული არ არის ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში აპელირება იმაზე, რომ მოსალოდნელია საკანონმდებლო ბაზის ცვლილება, რამაც შესაძლოა უკვე დამტკიცებულ გენ-გეგმაში გამოიწვიოს ცვლილებები. ფაქტია, რომ გეგმარებითი დავალების დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს დღეს და დოკუმენტი უნდა პასუხობდეს დღეს მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც ამ ეტაპზე, გამორიცხავს მუნიციპალიტეტის ორგანოების გვერდის ავლით სამშენებლო ნორმების, მათ შორის განაშენიანების რეგულირების ნორმების დადგენას.

ამის შემდგომ რ. მამულაშვილმა განაგრძო, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მსჯელობა ისეთ პრობლემატურ საკითხებზე როგორიცაა: მორატორიუმი, მიწის მესაკუთრეთა ინტერესები, ქალაქში სამხედრო ბაზების არსებობა და სხვა. ანუ ყველა ის თემა, რომლის რეგულირებასაც უნდა ემსახურებოდეს ამ დოკუმენტის მიღება-დამტკიცება.

საბჭოს წევრმა მერის მოადგილემ მ.ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მართლაც ტექსტში არაფერია ნათქვამი ფიქირს გორაზე, წიწამურსა და აზნეფტის დასახლებაში მიწის გამოყენებაზე და მესაკუთრეთა ინტერესებზე და ამ თემასთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა - უნდა მოხდეს თუ არა, შეხსენება „აქოლისისთვის“, რომ გამორჩენილი აქვთ ეს საკითხები და ხომ არ მოხდა ამ საკითხების შეგნებულად უგულებელყოფა დოკუმენტში?

საბჭოს მოწვეულმა წევრმა თამარ მაისურაძემასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა იყოს დოკუმენტში განხილული მიწის მესაკუთრეთა უფლებები;

რ. მამულაშვილმააღნიშნა, რომ დოკუმენტში ავტორებს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წარმოჩენილი აქვთ ეკლესიის წინადადებების უგულებელყოფა და ქალაქ მცხეთის, როგორც წმინდა ქალაქის ფუნქციის ვერ გაგება, რაც ნამდვილად შეურაცხმყოფელია თითოეული მცხეთელისთვის;

 -საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს სიტყვები ნამდვილად შეურაცხმყოფელია;

რ. მამულაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გარდა რელიგიური თემებისა წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია პარტიულ ინტერესებზე, რაც არარელევანტურია საერთოდ თემასთან;

აღნიშნულს დაეთანხმა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები არ უნდა იყოს მოცემული წარმოდგენილ დოკუმენტში;

საბჭოს მოწვეულმა წევრმა ავთანდილ ნემსიწვერიძემსაბჭოს წევრებს განუმარტა,რომ არც ეხლა და არც ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში გენ-გეგმის საკითხის განხილვისას არ ყოფილა არავინ წინააღმდეგი იუნესკოს რეკომენდაციების. პრობლემა იყო ყოველთვის შემდგომში სხვა დამატებები და მოთხოვნები, რომელიც სცილდებოდა იუნესკოს რეკომენდაციებს  და მოთხოვნებს და რაც დღესაც სახეზეა წარმოდგენილ დოკუმენტში.

საბჭოს მოწვეულმა თამარ მაისურაძემ აღნიშნა, რომ გარდა საბჭოსი და მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირებისა, აუცილებელია ამ პროცესში მეტად იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება;

თ. მაისურაძეს უპასუხა რევაზ მამულაშვილმა და საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმება სკაიპ-კონფერენცია იუნესკოს წარმომადგენლებთან, რის შემდგომაც, აუცილებლად დაიგეგმება შეხვედრა მოსახლეობასთან.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემაღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად უნდა მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვა-შეფასება, უნდა გამოიყოს ყველა მნიშვნელოვანი, პრობლემატური საკითხი და ამის შემდგომ, განხილვა უნდა გადავიდეს უფრო მეტად საქმიან ფორმატში.

განხილვის შედეგების, საბჭოს წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების, შეფასებების და შენიშვნების საფუძველზე, საბჭომ გააკეთა შემაჯამებელი შეფასება: წარმოდგენილი დოკუმენტი არ პასუხობს განაშენიანების რეგულირების მოთხოვნებს, არ არის განხილული ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გადაწყვეტაც უნდა მოხდეს სწორედ მცხეთის გენ-გეგმის დამტკიცებით. წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსობრივი მხარე ფაქტობრივად წარმოადგენს რელიგიურ-ისტორიულ მიმოხილვას, რომელშიც ფაქტები და გარკვეული საკითხები საჭიროებს დაზუსტებას/შესწორებას, უგულებელყოფილია მცხეთის მუნიციპალიტეტის ინტერესები და ჩნდება განცდა, რომ დოკუმენტის დამტკიცება ემსახურება რომელიმე ჯგუფის ბიზნეს-გეგმის განხორციელებას. გამომდინარე აქედან, ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი საჭიროებს კორექტირებას და არ არის მისაღები საბჭოსთვის.

გადაწყვეტილება მიღებულია საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრის და მოწვეული წევრის თანხმობით.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოქმს ხელმოწერით ვადასტურებთ:

საბჭოს თავმჯდომარე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი

გიორგი კაპანაძე

 

საბჭოს მდივანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ანა მამაგეიშვილი

ოქმი შედგენილია საბჭოს მდივნის ანა მამაგეიშვილის მიერ 15 ფურცლად.  საბჭოს მდივანს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში/კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს

ოქმი#2

 

 

ქ. მცხეთა                                                                                                           18.04. 2019  წელი

საბჭოს  სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავმჯდომარე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ელოშვილი;

საბჭოს მდივანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ანა მამაგეიშვილი;

საბჭოს წევრები:

მარინა ზურაბიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

ეთერი გელაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ზურაბ მარსაგიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სივრცითი მოწყობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

რევაზ მამულაშვილი - ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი.

 საზოგადოების წარმომადგენლები და  შესაბამისი დარგის სპეციალისტები:

ფირანი კირვალიძე - შპს „კადასტრიXXI”-ის დირექტორი, კადასტრის ექსპერტი.

საბჭოს სხდომას ასევე ესწრებოდნენ:

გივი გიუტაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და ოთარი ჩხეიძე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

სხდომას ესწრება გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საბჭოს შვიდი წევრიდან ექვსი წევრი. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებისუნარიანია.

დღის წესრიგი:

1.სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამხანაგობა „აქოლისს“ შორის 2019 წლის 5 მარტს გაფორმებული #GOG/GNT/C-026 ხელშეკრულების ფარგლებში, ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული I ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და მონაცემების, კერძოდ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევის შედეგების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2019 წლის 11 აპრილის #45/ო ბრძანებით შექმნილი „პროფესიული საკონსულტაციო საბჭოს“ მიერ განხილვისას გამოთქმული შენიშვნების და მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი.

მოისმინეს:

1.საბჭოს წევრმა რევაზ მამულაშვილმა აღნიშნა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის, როგორც დაინტერესებული მხარის პროტესტმა შედეგი გამოიღო. კერძოდ,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2019 წლის 11 აპრილის #45/ო ბრძანებით შეიქმნა  „პროფესიული საკონსულტაციო საბჭო“ და დამტკიცდა საბჭოს დებულება. დებულების თანახმად, საბჭოს მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის შემუშავების პროცესში პროფესიული კონსულტაციის გაწევა, უწყებათაშორისი საბჭოსათვის წინადადებების წარდგენა, დოკუმენტაციის გაცნობა, შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების, შენიშვნებისა და წინადადებების შემუშავება. საბჭოს შემადგენლობა საკმაოდ მრავალდარგობრივია და დაკომპლექტებულია, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან, ისე შესაბამისი დარგის სპეციალისტებით. კერძოდ:

1.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საბჭოში წარმოადგენს:

ნინო გვენცაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ამავე დროს არის საბჭოს თავმჯდომარე;

კახა ფოცხვერაშვილი;

სოფიკო მაისურაძე;

კახაბერ ნიაური - მოწვეული არქიტექტორი;

ნინო ფურცხვანიძე;

გიორგი ღიბრაძე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი;

გიორგი აღნიაშვილი, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი;

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს საბჭოში წარმოადგენს:

პაატა შანშიაშვილი - კონსულტანტი;

ჯუანშერ შველიძე -არქიტექტორი;

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმოადგენს - თეა ონიანი; შინაგან საქმეთა სამინისტროს  - ალექსანდრე კუტიბაშვილი; ხოლო, თავდაცვის სამინისტროს - კახაბერ ირიაული;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბჭოში წარმოადგენს - კობა ჩიბურდანიძე;

სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენს:

ალექსანდრე ჩხირაძე;

მანანა ვარძელაშვილი;

სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე, წარმოდგენილია 2 (ორი) წევრით: მედეა ჯანიაშვილი და თამარ მაისურაძე;

საბჭოს საქმინობაში წევრის სტატუსით მონაწილეობას იღებენ შემდეგი პირები:

დავით სვანიძე - საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების , ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს წევრი, არქიტექტორი;

გივი მეტრეველი - სივრცით-ტერიტორიული დაგგემვის სპეციალისტი, არქიტექტორი;

მანუჩარ მახათაძე - ქალაქთმშენებლობის დაგეგმვის სპეციალისტი, ურბანისტი;

გოდერძი ნარიმანიშვილი -არქეოლოგი;

მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა:

გიორგი ელოშვილი;

ზურაბ მარსაგიშვილი;

რევაზ მამულაშვილი.

რ. მამულაშვილმა განმარტა, რომ როგორც შემადგენლობიდან ჩანს, საბჭო მრავალფუნქციურია. ამასთან, რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტი წარმოდგენილია საბჭოში 3 (სამი) წევრით, რაც უპირველესად მერის - გიორგი კაპანაძის დამსახურებაა. ამის შემდგომ რ. მამულაშვილი გადავიდა საკონულტაციო საბჭოს სხდომის მიმდინარეობის დეტალებზე და აღნიშნა:

-2019 წლის 12 აპრილს გაიმართა „პროფესიული საკონსულტაციო საბჭოს“ სხდომა, რომელსაც მოწვეული პირის სახით ესწრებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტირს მოადგილე - მზია გიორგობიანი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირეტქორის პირველი მოადგილე - ჯუანშერ ბურჭულაძე. სხდომას ესწრებოდა საბჭოს 20 წევრი. დღის წესრიგის საკითხს წარმოადგენდა - ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების I ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა. სხდომის დასაწყისშივე ყველამ აღნიშნა, რომ დოკუმენტაცია წრამოდგენილია ხარვეზებით. პირველი შენიშვნები გაკეთდა დოკუმენტის შესავალ ნაწილზე. კერძოდ,საბჭოს წევრების მიერ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ტექსტში ავრელი აქოლისის სიტყვების გამოყენება არ  არის კორექტული და მისაღები და ტექსტიდან ეს ნაწილი ამოღებულ უნდა იქნეს. რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ 12 აპრილის სხდომაზე წინ იყო წამოწეული „ახალი იერუსალიმის თემა“ და მოხდა თემის გაშლა.ამასთან, რ. მამულაშვილის განმარტებით, მან აქცენტი გააკეთა ტურისტულ მიმართულებებზე, რის შესახებაც  „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, ფაქტობრივად მსჯელობა საერთოდ არ არის.  პროფესიული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მან დამსწრე პირებს განუმარტა, რომ „აქოლისის“ მიერ აქცენტი გაკეთდა ისეთ ვითომდა „პრობლემატურ“  თემებზე როგორიცაა კანალიზაციის სისტემა და ეკლესიასთან ურთიერთობა. გამომდინარე აქედან, მან საბჭოს წარუდგინა ის ძირითადი პრობლემატური საკითხები და თემები, რომელიც ყველაზემნიშვნელოვანია და რომლის ირგვლივაც უნდა  მოხდეს მსჯელობის გაშლა და დაიდოს რეალური შეფასებები და შედეგები და რომლის გადაწყვეტასაც ყველაზე მეტად ელოდება მცხეთის მოსახლეობა. კერძოდ: მორატორიუმის თემა, მიწათმესაკუთრეთა უფლებები, სამხედრო ბაზის საკითხი, ეკოლოგიური მდგომარეობა და ამ კუთხით, ყურადღება დაეთმო არაგვის ხეობას, მიმდებარე ტერიტორიას.

- მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა კითხვით მიმართა რევაზ მამულაშვილს იყო თუ არა, სხდომაზე განხილული თეატრონის თემა?

- რ. მამულაშვილმა უპასუხა, რომ თეატრონის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი ტერიტორიის“ თემა ცალკე იყო განხილული. ასევე, ცხელ ტერიტორიებად რჩება კერძო საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთები, რომელიც მოქცეულია მორატორიუმის ზონაში და რომლებზედაც შემდგომში, შესაძლებელია გავრცელდეს გარკვეული შეზღუდვები.ამასთან, რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ განხილვის თემა იყო ქ. მცხეთაში სასაფლაოს ტერიტორია და მან ინფორმაცია მიაწოდა საბჭოს, რომ ვერ ხდება აღნიშნული ტერიტორიის დარეგისტრირება მუნიციპალიტეტის საკუთრებად გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი შედის ტყის ფონდში და აუცილებელია მისი ტყის ფონდიდან ამორიცხვა.

- საბჭოს წევრმა ზურაბ მარსაგიშვილმა დასვა შეკითხვა, თუ რა თანხაა გამოყოფილი მცხეთის განაშენიანების გეგმაზე და რა რაოდენობის თანხას მიიღებს შემსრულებელი, ამ შემთხვევაში ამხანაგობა „აქოლისი“ ვალდებულების წარმატებით შესრულების შემთხვევაში?

- ზ. მარსაგიშვილის შეკითხვას უპასუხა, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ელოშვილმა და განმარტა, რომ გენ-გეგმაზე გამოყოფილია 2 124 000  ლარი და პროცესის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, შემსრულებელი მიიღებს 1 800 000 ლარს. ამასთან, გ. ელოშვილმა აღნიშნა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტი თანხების ათვისების და ოდენობების ნაწილში ვერ ერევა რადგან, თანხა გამოყოფილია მგფ-ის მიერ.

-საბჭოს წევრმა ზურაბ მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რაში იხარჯება ამ რაოდენობის თანხა. ვინაიდან, ფაქტობრივად, „აქოლისის“ მიერ შედგენილი დოკუმენტი ეყრდნობა სხვის მიერ შედგენილ მასალებს და „აქოლისს“ დიდი სირთულის სამუშაო შესასრულებელი არ აქვს.

-რ. მამულაშვილმა განავრცო საკითხი და აღნიშნა, რომ როდესაც წინა შემსრულებელს „სალი 2011“-ეს უარი ეთქვა მათ მიერ შემუშავებული განაშენიანების რეგულირების დოკუმენტაციის დამტკიცებაზე, ითქვა, რომ მართალია მათ მიერ შესრულებული დოკუმენტი არ არის მისაღები, თუმცა შესაძლებელი იყო ამ დოკუმენტაციის საკონსულტაციოდ/სარეკომენდაციოდ გამოყენება. რასაც აკეთებს კიდეც გარკვეულ შემთხვევებში ამხანაგობა „აქოლისი“.  თუმცა, რ. მამულაშვილმა განმარტა, რომ „სალი 2011“-ისგან განსხვავებით, ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ კვლევა კეთდება  ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

- ზ. მარსაგიშვილმა საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, ამხანაგობა „აქოლისს“  მცხეთის გენ-გეგმის შემუშავების პროცესში დაქირავებული ყავს სტუდენტები და მისი თქმით, ისეთ სერიოზულ დოკუმენტზე მუშაობა, როგორიცაა განაშენიანების რეგულირების გეგმაა, უნდა განხორციელდეს მხოლოდ კვალიფიციური კადრების მიერ. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს სპეციფიკურ სამუშაოს და არა სასწავლო პროცესს.

- მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მარინა ზურაბიშვილმა დასვა შეკითხვა:თუ რატომაა, საკონსულტაციო საბჭო განწყობილი, რომ თეატრონი და მაგალითად - ფიქრის გორა არის ე.წ „ცხელი წერტილები“? მ. ზურაბიშვილის განმარტებით ეს არასწორი მიდგომაა დაფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ აპრიორშივე დევს აკრძალვა  - თეატრონის და ფიქრის გორის განაშენიანების, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ თავიდანვე გაპროტესტდა.

- შეკითხვას უპასუხა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ ეს გამომდინარეობს სწორედ იქედან, რომ თავშივე ხაზი გაესვა მეორე იერსულამისი თემას, რაც გულისხმობს იმას, რომ გენ-გეგმა უნდა მოერგოს „მეორე იერუსალიმის“ კონცეფციას. ამიტომ, უნდა დაიდოს განაშენიანების დოკუმენტი, სადაც გაიწერება სად შეიძლება განაშენიანება, სად არის აკრძალული ზონები, რა სახის მშენებლობებია დასაშვები კონკრეტულად ტერიტორიაზე და ა.შ. ანუ განაშენიანების დოკუმენტთან არანაიირ კავშირი არ აქვს და არ უნდა ქონდეს „მეორე იერუსალიმის“ თემას. გ.კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად შეთანხმებაზე წამოვიდნენ და საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე ბევრმა ახსენა, რომ ეს დღეს განსახილველი თემა არ არის და უნდა მოხდეს ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული დოკუმენტიდან მისი ამოღება. თუმცა, გ. კაპანაძის თქმით, მიუხედავად შეთანხმებისა, არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, რომ გენ-გეგმის ტექსტში არ მოხდეს კვლამ ამ ტერმინის ჩასმა.

- ზ. მარსაგიშვილმა „მეორე იერუსალიმის“ თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ისიც გასარკვევია, თუ რა იგულისხმება ამ ტერმინის ქვეშ და დავუშვათ საერთაშორისო დონეზე ქ. მცხეთისთვის „მეორე იერუსალიმის“ სახელის მინიჭების შემთხვევაში, საერთოდ რა პრივილეგიებით ისარგებლებს ქალაქი მცხეთა?

- გ. კაპანაძემ უპასუხა ზ. მარსაგიშვილის შეკითხვას: -სწორედ იმიტომ, რომ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია და არ დევს განმარტება, თუ რა იგულისხმება ამ ტერმინის ქვეშ, დავაფიქსირეთ ჩევნი პოზიცია, რომ „მეორე იერუსალიმის“ თემა არ არის დღეს განსახილველი თემა და არ არის კავშირში გენ-გეგმასთან.

- საბჭოს წევრმა ზურაბ მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ თვალშისაცემია ე.წ არქეოლოგიური ზონებით მანიპულირება „აქოლისის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში. კერძოდ, მისი განმარტებით, არქეოლოგია არაა ის თემა, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს განაშენიანებას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტერიტორია, რომელზედაც აღმოჩნდება არქეოლოგიური არტეფაქტები, არქეოლოგების მიერ შესაბამისი სამუშაოს ჩატარების შემდგომ, ექვემდებარება დაკონსერვებას და არანიარად ეს ხელისშემშლელი არაა განაშენიანებისთვის.

- გ. კაპანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  თუ გენ-გეგმის შემუშავების პროცესი წავა „მეორე იერუსალიმის“ თემის ქვეშ, მაშინ უმჯობესია ეს დოკუმენტი საერთოდ არ დაიდოს ან მივიღებთ დოკუმენტს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ეკლესიის შეხედულებები და პოზიცია. ამიტომ, გ. კაპანაძის თქმით, საკოსნულტაციო საბჭოს სხდომაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ მკაფიოდ დაისვა საკითხი, რომ უნდა დაიდოს განაშენიანების დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სად შეიძლება მშენებლობა და სად არა.

- რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ 2019 წლის 12 აპრილის სხდომაზე, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პოზიციას, რომ არ უნდა იყოს ტექსტში „მეორე  იერუსალიმის“ თემა წამოწეული. საბჭოს მხოლოდ ორმა წევრმა გაშალა ეს თემა და კვლავ რელიგიური მნიშვნელობიდან აღნიშნეს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ამ ტერმინს.

- გ. კაპანაძემ განმარტა, რომ უპირველესყოვლისა „აქოლისი“ ვალდებულია დადოს დოკუმენტი, რომელიც განგვისაზღვრავს სად შეიძლება განაშენიანება და სად არა. ამასთან, ქ. მცხეთაში კონკრეტულ ტერიტორიაზე განაშენიანების აკრძალვას სჭირდება დასაბუთება, დასკვნა, თუ რატო არ შეიძლება ამ თუ იმ ადგილზე განხორციელდეს მშენებლობა. ნებისმიერი აკრძალვა, რომელიც არ დაეფუძნება დასაბუთებას და შესაბის დასკვნას, იქნება მიუღებელი.

- რ. მამულაშვილმააღნიშნა, რომ სანათლავის მოწყობა იყო ასევე, განხილვის თემა, რის შესახებაც მან, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ სანათლავი უნდა იყოს ანტიოქიის ეკლესიასთან, ხოლო ადგილზე, რომელზედაც სანათლავის მოწყობა განზრახულია „აქოლისის“ მიერ მომზადებული დოკუმენტით, აუცილებელია მოეწყოს ჭაბურღილი, რომელიც უზურნველყოფს სუფთა წყლის მიწოდებას.

- მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმასაბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ როგორც მისთვის ცნობილია, ტერიტორია, რომელიც 100 წლის უკან იყო განაშენიანებული დაექვემდებარება განაშენიანებას, ხოლო რომელიც ამ პერიოდში საერთოდ არ იყო განაშენიანებული, არ დაექვემდებარება განაშენიანებას.

- ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, ისტორიულ განაშენიანებულ ნაწილში განაშენიანება დაიშვება, ხოლო სადაც საერთოდ არ ყოფილა განაშენიანება, იქ -აიკრძალება. თუმცა, გ. კაპანაძის განმარტებით, საკითხი დასამუშავებელია და ხელახლაა ეს თემა გასავლელი.

- რ. მამაულაშვილმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პროფესიული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ახლო მომავალში აპირებენ ქ. მცხეთაში ჩამოსვლას, რათა დაათვალიერონ ქალაქი და ამის შემდგომ მისცენ „აქოლისს“ დავალებები.ასვე, რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ მან, მინისტრის მოადგილეს გადაუგზავნა რუკები,   იუნესკოს რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს ორ სართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობას და იმ პირთა -კერძო მესაკუთრეთა სია, რომელებიც შეიძლება დაზარალდნენ დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ. ასევე, რ. მამულაშვილის თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, 12 აპრილის სხდომაზე საბჭოს წევრებს განუმარტეს, რომ ქ. მცხეთაში განთავსებული სამხედრო ბაზა ხელს უშლის განაშენიანებას და ყველა რეკომენდაცია ითვალისწინებს იმას, რომ ქ. მცხეთაში სამხედრო ბაზა განთავსებული არ უნდა იყოს.აღნიშნულ თემაზე საბჭოს ზოგიერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ბაზის მოშლა მიზანშეუწონელია.

ამასთან, რ. მამულაშვილმა აღნიშნა,რომ ერთ-ერთი მთავარი თემა არის დროებითი ნაგებობების მშენებლობა. დროებით ნაგებობას და ასევე, რეკონსტრუქციას იუნესკო და ქართული კანონმდებლობა სხვადასხვაგვარად განმარტავს. გამომდინარე აქედან, იუნესკოში გადაგზავნილია ქართული საკანანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ასევე, რ. მამულაშვილმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 12 აპრილის პროფესიული საკონსულტაციო საბჭოს #1 ოქმი გადაეგზავნა ამხანაგობა „აქოლისს“  და მიეცა 15 დღე  ხარვეზების გამოსასწორებლად.

-აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ელოშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ 15 დღეში „აქოლისი“ ვერ შეძლებს ხარვეზების გამოსწორებას და ავტომატურად დაექვემდებარება დაჯარიმებას.

-რ. მამულაშვილი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა არქეოლოგიის თემას და განმარტა, რომ „აქოლისის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს ერთ-ერთი სუსტი მხარე აქვს არქეოლოგიური ნაწილი. მისი თქმით, მაგალითად, ფიქრის გორაზე სამჯერ ჩატარდა არქეოლოგიური კვლევები, გათხარეს ტრანშეები და იპოვეს მხოლოდ 15 სამარხი, სადაც ისტორიული ღირებულების მქონე მასალები ნაპოვნი არ ყოფილა.ნაწილიშესწავლილია, ნაწილი  კი დროთა განმავლობაში განადგურებული იქნაე.წ. ,,შავი არქეოლოგიის“ მიმდევართა მიერ, რომელთა საქმიანობა დრევანდელ მსოფლიოში სამწუხაროდ ისევ არსებობს..

- გ. კაპანაძემ ერთგვარად შეაჯამა მიმდინარე სხდომა და აღნიშნა, რომ საბოლოოშეფასებების გაკეთება შესაძლებელი იქნება „აქოლისის“ მიერ პირველი ეტაპის დოკუმნეტის შესწორებული ვარიანტის წარმოდგენის შემდგომ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მე-2 რანგში გადაინაცვლა „მეორე იერუსალიმის თემამ“ და ეს საკითხი მომავლის თემა გახდა, საერთოდ ამოვარდა დღის წესრგიდან გზების ჩაკეტვის თემა და აღმაშენებლის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის საკითხი- ანუ თემები, რომელიც საფრთხის შემცველი იყო ამოღებულია.

საბჭოს თავმჯდომარემ - გიორგი კაპანაძემ,  გამომდინარე იქედან, რომ მიმდინარე საბჭოს სხდომა ატარებდა ინფორმაციულ ხასიათს და საბჭო არ არის ამ ეტაპზე მოწვეული კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად, საბჭოს წევრს რევაზ მამულაშვილს სთხოვა, შემაჯამებელი სიტყვის სახით, პროფესიული საკონსულტაციო საბჭოს 2019 წლის 12 აპრილის სხდომის #1 ოქმში მოცემული შენიშვნების და ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საბჭოს წევრებისთვის გაცნობა.

რევაზ მამულაშვილი:პროფესიული საკონსულტაციო საბჭოს 2019 წლის 12 აპრილის სხდომაზე გამოთქმულ იქნა როგორც ზოგადი თემატური და შინაარსობრივი, ისე კონკრეტული ტექნიკური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები. კერძოდ: საბჭოს ყველა წევრის მიერ აღნიშნულ იქნა, რომ გრაფიკული მასალა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი: ნაკლებად ინფორმაციულია და შეიცავს ბევრ ხარვეზს, კვლევის ტექსტურ ნაწილში წარმოდგენილიყველა მიმართულების კომპონენტები საჭიროებს  მეტად შესწავლას და დაზუსტებას, მათ შორის: ეკოლოგია, საგზაო და სატრანსპორტო სქემები, კულტურული მემკვიდრეობა, არქეოლოგია, ტურიზმი, აგლომერაციის საკითხები, საერთაშორისო ვალდებულებები და ა.შ.  დოკუმენტური კვლევა, რომელიც წარმოდგენილია „აქოლისის“ მიერ ფრაგმენტული ფოტოკოლაჟის სახით ასევე, არ იძლევა სრულყოფილ სურათს და აკლია ინფორმაციულობა. ზოგადად კი - წარმოდგენილი მასალა სისტემაშია მოსაყვანი და თემატურად გასაანალიზებელი მოკვლეული ინფორმაციის შესაბამისად. ამასთან, საბჭოს წევრების განმარტებით, დოკუმენტში ნაკლულია ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის კვლევები. არ არის განხილული წინაქრისტიანული მემკვიდრეობა. ყველა გრაფიკულ მასალას აკლია ინფორმაციულობა: არ გააჩნია განმარტებები, არ აქვს კავშირი ტექსტთან. საკადასტრო რუკაზე ნაჩვენები ადმინისტრაციული შენობები არ არის ფერით გამოყოფილი, არ არის გამოვლენილი სოციალური ინფრასტრუქტურის ნაგებობები, დოკუმენტში არ არის ასახული საავტომობილო გზების საკითხი,დოკუმენტზე დატანილი რუკები დაბალი ხარისხისაა და წარმოდგენილია ინფრომაციის ნაკლულობით, კვლევას აკლია სოციალური ინფრასტრუქტურის დახასიათება, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სპორტული, გართობა-დასვენების, სასტუმროების, კვების, ადმინისტრაციული, სამართალდამცავი და სხვა ობიექტების რაოდენობის და მდებარეობის დეტალური აღწერა, წარმომდგენილ ტოპო-გეგმაზე არ არის სრული მონაცემები შენობებზე, ქუჩებზე, იზოჰიფსებზე სტანდარტულად არ არის ნიშნულები მითითებული, ქუჩათა ქსელი ზოგან წყდება, ზოგან არასწორადაა მითითებული, არაა დატანილი რკინიგზის ხაზები, პირობითი აღნიშვნები, გრაფიკული ნაწილი შესავსებია რუკებით:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებით;

არქეოლოგიური ობიექტების დაცვის ზონებით;

გრგ-ების არეალის ჩვენებით;

მწვავე ადგილების ჩვენებით;

სიმაღლეების რუკა (რელიეფი);

ფერდობების დახრილობა.

ასევე, საკადასტრო მონაცემების შესახებ ინფორმაცია  არ არის წარმოდგენილი დეტალიზაციით, არ არის მოცემული ყველა სახის საინჟინრო ქსელის დეტალური დახასიათება, ძეგლების ნუსხა არ არის ინფორმაციული, ქალაქმაფორმირებელი ფაქტორები ძირითადად რელიგიური კუთხით შემოიფარგლება, საჭიროა მეტი ჩაშლა, ტოპოგეოდეზიური რუკა და საყრდენი რუკა  უნდა დამუშავდეს და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს გადაწყვეტილებით, შენიშვნები და რეკომენდაციები გადაეგზავნება ამხანაგობა „აქოლისს“ და ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდს. „აქოლისს“ მიეცა 15 კალენდარული დღის ვადა კორექტირებული მასალის წარმოსადგენად - შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საბჭომ დაადგინა:

1.პროფესიული საკონსულტაციო საბჭოს 2019 წლის 12 აპრილის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და მიღებული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად მისაღები და გასაზიარებელია.

2.საბჭოს მომდევნო სხდომა გაიმართოს ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ კორექტირებული დოკუმენტის წარმოდგენისთანავე.

გადაწყვეტილება მიღებულია საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრის და მოწვეული წევრის თანხმობით.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოქმს ხელმოწერით ვადასტურებთ:

საბჭოს თავმჯდომარე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი

გიორგი კაპანაძე

 

საბჭოს მდივანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ანა მამაგეიშვილი

ოქმი შედგენილია საბჭოს მდივნის ანა მამაგეიშვილის მიერ 12 ფურცლად.  საბჭოს მდივანს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში/კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს

ოქმი#3

 

 

ქ. მცხეთა                                                                                                           02.05. 2019  წელი

საბჭოს  სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავმჯდომარე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ელოშვილი;

საბჭოს მდივანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ანა მამაგეიშვილი;

საბჭოს წევრები:

ეთერი გელაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ზურაბ მარსაგიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სივრცითი მოწყობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

რევაზ მამულაშვილი - ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი;

გივი გიუტაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;

ოთარი ჩხეიძე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

საზოგადოების წარმომადგენლები და  შესაბამისი დარგის სპეციალისტები:

ფირანი კირვალიძე - შპს „კადასტრიXXI”-ისდირექტორი, კადასტრის ექსპერტი;

თამარ მაისურაძე - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორი;

ავთანდილ ნემსიწვერიძე - მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი-პედიატრი;

შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, ტურიზმის ექსპერტი.

საბჭოს სხდომას ასევე ესწრებოდა:

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  - ილია ჯიშკარიანი.

სხდომას ესწრება გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საბჭოს ცხრა წევრიდან შვიდი წევრი. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებისუნარიანია.

დღის წესრიგი:

1.სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამხანაგობა „აქოლისს“ შორის 2019 წლის 5 მარტს გაფორმებული #GOG/GNT/C-026 ხელშეკრულების ფარგლებში, ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებული I ეტაპის კვლევის კორექტირებული ანგარიშის შეფასება.

მოისმინეს:

1.კომისიის მდივანმა საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 01 მაისის #ს-983 ბრძანების საფუძველზე, საბჭოს შემადგენლობას წევრის სტატუსით დაემატა: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ოთარი ჩხეიძე. შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული პირები მონაწილეობას იღებენ  - საბჭოს წევრის სტატუსით. ამასთან, მერის ზემოაღნიშნული ბრძანებით, საბჭოს 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოში საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება შეუწყდა მოწვეულ სპეციალისტს, არქეოლოგს - გურამ ყიფიანს.

2.რევაზ მამულაშვილმა კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამხანაგობა „აქოლისთან“ გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ასევე, ესწრებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი კაპანაძე და რომელ შეხვედრაზეც ამხანაგობა „აქოლისის“ დირექტორმა ბრძანა, რომ გათვალისწინებული იქნებოდა საბჭოს შენიშვნები.თუმცა, რ. მამულაშვილის განმარტებით, მოხდა პირიქით, ფაქტობრივად „აქოლისმა“ წარმოადგინა იგივე დოკუმენტი, რომელსაც არ შეიძლება ეწოდოს კორექტირებული ვერსია. დოკუმენტი იწყება იგივე ეპიტაფიით და შინაარსობრივად იგივე ვერსიაა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ტოპოგეოდიზური რუკა შეცვლილია. არქეოლოგიური ზონა კიდევ უფრო გაზრდილია და არქეოლოგიურ ზონასთან დაკავშირებით, მათი აზრია, რომ აღნიშნული ზონა უნდა მართოს მხოლოდ კულტურამ და ძეგლთა დაცვამ და მცხეთის მუზეუმ ნაკრძალმა - მუნიციპალიტეტის დაწესებულებების ჩარევის გარეშე. რაც შეეხება ტოპონიმების რუკას, რ. მამულაშვილის განმარტებით, ფაქტობრივად, კვლავ მოცემულია მეორე იერუსალიმის რუკა და უფრო მეტი დამაჯერებლობითაა ახსნილი მეორე იერუსალიმის იდეა. ერთადერთი რაც გაითვალისწინეს არის ის, რომ ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაში დამატებულია მამულაშვილის ბაღი.

ამასთან, რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესი ,,აქოლისის“ მხრიდან სვეტიცხოველი-ჯვრის დამაკავშირებელი ხიდის თემასთან დაკავშირებით. გაკეთებულია განმარტება, რომ ხიდს ჰქონდა რელიგიური დატვირთვა და მომლოცველებისთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რაც რ. მამულაშვილის განმარტებით შეუძლებელია სიმართლე იყოს. ცნობილია, რომ არაგვზე გადადიოდა საურმე ხიდი, რომელიც წყალს მიქონდა ადიდების დროს  და მას არანაირი სხვა დატვირთვა, მითუმეტეს რელიგიური კუთხით არ ქონია. „აქოლისის“ მთელი კონცეფცია და სტრატეგია აგებულია სწორედ ამ ხიდის ირგვლივ. ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ მცხეთის გენ-გეგმა იქცა ქართული მითოლოგიის და გიდების სახელმძღვანელო ნაკრებად. დოკუმენტი ისევ არ არის დამუშავებული. მასში მოყვანილია ფაქტების კონსტანტაცია და სივრცით-ტერიტორიული განაშენიანების კუთხით, ნამუშევარი არ ჩანს. არ არის განხილული მაგალითად, მცხეთის ქალაქმაფორმირებელი საკითხები. „აქოლისის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი ისევ და ისევ შედგენილია მითოლოგიურ დონეზე და მასში არ ჩანს, არცერთი თუნდაც მეცნიერული ნაშრომი, რომელსაც „აქოლისი“ დაეყრდნო დოკუმენტის მომზადების პროცესში.ამდენად, დაუსაბუთებელია როგორც რელიგიური, ისე ისტორიული კუთხით მცხეთის - მეორე იერუსალიმად მოხსენიება ვინაიდან, არ არსებობს არცერთი ნარკვევი ან/და ნაშრომი, ისტორიული წყარო, რომელიც ერთმიშვნელობნად დაადასტურებს, რომ მცხეთა არის მეორე იერუსალიმი.

ასევე, რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ ეკოლოგიურ მონაცემებში „აქოლისს“ წარმოდგენილი აქვს ვითომდა ახალი ფოტომასალა, თუმცა ეკოლოგიის კუთხით მსჯელობა იგივეა, რაც იყო ძველ დოკუმენტში და ერთადერთი, სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ აქცენტი გააკეთეს სამშენებლო მასალებით დაბინძურებასა და ავტოტრანსპორტით მცხეთის გადატვირთვაზე.

ამასთან, რ. მამულაშვილმასაბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამხანაგობა „აქოლისს“ შედგენილი აქვს კითხვარი, რომლის დარიგებასაც აპირებენ ქ. მცხეთის მოსახლეობისთვის და რომელიც შეიცავს მაგალითისთვის მსგავსი ტიპის შეკითხვებს: რა ტიპის კომერციულ საქმიანობას ეწევა ესა თუ ის პირი?რა არის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ღირებულება? რა არის ოჯახის შემოსავალი?მუშაობს თუ არა რიამე ტიპის არასამთავრობო ორგანიზაცია ქ. მცხეთის მოსახლეობის პრობლემებზე? და სხვა. ეს კვლევები და ვითომდა ე.წ „გამოკითხვა“ ემსახურება მხოლოდ „აქოლისის“ ინტერესებს, რათა მოსახლეობა შეიყავნონ შეცდომაში და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ცუდი შედეგები.

-თამარ მაისურაძე დაეთანხმა რ. მამულაშვილის განმარტებას, რომ „აქოლისის“ მიერ დაგეგმილი მოსახლეობის გამოკითხვა, რომელიც ვითომდა უნდა ჩატარდეს განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, შეიცავს გაცილებით სახიფათო მიზანს. მაგალითად, შეკითხვა საცხოვრებელისახლის ღირებულებასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგბარია გენ-გეგმაზე მომუშავე პირებმა რატომ უნდა მიიღონ კერძო მესაკუთრისგან ეს ინფორმაცია?.

რ. მამულაშვილმა განაგრძო დისკუსია კორექტირებული დოკუმენტის ირგვლივ და განმარტა, რომ „ახალ“ ვერსიაში ტურიზმთან დაკავშირებით არაფერია დამატებული და ამ კუთხით ნამუშევარი საერთოდ არ ჩანს.

-შალვა ალავერდაშვილმა დაადასტურა, რომ ტურიზმის თემაზე ნამუშევარი ნამდვილად არ არის და განმარტა, რომ „აქოლისს“ ინფორმაცია მოპოვებული აქვს სხვადასხვა საიტებიდან. ერთადერთი, მინიშნება აქვთ გაკეთებული თეატრონის ტერიტორიაზე და ისიც გაკვრით.

- რ. მამულაშვილი: ნამდვილად, თეატრონის თემაზე დამატებულია ერთი გვერდი და წერია ძალიან მცირე ინფორმაცია.

- საბჭოს წევრმა ზურაბ მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან საფრთხილოა მეორე იერუსალიმის თემა. იმ შემთხვევაში, თუ მცხეთას მართლაც მიენიჭება მეორე იერუსალიმის სტატუსი, შესაძლებელია იერუსალიმში მცხოვრებმა იუდეველებმა და კოფტებმა მოითხოვონ მცხეთაში გარკვეულ ტერიტორიებზე უფლებები. მაგალითისთვის - რა ვითარებაცაა დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ.

 - რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიულად მიდის თემა - კონკრეტული ადგილების ტურიზმის ზონიდან ამორიცხვის, რათა აღნიშნულ ადგილებს მიეცეს მხოლოდ რელიგიური დატვირთვა.

- ავთანდილ ნემსიწვერიძემ დასვა შეკითხვა - „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით ჩანს თუ არა, მტკვრის მარცხენა სანაპიროს რეაბილიტაციის პერსპექტივა?

 - რ. მამულაშვილმა უპასუხა ა. ნემსიწვერიძის შეკითხვას და აღნიშნა, რომ დოკუმენტში მსგავსი პერსპექტივა არ ჩანს.

 -ავთანდილ ნემსიწვერიძე დაუბრუნდა სვეტიცხოველი-ჯვრის დამაკავშირებელი ხიდის თემას და აღნიშნა, რომ გააჩნია რა მიზნით მოხდება ხიდის აღდგენა და რა დატვირთვის მატარებელი იქნება.

 -რ. მამულაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ხიდი არის ფაქტობრივად „აქოლისის“ ტაქტიკური ნაწილი, რომლის გარეშეც მეორე იერუსალიმის კონცეფციას აზრი ეკარგება. რ. მამულაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან გაკეთდა ალტერნატიული შეთავაზება  - ხიდის ნაცვლად, ბორანით გადაადგილების შესახებ.. მათი ხედვით კანალიზაციის სისტემაც კი უნდა დამაგრდეს სვეტიცხოველი-ჯვრის დამაკავშირებელ ხიდზე და მიუერთდეს ჟინვალის კოლექტორს.

მაშინ როდესაც მცხეთაში არსებობს ე.წ. ,,პომპეუსის ხიდი“ რომელსაც გააჩნია შეუფასებელი საკრალურ-ისტორიული კონტექსტი, მარავალსაუკუნოვანი ისტორია პირველი ქართული სახელმწიფოებრივობის შექმნის დღიდან და ტურიზმის განვითარების უმაღლესი პოტენციალი, დოკუმენტში მისი ადგილი რატომღაც ვერ მოიძებნა.

რევაზ მამულაშვილმა გააგრძელა დოკუმენტის განხილვა და აღნიშნა, რომ წინა ვერსიისგან განსხვავებით, კორექტირებულ ვერსიაში შემოტანილი აქვთ აგლომერაციის თემა. კერძოდ, მცხეთა განხილულია როგორც თბილისის აგლომერაციის ნაწილი. „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით ხაზგასმულია, რომ ქალაქში არ უნდა იჭრებოდეს სატრანსპორტო ნაკადები და უნდა მოეწყოს ალტერნატიული გზები ქალაქის მაქსიმალურად განტვირთვისთვის.

 -ავთანდილ ნემსიწვერიძემდასვა შეკითხვა -  ხომ არ იყო საუბარი მეტროს ხაზის მცხეთის მიმართულებით გამოგრძელებაზე? მისი თქმით, ადრე ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დროს გენ-გეგმის პროექტზე მუშაობისას გაიჟღერა ამ ვერსიამ და კარგი იქნება თუ განხორციელდება ეს იდეა, რადგან ხელი შეეწყობა მოქალაქეთა გადაადგილებას.

 - რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან სახიფათოდაა აგლომერაციის საკითხი შემოტანილი „აქოლისის“ მიერ დოკუმენტში. ფაქტობრივად, ისინი მისდევენ იდეას, როდესაც ე.წ „დიდი ქალაქები“ ასე ვთქვათ ყლაპავენ „პატარა ქალაქებს“. მათი ვერსიით მცხეთა-თბილისი უნდა ავსებდეს ერთმანეთს. ისევე როგორც რუსთავმა დაკარგა თავისი ფუნქცია და იქცა თბილისის გარეუბნად, ასევეა განხილული ქალქი მცხეთაც, რომელიც „აქოლისის“ მიერ განიხილება როგორც თბილისის ოლქი. ანუ, დღევანდელი განხილვის თემა არის არა, კორექტირებული ვერსიის განხილვა, არამედ ძველი ვერსიის ხელახალი განხილვა, რომელშიც უკვე დამატებულია აგლომერაციის თემა, ოლქის თემა ანუ ისევ და ისევ თემები, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ინტერესებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, რ. მამულაშვილმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ როგორც მისთვის ცნობილია, 13-14 მაისს დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, სადაც უნდა გაიჟღეროს მეორე იერუსალიმის თემამ და თუ ეს მართლაც მოხდა, უხერხულია შეეწინააღმდეგო ამ საკითხს და უარი განაცხადო მცხეთისთვის ამ სტატუსის მინიჭებაზე. ანუ, ფაქტობრივად, ხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ჩიხში მოქცევა.

 -თამარ მაისურაძემ განმარტა, რომ საჭიროა მოწვეულ იქნეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მოამზადებენ საპირისპირო დოკუმენტს, ერთგვარ შესაგებელს „აქოლისის“ მიერ მომზადებული დოკუმენტისა, რომელშიც პროფესიონალურ დონეზე იქნება განხილული ის, თუ რატომ არ არის მისაღები „აქოლისის“ ნაშრომი.

 -რ. მამულაშვილი დაეთანხმა თ. მაისურაძის მოსაზრებას და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ამგვარი დოკუმენტის ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადება.

 -მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ განმარტა, რომ ფაქტობრივად, „აქოლისს“ უნდა მცხეთის მთელი ტერიტორია აქციოს არქეოლოგიურ ზონად.  ამიტომაც, ძველ ვერსიასთან შედარებით კორექტირებულ დოკუმენტში მტკიცებულებების და არგუმენტაციის გარეშე გაზრდილია არქეოლოგიური ზონა, მეორე იერუსალიმის საკითხი უფრო მეტად მწვავედ არის წარმოდგენილი, შემოტანილია აგლომერაციის თემა. გარდა ამისა, უპასუხოა შეკითხვები, მაგალითად: სვეტიცხოველი-ჯვრის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა რა სარგებელს მოუტანს მცხეთას და მის  მოსახლეობას?ასევე, უნდა გაკეთდეს აქცენტი თეატრონის შემდგომ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

- რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ მერის, საკრებულოს,  მერიის წარმომადგენლების და მოსახლეობის ძალისხმევით, მიღწეულ იქნა ის, რომ მცხეთის გენ-გეგმის საკითხმა აიწია ცენტრალური მთავრობის დონეზე. შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომლის არსებობაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. რ. მამულაშვილის განმარტებით, 13 მაისს საქართველოში ჩამობრძანდება იუნესკოს წარმომადგენელი, რომელიც დადებს თავის დასკვნას „აქოლისის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტზე. აუცილებელია, რომ იუნესკოს წარმომადგენელს წარედგინოს შენიშვნები და დასკვნები, რომელიც მცხეთის წარმომადგენლობამ დადო.ამასთან, როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გენ-გეგმა საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და სიტუაცია არ უნდა მივიდეს იქამდე, რომ მთავრობის მიერ მოხდეს დოკუმენტის დამტკიცება.

 - თ. მაისურაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობა და მათი მეტი ჩართულობა მიმდინარე პროცესში. სწორად უნდა მოხდეს მოსახლეობამდე საკითხის მიტანა.

- თ. მაისურაძეს უპასუხა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბ-ნ გ. კაპანაძემ და აღნიშნა, რომ „აქოლისის“ წინაშე თავიდანვე იყო საკითხი დაყენებული მოსახლეობის ჩართულობასთან დაკავშირებით და მათ სისტემატიური კავშირი უნდა ქონოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.

 - რ. მამულაშვილმა საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართება სამ ეტაპად:

1.“აქოლისი“ გააკეთებს კორექტირებული დოკუმენტის პრეზენტაციას;

2.გაიმართება დისკუსია - კითხვა-პასუხის რეჟიმში;

3.გადაწყვეტილების მიღება;

 -მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ზემოაღნიშნულ სხდომაზე უნდა გაკეთდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადება, რომ არცერთი შენიშვნა არ არის „აქოლისის“ მიერ გათვალისწინებული. პირიქით, მათ არამცთუ დააკორექტირეს პირვანდელი დოკუმენტი, არამედ ჩაამატეს ისეთი საკითხები, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესებს. მაგალითად, არქეოლოგიური ზონა მნიშვნელოვნად გაზარდეს, ფაქტობრივად ამ ზონას უჭირავს 37 ჰექტარი, რაც იმას გულისხმობს, რომ ვერავინ ვერაფერს ააშენებს და მეტიც, ვისაც აშენებული აქვს შესაძლებელია მას დანგრევა მოუწიოს.

 -გივი გიუტაშვილმა აღნიშნა, რომ „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით ფაქტობრივად ნაგულისმევია  - მცხეთა-მცხეთელების გარეშე.

-გ. გიუტაშვილის რეპლიკას უპასუხა რევაზ მამულაშვილმა და განმარტა, რომ „აქოლისის“ მიერ დაგეგმილი გამოკითხვა ემსახურება სწორედ იმას, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, წარმოადგინონ არარეალური სურათი , რათა მცხეთა გახდეს ე.წ დაკეტილი სივრცე - იზოლირებული ქალაქი. „აქოლისი“ იშველიებს ვითომდა იუნესკოს აკრძალვებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს რადგან, იუნესკოს დასკვნაში წერია, რომ მაგალითად ფიქრის გორას განაშენიანება შესაძლებელია, სენსიტიურია მტკვრის და არაგვის შესართავი, რომელიც ვიზუალურად არ უნდა იყოს გადატვირთული - ესაა იუნესკოს დასკვნა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ შეაჯამა საბჭოს სხდომა და განმარტა, რომ სამწუხაროდ ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილი კორექტირებული დოკუმენტი კვლავ ვერ პასუხობს მცხეთის მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესებს, არ აკმაყოფილებს განაშენიანების რეგულირების სტანდარტებს, არ არის დოკუმენტი დამუშავებული, არცერთი შეკითხვა, რომელიც დაისვა მცხეტის წარმოამდგენლობის მიერ არ არის პასუხგაცემული, არ არის გათვალისწინებული არცერთი შენიშვნა. კვლავ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც მორგებულია ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებზე და რომელიც გაჯერებულია რელიგიურ-მითოლოგიური, დაუსაბუთებელი არგუმენტებით.

საბჭომ დაადგინა:

1.საბჭოს მომდევნო სხდომა გაიმართოს უწყებათაშორის საბჭოზე  ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ კორექტირებული დოკუმენტის წარდგენის შემდგომ.

გადაწყვეტილება მიღებულია საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრის და მოწვეული წევრის თანხმობით.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის  პუნქტის თანახმად, ოქმს ხელმოწერით ვადასტურებთ:

საბჭოს თავმჯდომარე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი

გიორგი კაპანაძე

 

საბჭოს მდივანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ანა მამაგეიშვილი

ოქმი შედგენილია საბჭოს მდივნის ანა მამაგეიშვილის მიერ 12 ფურცლად.  საბჭოს მდივანს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში/კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს

ოქმი#4

 

 

ქ. მცხეთა                                                                                                           08.05. 2019  წელი

საბჭოს  სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავმჯდომარე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე;

საბჭოს მდივანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ანა მამაგეიშვილი;

საბჭოს წევრები:

დიმიტრი ხუნდაძე-საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი;

გივი გიუტაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;

ოთარი ჩხეიძე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

ზურაბ მარსაგიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სივრცითი მოწყობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ეთერი გელაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

რევაზ მამულაშვილი - ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი.

 

საზოგადოების წარმომადგენლები და  შესაბამისი დარგის სპეციალისტები:

შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, ტურიზმის ექსპერტი;

ფირანი კირვალიძე - შპს „კადასტრიXXI”-ისდირექტორი, კადასტრის ექსპერტი.

თამარ მაისურაძე - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორი;

ჯუღული ახვლედიანი - გარემოსდაცვის ექსპერტი;

სხდომას ესწრება გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საბჭოს ცხრა წევრიდან შვიდი და სათათბირო ხმის უფლების მქონე ხუთი წევრიდან -ოთხი. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებისუნარიანია.

დღის წესრიგი:

1.უწყებათაშორისი საბჭოს მიერ ამხანაგობა „აქოლისის“მომზადებული I ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და მონაცემების, კერძოდ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების წინასაპროექტო კვლევის შედეგების განხილვა/შეფასების შედეგების და გამოთქმული შენიშვნების საბჭოსთვის გაცნობა.

მოისმინეს:

1.დღის წესრიგთან დაკავშირებით, ერთგვარი წინასიტყვაობით წარსდგა საბჭოს წინაშე საბჭოს წევრი - რევაზ მამულაშვილი.

რ. მამულაშვილი:

2019 წლის 06 მაისს ჩემს მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ იქნა  ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებულკორექტირებულ დოკუმენტზე შენიშვნების ნუსხა. როგორც საბჭოსთვის ცნობილია, კორექტირებულ ვერსიაზე დადგინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. კერძოდ, შენიშვნები არ იყო გათვალისიწნებული, ფაქტობრივად მოხდა იგივე ვერსიის წარმოდგენა მცირედი ინფორმაციის დამატებით, ხოლო ახალი მონაცემები რაც დაემატა, დაუმუშავებელია და მიუღებელია ისევე, როგორც მთლიანად წარმოდგენილი დოკუმენტი. გამომდინარე აქედან, არსებობს ალბათობა, რომ პროცესები დაუსრულებლად გაგრძელდება. ანუ, „აქოლისი“ წარმოადგენს კორექტირებას, რომელიც შეიძლება არ იყოს მისაღები არც ჩვენთვის და არც უწყებათაშორისი საბჭოსთვის და ასე გაგრძელდეს დაუსრულებლად, რაც არასწორია და წესით არცერთ მხარეს არ აყენებს კარგ მდგომარეობაში. გამომდინარე იქედან, რომ კორექტირებული დოკუმენტი არ იქნა მოწონებული უწყებათასორიის საბჭოს მიერ, ამხანაგობა „აქოლისს“ მიეცა კიდევ 15 დღიანი ვადან ყველა შენიშვნის გათვალისწინებისთვის, ხარვეზების გამოსწორებისთვის და დოკუმენტიის საბოლოო ვერსიის წარმოდგენისთვის. საბოლოო ვერსიის წარმოდგენის ვადა არის 21 მაისი. თუ დოკუმენტის შინაარსობრივ მხარეს გავითვალისწინებთ, მათ 90% დოკუმენტის ტექსტური ნაწილის აქვთ შესასწორებელი, რაც ფაქტობრივად ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ 15 დღის ვადაში „აქოლისი“ ვერ მოახერხებს ხარვეზების გამოსწორებას და საბოლოო ვერსიის წარმოდგენას. აღნიშნული ფაქტი მათ ფაქტობრივად უწყებათასორისი საბჭოს სხდომაზეც აღიარეს და განმარტეს, რომ 15 დღიანი ვადა ძალიან მცირეა ყველა შენიშვნის გათვალისწინებისთვის.

რ. მამულაშვილმა საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ მისი აზრით, საბჭოს მიმდინარე სხდომაზე უნდა გადაწყდეს - რა პოზიციას დაიკავებს საბჭო იმ შემთხევვაში, თუ პირველი ეტაპის დოკუმენტი 15 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, კვლავ იქნება ხარვეზიანი?.

ამასთან, რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ „აქოლისის“ მიერ საყრდენი გეგმა ფაქტობრივად არ არის გაკეთებული, რაც არის მთავარი ხარისხობრივი მაჩვენებლი იმისა, რომ გენ-გეგმა როგორც ასეთი -შედგა. გენ-გეგმა მრავალფუნქციური დოკუმენტია და წესით „აქოლისს“ დაწყებული უნდა ქონდეს დღეის მდგომარეობით მეორე ეტაპზე მუშაობა  - პირველადი პროდუქტი მომზადებული უნდა იყოს.

 -რ. მამულაშვილს უპასუხა თ. მაისურაძემ და აღნიშნა, რომ შესაძლებელია „აქოლისს“ უკვე აქვს დაწყებული მუშაობა მეორე ეტაპზე.

 -რ. მამულაშვილმა განმარტა, რომ ფაქტიურად, პირველ ეტაპზე უნდა აშენდეს გენ-გეგმა და როგორც დღეს არსებული ვითარება გვაჩვენებს, „აქოლისს“ არ აქვს რეალური კონცეფცია, რომელიც განვითარდება და ამ ლოგიკით, მათ არ აქვთ მუშაობა დაწყებული მეორე ეტაპის დოკუმენტზე.

რ. მამულაშვილმა კიდევ ერთხელ გაშალა ე.წ ხიდის თემა, რომლის ირგვლივ განხილვა გაიმართა საბჭოს წინა სხდომაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამხანაგობა „აქოლისის“ მთელი კონცეფცია აგებულია ხიდის მშენებლობაზე, რომელსაც სურთ მისცენ ვითომდა რელიგიური დატვირთვა.

 -გ. გიუტაშვილმაგანმარტა, რომ ფაქტიურად საკანალიზაციო სისტემის ხიდთან დაკავშირებით სურთ გაამართლონ ხიდის ასრებობის თემა.

 - ჯ. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ზოგადად ქალაქ მცხეთაში ხიდის მშენებლობა, რომელიც განტვირთავს ტურისტულ ნაკადებს ცუდი იდეა არაა და მაგალითად, შესაძლებელია ასეთი ხიდის მშენებლობა განხორციელდეს ბებრისციხესთან;

 - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემაღნიშნა, რომ სასურველია გადანაწილდეს ტურისტული ნაკადები და ასეთ შემთხვევაში არ იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილის განვითარების ინტერესი. ამ მიზნით, სასურველია ასევე, ავტოპარკის ლოკაციები მოეწყოს სხვადასხვა ადგილზე.

 - რ. მამულაშვილმა ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სასურველია მოხდეს ტურისტული ნაკადების გადანაწილება და ამისთვის აუცილებელია თეატრონის ტერიტორიის განვითარება.

 -გ. გიუტაშვილი: ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არმაზის ტერიტორია და მისი პოპულარიზაცია;

 -რ. მამულაშვილი: ნამდვილად არის ქალაქში ტერიტორიები, რომლის სწორად განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წაადგება, როგორც ტურიზმის განვითარებას, ტურისტული ნაკადების გადანაწილებას ისე, მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობას. მაგალითად: თეატრონის განვითარება და ამ ტერიტორიის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეცვლის ე.წ „ბაზრის უბნის“ მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობას და სხვა.

ტურიზმის თემასთან დაკავშირებით  შალვა ალავერდაშვილმა საკუთარი ხედვა გააცნო საბჭოს წევრებს.

შ. ალავერდაშვილი:ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ტურისტი დარჩეს ქალაქში. რა იგულისხმება ამაში: მაგალითად, ტურისტმა დაათვალიერა ისტორიულ-კულტურული ძეგლები, შემდეგ უნდა შევთავაზოთ ე.წ გასართობი სივრცე როგორც დიდებისთვის, ისე  - პატარებისთვის. სწორედ თეატრონის ტერიტორიის განვითარება იძლევა ამის საშაუალებას. როდესაც ტურისტი საღამოს 7-8 საათამდე არის ქალაქში, უკვე დიდი შანსია, რომ ის ღამისთევითაც დარჩება აქ. ტურისტული ნაკადები იმიტომ არ რჩებიან ქალაქში, რომ არ არის ღამის გასართობი ანუ - ღამე არაფერი არ ხდება საინტერესო ტურისტისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ტურისტს შევთავაზოთ კარგად შედგენილი/დაგეგმილი ტურისტული გეგმა - ტურისტული მარშრუტი.

  -დ. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ სწორია ეს კონცეფცია და ამიტომ უნდა აღდგეს თეატრონის ტერიტორია და მასუნდა მიეცეს ფუნქცია. უნდა ფაქტობრივად გავაცოცხლოთ ის - რაც დამალულია. ანუ რაც სანახაობრივია უნდა შევძლოთ მისი წარმოჩენა.მაგალითად: ბაგინეთის, სადგურის ტერიტორიის, თეატრონის ტერიტორიის გაცოცხლება. დ. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა საბაგიროს მოწყობის პროექტი, რომელზედაც უარი ეთქვა კულტურის სამინისტროს მიერ. დ. ხუნდაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის რაც არსებული, მაგრამ გადამალულია უნდა წამოიწიოს და სწორ კონცეფციაში მოექცეს. „აქოლისის“ მიზანს წარმოადგენს მხოლოდ ერთი კონკრეტული ტერიტორიის ათვისება და განვითარება  - ერთი ლოკაციის გაცოცხლება, რაც დ. ხუნდაძის თქმით სწორი არ არის.

 - რ. მამულაშვილი: ფაქტია, რომ მცხეთას უყურებენ როგორც რელიგიურ თემას და არ სურთ სხვა მიმართულებების წარმოჩენა. ამიტომაც „აქოლისს“ აქცენტები გაკეთებული აქვს არა ისტორიულ ძეგლებზე და წყაროებზე, არამედ მხოლოდ რელიგიურ ძეგლებსა და თემებზე. ცხადია ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია და მცხეთას აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი. ტურიზმის განვითარებას ავტომატურად მოსდევს - ხალხის დასაქმება და ეკონომიკური განვითარება.

 - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამხანაგობა „აქოლისს“ დიდი ხანია პირველი ეტაპის დოკუმენტი მომზადებული და შემუშავებული აქვს და არანაირი რეალური კორექტირება მათ არ გაუკეთებიათ, მხოლოდ შეალამაზეს ტექსტი და წარმოადგინეს ფაქტობრივად იგივე დოკუმენტი. ამასთან, გ. კაპანაძემ განმარტა, რომ მცხეთას დიდი სიწმინდეები გააჩნია, ისტორიაც საკმაოდ დიდი აქვს და ამიტომ, ტურიზმს თუ შევთავაზებთ ისტორიას და მომავალს ერთად შერწყმულს, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება.

 -დ. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მომზადებულ დაახლოებით 300 გვერდიან დოკუმენტში ტურიზმს დათმობილი აქვს მხოლოდ გვერდ-ნახევარი.

 - გ. კაპანაძემ  აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ შემუშავდება თეატრონის განვითარების გეგმა.

 -აღნიშნულის თაობაზე დ. ხუნდაძემ განმარტა, რომ თეატრონის განვითარების კონცეფცია არსებობს, მაგრამ ეს არ ჩანს „აქოლისის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის კონცეფციაში. ანუ, სხვა საკითხებთან ერთად თეატრონის განვითარება არაა ერთ სისტემაში მოქცეული.

 -თ. მაისურაძემ აღნიშნა, რომ როგორც საბჭოს წინა სხდომაზე, ისე დღესაც იგი აყენებს საკითხს, რომ საბჭოს ინიციატივით მომზადდეს ალტერნატიული დოკუმენტი, რომელიც იქნება „აქოლისის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის ალტერნატიული ვარიანტი, რაც გაამართლებს იმას, თუ რატომ არ ვარგა მათ მიერ მომზადებული ვერსია.

 -ჯ. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ იგი დეტალურად გაეცნობა პირველი ეტაპის დოკუმენტს, გამოთქმულ შენიშვნებს და წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას და შენიშვნებს. ამასთან, ჯ.ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სასურველია საბჭოს თითოეულმა წევრმა კომპეტენციის მიხედვით წარმოადგინოს საკუთარი ხედვა გენ-გეგმასთან დაკავშირებით.

რ. მამულაშვილმა საბჭოს წევრებს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

მ/წლის 12 მაისს ძეგლთა დაცვა და საპატრიარქო ატარებს საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც დაესწრება იუნესკოს წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტები და დაგეგმილია მისი, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 15 წუთიანი მოხსენება, სადაც ის წარადგენს კონცეფციას „მცხეთის გაბრწყინება“, რომელიც მოიცავს როგორც თეატრონის ტერიტორიის განვითარებას, ისე ტურისტული მარშრუტების გაშლას და სხვა.

 -ზ. მარსაგიშვილი: ზოგადად, მრჩება შთბაეჭდილება, რომ „აქოლისის“ წარმომადგენლები კამათში და პოლემიკაში არ შემოვლენ, რათა თემებმა არ მიიღოს კონკრეტიკა და არ აღმოჩდნენ ჩიხში. რაც შეეხება ხიდის მშენებლობის საკითხს, ჩემი აზრით ხიდის მშენებლობა იქ, სადაც „აქოლისის“ მიერაა გადაწყვეტილი ქალაქის ცენტრისთვის დამღუპველია, რადგან ფაქტობრივად მთელი ტურისტული ნაკადი გადავა იქით მხარეს ჯვრის ტერიტორიისკენ. თავისთავად ხიდის იდეა ცუდი არაა, მაგრამ ხიდი უნდა იყოს ბებრისციხესთან და არა ისე, როგორც მათ სურთ, რომ ფაქტიურად მეორე იერუსალიმის თემა აიყვანონ პილიგრიმების დონეზე, მოაწყონ სანათლავი და გააკეთონ სანახაობა.

-რ. მამულაშვილი: დაველოდოთ მოვლენებს რა მოხდება საერთაშორისო კონფერენციაზე.“აქოლისი“ ელოდება სწორედ ამ კონფერენციას, რომ გააკეთონ განცხადება მეორე იერუსალიმის თემაზე და შემდგომ ეს გამოიყენონ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ საერთაშორისო დონეზე მოხდა მცხეთის მეორე იერუსალიმად აღიარება. ამიტომ, დღეს უნდა დავსახოთ სტარტეგია და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება რა  იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯი.

 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ იგეგმება სკაიპ-კონფერენცია იუნესკოს წარმომადგენლებთან და ისინი მიიღებენ ინფორმაციას გენ-გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით და განხილვა იქნება ყველა მტკივნეული თემის. ამდენად, იუნესკოს წარმომადგენლების პოზიციაზე ბევრი იქნება დამოკიდებული და უნდა დაველოდოთ აღნიშნულ კონფერენციას. ამასთან, გ. კაპანაძემ განმარტა, რომ რა თქმა უნდა მისთვის და ზოგადად მცხეთელებისთვის მცხეთისთვის სტატუსის - მეორე იერუსალიმის მინიჭება მიუღებელი არ არის, მაგრამ ეს თემა კავშირში არ არის გენ-გეგმასთან, განაშენიანებასთან და ეს ცალკე განხილვის საგანია. ამიტომ, საერთაშორისო კონფერენციაზე მოწვეულ პირებს უნდა განემარტოთ, რომ გენ-გეგმა განაშენიანების დოკუმენტია, რომელშიც მეორე იერსუსალიმის სტატუსის მინიჭების საკითხები არ უნდა იყოს მოცემული.

საქართველოს პარლამანტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ერთგვარი შეჯამება გააკეთა მიმდინარე სხდომის და აღნიშნა, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დაგეგმილია როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საპატრიარქოს ინიცირებული საერთაშორისო კონფერენცია, ისე - იუნესკოს წარმომადგენლებთან სკაიპ-კონფერენცია და ახლოვდება კიდეც ის დრო, როდესაც „აქოლისმა“ უნდა წარმოადგინოს პირველი ეტაპის დოკუმენტის საბოლოო ვერსია. ამდენად, მიმდინარეობს მცხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები, რომლის დასრულების შემდგომ ბევრი რამ გაირკვევა და გამოიკვეთება.

რაც შეეხება იუნესკოსთან დაგეგმილ სკაიპ-კონფერენციას, დ. ხუნდაძის მოსაზრებით, იმ შემთხევვაში, თუ იუნესკო არ წამოვა გარკვეულ დათმობებზე, მაგალითად, ისეთი საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა რეკონსტრუქციის უფლება, მაშინ აზრი არა აქვს პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობების განთავსებასთან დაკავშირებით მათ შეთავაზებაზე დათანხმებას.

 -რ. მამულაშვილმა აღნიშნა, რომ იგი აბსლუტურად ეთანხმება დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებას და თვლის, რომ იუნესკოს შემოთავაზებაზე დათანხმებამ შესაძლოა მეტად შეიყვანოს მუნიციპალიტეტი ჩიხში და უმჯობესია, თუ არ მოხდა არცერთი ინიციატივის მათი მხრიდან მხარდაჭერა და მცირედ დათმობაზე მაინც წამოსვლა, უარი ეთქვათ მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისაგან შეთავაზებაზე.

ზემოაღნიშნული მოსაზრება მხარდაჭერილ იქნა საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრის და მოწვეული წევრის მიერ. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა ჩაინიშნა ზემოაღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის და სკაიპ-კონფერენციის გამართვის შემდგომ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოქმს ხელმოწერით ვადასტურებთ:

საბჭოს თავმჯდომარე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი

გიორგი კაპანაძე

 

საბჭოს მდივანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ანა მამაგეიშვილი

ოქმი შედგენილია საბჭოს მდივნის ანა მამაგეიშვილის მიერ 15 ფურცლად.  საბჭოს მდივანს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში/კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს

ოქმი#5

 

 

ქ. მცხეთა                                                                                                           29.05. 2019  წელი

საბჭოს  სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავმჯდომარე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე -მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ელოშვილი;

საბჭოს მდივანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ანა მამაგეიშვილი;

საბჭოს წევრები:

გივი გიუტაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;

ოთარი ჩხეიძე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

მარინა ზურაბიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

ზურაბ მარსაგიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სივრცითი მოწყობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ეთერი გელაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

რევაზ მამულაშვილი - ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი.

 

საზოგადოების წარმომადგენლები და  შესაბამისი დარგის სპეციალისტები:

შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, ტურიზმის ექსპერტი;

ფირანი კირვალიძე - შპს „კადასტრიXXI”-ისდირექტორი, კადასტრის ექსპერტი;

თამარ მაისურაძე - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორი;

ავთანდილ ნემსიწვერიძე - მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი-პედიატრი;

სხდომას ესწრება გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საბჭოს ცხრა წევრიდან რვა და სათათბირო ხმის უფლების მქონე ხუთი წევრიდან -ოთხი. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებისუნარიანია.

დღის წესრიგი:

1.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ამხანაგობა „აქოლისის“ ინიციატივის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსის  2019 წლის 23 მაისის #01/2551 და #01/2550 წერილების განხილვა.

მოისმინეს:

1.საბჭოს მდივანმა - ანა მამაგეიშვილმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას გადმოეგზავნა სახელმწიფო რწმუნებულის (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში)

პირველ მოადგილის ირაკლი ცქიტიშვილის2019 წლის 16 მაისის #02290 წერილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ამხანაგობა „აქოლისის“ ინიციატივასთან დაკავშირებით. წერილზე თანადართულია ამხანაგობა „აქოლისის“ ხელმძღვანელის აკაკი ზერეკიძის წერილობითი მიმართვა, რომელიც შესრულებულია სახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის სახელზე და რომელშიც აღნიშნულია, რომ ამხანაგობა „აქოლისი“ აქტიურ ჩართულობას  სთავაზობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში და სწორედ ამ მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს წარმოუდგენს ინიციატივას მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რაც ა. ზერეკიძის აზრით მნიშვნელოვნად დააჩქარებს ტექნიკური დავალებით გაწერილი დოკუმენტის შემუშავების პროცესს.

ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსის ნინო გვენცაძის 2019 წლის 23 მაისის #01/2551 და #01/2550 წერილები. 2019 წლის 23 მაისის#01/2550 წერილი ეხება ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ შედგენილ სოციოლოგიურ ანკეტაზე (კითხვარი) მუნიციპალიტეტის შენიშვნებისა და რეკომენდაციების  წარდგენას, ხოლო #01/2551 წერილით ამხანაგობა „აქოლისის“ და მუნიციპალური განვითარების ფონდის შუამდგომლობის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ ამხანაგობა „აქოლისისთვის“ მიწოდების მიზნით, მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაცია:

  • ქ. მცხეთაში/მცხეთიდან და მის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ სოფლებში არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მათი მდგომარეობა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო საათები და მუშაობის გრაფიკი;
  • იმ კომპანიების დასახელება ვინც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას;
  • მგზავრობის ღირებულება;
  • ქ. მცხეთის ტერიტორიაზე არსებული პარკირების ადგილები და მათი ღირებულება;
  • დაგეგმილი ღონისძიებები პარკირებასთან დაკავშირებით;
  • ქ. მცხეთის ტერიტორიაზე სანაოსნო ტრანსპორტის შესახებ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

აზრი გამოთქვეს:

-         მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემგანმარტა, რომამხანაგობა „აქოლისს“ ისედაც აქვს ვალდებულება მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან და მოსახლეობასთან  თანამშრომლობის. ამდენად, ბუნდოვანია თუ რას ემსახურება მათი ინიციატივა მემორანდუმის გაფორმების შესახებ. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ამხანაგობა „აქოლისს“ ეცნობა, რომ მათი ინიციატივა განხილული იქნებოდა სწორედ მიმდინარე სხდომაზე და მემორანდუმის გაფორმებაზე იმსჯელებდა და გადაწყვეტილებას მიიღებდასაბჭო. ვინაიდან, მათ ინიციატივას თან არ ახლავს განმარტება თუ რას გულისხმობს მემორანდუმის გაფორმება და რა ვალდებულებებს წარმოშობს მხარეებისთვის, მიზანშეწონილია უახლოეს მომავალში შედგეს შეხვედრა საბჭოსა და ამხანაგობა „აქოლისის“ წარმომადგენლებს შორის, რათა განმარტონ  - რას ემსახურება მემორანდუმის გაფორმება. ამსთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გ. კაპანაძემაღნიშნა, რომ თუ მემორანდუმის გაფორმება ემსახურება იმას, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოიძიოს ყველა ის ინფორმაცია და განახორციელოს ყველა ის ღონისძიება მათ შორის ჩაატაროს გამოკითხვა და სხვა, რაც პირდაპირ წარმოადგენს „აქოლისის“ ვადლებულებას, ეს რა თქმა უნდა არასწორია. თუმცა, გ. კაპანაძის განმარტებით, ასევე არასწორია უარის თქმა თანამშრომლობაზე და სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე, სასურველია შედგეს შეხვედრა საბჭოსა და „აქოლისის“ წარმომადგენლებს შორის, სადაც საბჭო მიიღებს განმარტებას თუ რა იგულისხმება მემორანდუმის გაფორმებაში.ასევე, შეხვედრაზე შესაძლებელია დაზუსტდეს თუ რატომ მოხდა მერიაში სოციოლოგიური ანკეტის გადმოგზავნა, რას ემსახურება აღნიშნული გამოკითხვა და რა კავშირშია კითხვარი გენ-გეგმასთან?

-         მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მარინა ზურაბიშვილმააღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნება ზემოინიცირებულ შეხვედრამადე „აქოლისმა“ გადმოაგზავნოს მემორანდუმის პროექტი ოფიციალურად, რაც საშუალებას მისცემს საბჭოს წევრებს გაეცნონ ტექტს,  მოინიშნონ შენიშვნები და შეხვედრაზე დასვან არგუმენტირებული შეკითხვები. ამასთან, მ. ზურაბიშვილმაგანმარტა, რომ მემორანდუმის გაფორმება ფაქტობრივად მიზნად უნდა ისახავდეს მუნიციპალიტეტის მხრიდან ტექნიკური ხასიათის დახმარების გაწევას. მაგალითად: ის რომ მერიის სათათბირო დარბაზი მათთვის იყოს ხელმისაწვდომი, ან/და დავუშვათ დახმარება ინფორმაციის გავრცელებაში და სხვა.

-         საბჭოს წევრმა რევაზ მამულაშვილმა განმარტა, რომ 31 მაისს „აქოლისმა“  უწყებათაშორის საბჭოზე უნდა წარადგინოს მცხეთის სიცრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტის პირველი ეტაპის საბოლოო ვერსია და ამდენად, მემორანდუმის პროექტის გადმოგზავნა და შეხვედრა შესაძლებელია იყოს უკვე დაგვიანებული;

-         რ. მამულაშვილის რეპლიკას უპასუხა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გ. კაპანაძემ და აღნიშნა, რომ ამხანაგობა „აქოლისს“ წერილობით უნდა მიემართოს, რომ  უწყებათაშორის საბჭოზე დოკუმენტის განხილვის პარალელურად,მცხეთის სიცრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტის პირველი ეტაპის საბოლოო ვერსია, მემორანდუმის პროექტთან ერთად, გადმოაგზავნონ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ზემოაღნიშნული მოსაზრება მხარდაჭერილ იქნა საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრის და მოწვეული წევრის მიერ. შესაბამისად, საბჭომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

1.წერილობით ეთხოვოს ამხანაგობა „აქოლისს“ მემორანდუმის პროექტისა და მცხეთის სიცრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტის პირველი ეტაპის საბოლოო ვერსიის გადმოგზავნა 31 მაისს უწყებათაშორის საბჭოზე პირველი ეტაპის დოკუმენტის განხილვის პარალელურად.

2.ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტების გადმოგზავნის შემდგომ, გაიმართოს შეხვედრა მათ წარმომადგენლებსა და საბჭოს წევრებს შორის.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოქმს ხელმოწერით ვადასტურებთ:

საბჭოს თავმჯდომარე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი

გიორგი კაპანაძე

 

საბჭოს მდივანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ანა მამაგეიშვილი

ოქმი შედგენილია საბჭოს მდივნის ანა მამაგეიშვილის მიერ6  ფურცლად.  საბჭოს მდივანს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში/კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

       

 

       მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს

ოქმი#6

 

 

 

ქ. მცხეთა                                                                                                          04.06. 2019  წელი

საბჭოს  სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავმჯდომარე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე -მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ელოშვილი;

საბჭოს მდივანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ანა მამაგეიშვილი;

საბჭოს წევრები:

დიმიტრი ხუნდაძე-საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი;

გივი გიუტაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;

ოთარი ჩხეიძე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

მარინა ზურაბიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

ზურაბ მარსაგიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სივრცითი მოწყობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ეთერი გელაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

რევაზ მამულაშვილი - ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი.

 

საზოგადოების წარმომადგენლები და  შესაბამისი დარგის სპეციალისტები:

ფირანი კირვალიძე - შპს „კადასტრიXXI”-ისდირექტორი, კადასტრის ექსპერტი;

თამარ მაისურაძე - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორი;

სხდომას ესწრება გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საბჭოს ცხრავე წევრი და სათათბირო ხმის უფლების მქონე ხუთი წევრიდან -ორი. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებისუნარიანია.

დღის წესრიგი:

1.ქ. მცხეთის სივრცით - ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების პირველი ეტაპის საბოლოო ვერსიის (I ეტაპის კვლევის ტექნიკური ანაგარიში) განხილვა.

მოისმინეს:

1.საბჭოს სხდომა გაიმართა საბჭოს წევრის ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორის - რევაზ მამულაშვილის ინიციატივით, რომელმაც მომხსენებლის სტატუსით საბჭოს წევრებს გააცნო ქ. მცხეთის სივრცით - ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების პირველი ეტაპის საბოლოო ვერსია (I ეტაპის კვლევის ტექნიკური ანაგარიში). მათ შორისდოკუმენტის შემადგენელი ნაწილები: ქ. მცხეთის საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის ზოგადი დახასიათება, ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების I ეტაპის, შუალედური ჩაბარების შედეგად საკონსულტაციო საბჭოსგან მიღებული შენიშვნა/რეკომენდაციები და ამხანაგობა აქოლისის პასუხები. ასევე, ტექნიკური დავალება - მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე, მცხეთის ეკოლოგიური მდგომარეობის მონაცემები, ქრისტიანულ კულტურული-მემკვიდრეობა, ქ. მცხეთა დედაქალაქის აგლომერაციის სისტემაში,  ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა-დაპროექტების სამეცნიერო, დირექტიული და საპროექტო მასალების ანალიზი, ტურიზმის განვითარების ხედვა, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ქ. მცხეთაში, საკრალური -სემანტიკური ფაქტორების გავლენა მცხეთის ფუნქციურ-სივრცითი გარემოს ჩამოყალიბებაში.

რ. მამულაშვილმა პრეზენტაციის სახით, სლაიდ-შოუს მეშვეობით მოკლედ მიმოიხილა ზემოაღნიშნული მასალები. აქცენტი გააკეთა ძირითად და პრობლემატურ საკითხებზე. ასევე, მომხსენებლმა განმარტა, თუ რა იქნა გათვალისწინებული დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში საბჭოს და მუნიციპალიტეტის შენიშვნებიდან და გამოყო საკითხები, რომელიც კვლავ საჭიროებს დაზუსტება/შეთანხმებას.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემაღნიშნა, რომ არის საკითხები, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ და მოხდა დოკუმენტის ტექსტში გაწერა, თუმცა კვლავ რჩება ღია საკითხები, როემლზედაც საჭიროა დამატებითი კონსულტაციები და შეთანხმების მიღწევა.ამასთან, გ. კაპანაძემ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 05 ივნისს 11:00 სთ-ზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დაგეგმილია შეხვედრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებს, ამხანაგობა „აქოლისის“ წარმომადგენლობასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, რომელსაც უნდა დაესწროს მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოც.ამდენად, საბჭოს წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა, დოკუმენტის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით მოინიშნონ ყველა პრობლემატური საკითხი, საკუთარი შენიშვნები/მოსაზრებები და წარადგინონ ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე.

საბჭოს დაადგინა:

1.საბჭოს მომდევნო სხდომა გაიმართოს 2019 წლის  05 ივნისს 11:00 სთ-ზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დაგეგმილი შეხვედრის შემდგომ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოქმს ხელმოწერით ვადასტურებთ:

საბჭოს თავმჯდომარე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი

გიორგი კაპანაძე

 

საბჭოს მდივანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ანა მამაგეიშვილი

 

ოქმი შედგენილია საბჭოს მდივნის ანა მამაგეიშვილის მიერ4 ფურცლად.  საბჭოს მდივანს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში/კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

   

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების                                                                        საკითხთა საბჭოს

                                                                           ოქმი#7

 

 

ქ. მცხეთა                                                                                                           15.08. 2019  წელი

საბჭოს  სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავმჯდომარე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე -მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ელოშვილი;

საბჭოს მდივანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ანა მამაგეიშვილი;

საბჭოს წევრები:

დიმიტრი ხუნდაძე-საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი;

მარინა ზურაბიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

ეთერი გელაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

რევაზ მამულაშვილი - ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი.

საზოგადოების წარმომადგენლები და  შესაბამისი დარგის სპეციალისტები:

ფირანი კირვალიძე - შპს „კადასტრიXXI”-ისდირექტორი, კადასტრის ექსპერტი.

თამარ მაისურაძე - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორი;

ავთანდილ ნემსიწვერიძე - მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი-პედიატრი;

სხდომას ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები:

მიხეილ ბუჯიაშვილი, გიორგი ბაჯაძე და შორენა ნოზაძე-ბერიძე.

სხდომას ესწრება გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საბჭოს ცხრა წევრიდან ექვსი და სათათბირო ხმის უფლების მქონე ხუთი წევრიდან -სამი. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებისუნარიანია.

დღის წესრიგი:

1.ქ.მცხეთის სივრცითი-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების II ეტაპის განხილვა/შეფასება.

მოისმინეს:

1.საბჭოს წევრებს და სხდომაზე დამსწრე პირებს II ეტაპის საპროექტო დოკუმენტაცია წარუდგინა საბჭოს წევრმა რევაზ მამულაშვილმა,რომელმაც ყურადღება გაამახვილა ძირითად ასპექტებზე და დოკუმენტის ტექსტში მოცემულ ახალ გარემოებებზე.

დოკუმენტის პრეზენტაციის შემდგომ, საკუთერი შეფასებები გააკეთეს საბჭოს წევრებმა და დამსწრე პირებმა:

საქართველოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში მოცემულია ბაგინეთის ლოკაცია, რომლის განვითარების იდეაც ისედაც ჰქონდა მას და  საბჭოს წევრებს, მათ შორის მერს და რომელიც ფაქტობრივად გადმოიტანა ამხანაგობა „აქოლისმა“ II ეტაპის დოკუმენტში და დაამუშავა საკუთარი მიზნებისთვის. ამასთან, დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება გაამახვილა ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ დოკუმენტში შემოტანილ ტერმინებზე. კერძოდ, დ. ხუნდაძემ განმარტა, რომ ტექსტში შენარჩუნებულია მუზეუმ ქალაქის და წმინდა ქალაქის სტატუსები, ამასთან, მოცემულია ახალი ტერმინი: „დიდი მცხეთა“. დიმიტრი ხუნდაძემ  ხაზი გაუსვა დოკუმენტში მოცემულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს - ქ. მცხეთიდან ადმინისტრაციული ცენტრის გადატანის შესახებ, რაც ფაქტობრივად, ადმინისტრაციული შენობების ქ. მცხეთის გარეთ გადატანასაც გულისხმობს.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საბჭოს წევრმა რევაზ მამულაშვილმაც:

რ. მამულაშვილი: იუნესკოს რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საჭიროა მორატორიუმის მოხსნამდე შემუშავებული იქნას მმართველობის მექანიზმი. ინფორმაცია მენეჯმენთთან დაკავშირებით წარმოდგენილია დოკუმენტში, თუმცა თემა გასაშლელია მეტი სიცხადისათვის.

ავთანდილ ნემსიწვერიძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ამხანაგობა „აქოლისი“ „დიდი მცხეთის“ ტერმინის ქვეშ მოიაზრებს ქ. მცხეთის ძველ ტერიტორიას ე.წ „დიდ მცხეთას“, რომელშიც შედიოდა წიწამურიც. ავთანდილ ნემსიწვერიძის განმარტებით, წარმოდგენილ დოკუმენტში არეალის გაფართოებასთან ერთად, არ არის გათვალისწინებული ქალაქის გადანაწილების გეგმა, არ არის აღნიშნული დამუშავებული ურბანული კუთხით, ტურიზმის კუთხით და სხვა. ადმინისტრაციული ცენტრის გადატანასთან დაკავშირებით, ავთანდილ ნემსიწვერიძემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული შენობების შეუსაბამობა ქ. მცხეთის იერსახესთან არ შეიძლება იყოს საფუძველი და არ არის საფუძველი ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის ქალაქიდან გადატანის.

ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მერის მოადგილემ მარინა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მკაფიო განმარტება თუ რა იგულისხმება მმართველობის ახალ მექანიზმში.

II ეტაპის დოკუმენტის განხილვისა და ანალიზის შემდგომ, საბჭომ გააკეთა შემდეგი შეფასება/დასკვნა:

სამწუხაროდ, ქ. მცხეთის გენ-გეგმის შემუშავების პროცესს, რომლის მასშტაბები ეროვნულ მნიშვნელებას სცილდება, გააჩნია მთელი რიგი ხარვეზები როგორც პროცესების მენეჯმენტის, ისე მისი იდეური არსის კუთხით. კერძოდ:

1.ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციების იგნორირებით და პროცესებს მხოლოდ ტრანსფარენტული ხასიათი გააჩნია, რაც სრულად უგულებველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპებს.  პროცესების არასწორად მიმდინარეობის აღნიშვნის მიზეზს გვაძლევს შემდეგი გარემოებები:

ა) არ ფუნქციონირებს (ფიზიკურად არ შეკრებილა) ,,უწყებათაშორისო საბჭო“, რომელსაც პროცესების წარმართველი და მაკოორდინირებელი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს;

ბ) ,,ექსპერტთა საბჭომ“ ფაქტობრივად შეითავსა ,,უწყებათაშორისი  საბჭოს“ ფუნქციაც და უწყებათაშორისი საბჭოს ექსპერტული მომსახურების ფუნქციიდან გადაიქცა გადაწყვეტილებების მიმღებ (დამკვეთთან მიმართებაში) ორგანოდ. ამ პროცესმა  სუბორდინაციულ შეუთანხმლებლობასთან ერთად გამოიწვია ადგილობრივი მმართველობისა და მოსახლეობის ინტერესების იგნორირება. ფაქტობრივად საბჭო გადაიქცა ერთმმართველ ორგანოდ, რომელიც პასუხიმგებელია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან  ურთიერთობაზეც.

გ) გეგმარებითი დავალების მიხედვით უნდა მომხდარიყო იუნესკოს შესაბამისი კომპეტენტური ექსპერტის მომსახურეობა ადგილზე, რაც ვეჭვობთ, მიზანმიმართულად არ განხორციელდა. ამჟამად ურთიერთობა მყარდება მხოლოდ სკაიპ-კონფერენციების საშუალებით. თუ უკანასკნელ შეხვედარს განვიხილავთ, თარგმანისა და შესაბამისად ინფორმაციული წვდომის შეფერხებებით, ფაქტობრივად პირდაპირი კომუნიკაცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან იქნა მონოპოლიზებული და ადგილობრივი თვითმმართველობისა დ მოსახლეობის პოზიციის დაფიქსირებას შეექმნა წინააღმდეგობა. ეს ადრე დაამტკიცა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტირს დირექტორის მოადგილესთან ქ-ნ ჯიოტიჰოსაგრაჰართან, აღმოსავლეთ ევროისა და ჩრდილოეთ ამერიკის კოორდინატორ ქ-ნ ანნა სიდორენკოსთან და  იკომოსის ექსპერტ ბ-ნ ალკივიადესპრეპისთანსკაიპ-კონფერენციის თემამაც, რომელმაც დაგვანახა, რომ შესაბამის ინსტიტუციასთან  ურთიერთობა ხორციელდება ცალმხრივად, დამახინჯებულად მიწოდებული ფაქტების საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში ე.წ. ,,მორატორიუმის“ გაგრძელების თემაზე პოვებს პირდაპირ ასახვას.

დ) არ მოქმედებს ამხანაგობა ,,აქოლისის“ ადგილობრივი ოფისი და შესაბამისად ვერ ხერხდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია და პრობლემატიკის ასახვა გენ-გეგმაში.

2. რაც შეეხება წარმოდგენილი მასალის იდეურ ურბანისტულ ,,ლაფსუსებს“:

ა) მცხეთის განვითარება ჰარმონიზებულია ე.წ. ,,გეთსიმანიის ბაღის“ კონცეფციასთან, რომლის არსიც რეალობაში ტურისტული მარშრუტების მონოპოლიზაციას ისახავს მიზნად. კერძოდ, მტკვრის შესართავთან მდინარე არაგვზე გადმოსასვლელი, დამაკავშირებელი ხიდი,  გეთსიმანიის ბაღის განშლა დაახლოებით 40 ჰა-ზე (რომლის გადაცემის მოთხოვნაც მუნიციპალიტეტზე  უკვე წამოდგენილია 2016 წელს), ტურისტული აქტივობების კონკრეტულ ტერიტორიაზე განთავსებას ისახავს მიზმად. ჩვენი აზრით, ეს ფაქტი,  ისტორიული რეალობის იგნორირების ფონზე გამოიწვევს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის სტაგნაციას. იუნესკოსთან მიმართებაში კი, მდინარეების სანაპირო ზოლის განაშენიანების არაერთგზის აღნიშნული სენსიტიური საკიხიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით დადგება მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში არსებობის საკითხი.

მიუხედავად პროცედურული განხილვის ზედაპირული პრეცენდენტებისა, ფაქტობრივად იგნორირებულია მცხეთის განვითარების სტრატეგიული საკითხი, რომელიც მცხეთაში განხორციელებული კონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი. II ეტაპის მასალებში ფიგურირებს მხოლოდ ე.წ. ,,თეატრონის რევიტალიზაციისა“ და ,,ტურისტული მარშრუტების“ პროექტები, რომლებიც შემადგენელი ნაწილია უფრო გლობალური და არსობრივად ფართო ,,მცხეთის განვითარების ახალი ხედვის კონცეფციისა“ რომლის ასახვაც უკანასკნელ მასალებში არ მოხდა. უფრო მეტიც, სამხრეთის მარშრუტი ტრანსფორმირდა და კარსნის განვითარება მიება არა მცხეთის შემოსასვლელ ფარნავაზის მოედნის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს.

თუ ,,ახალი იერუსალიმის“ კონცეფცია ივალისწინებს სანათლავის, გადმოსასვლელი ხიდს მდინარე არაგვზე და ე.წ. ,,გეთსიმანიის ბაღის“ განვითარების საკითხს, ანუ ტურისტული ნაკადების კონცეტრაციას, მისგან განსხვავებით ახლ ხედვაში შემოთავაზებული ტურისტული აქტივობების განშლა ქალაქის მთელ ტერიტორიაზე, რაც ყველა უბნის, და შესაბამისად მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების გარანტორი იქნება. აღნიშნული საკითხის იგნორირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მცხეთის გენ-გეგმის შემუშავება მიმდინარეობს ერთ კონკრეტულ პროექტზე - ,,ახალ იერუსალიმზე“ მორგებით, რითაც მთლიანად ხდება ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის ინტერესების იგნორირება.

ბ) დოკუმენტში რეალურად არ ჩანს ქალაქის განვითარების მიმართულებების ჩამოყალიბება. მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა ,,ფიქრის გორის“,  ,,აზნეფტის დასახლების“, ,,ტოლბუხინების აგარაკის“ და სოფელ წიწარმურის მიწისმფლობელთა ინეტრესების გათვალისწინება ამ ეტაპზე ძალიან ბუნდოვანია და იძლევა დასკვნების გამოხატვის საშუალებას - ხდება ქალქის განვითარების ,,ამკრძალვი დოკუმენტის“ ფორმირება.

გ) ამხანაგობა ,,აქოლისის“ არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს მცხეთის მიმართებით ტერმინოლოგიის მუდმივი ცვალებადობის ტენდეცია. აღიარებული ,,წმინდა ქალაქის“ სტატუსთან ერთად ხელოვნურად და ბუნდოვანი დასაბუთებებით შემოტანილია ,,მეორე იერუსალიმის“ და შემდგომ „ახალი იერუსალიმის“ ცნებები, რომლებიც რეალურად ე.წ. ,,გეთსიმანიის ბაღის“ განვითარებას  ისახავს მიზნათ. ამას II ეტაპზე დაემატა ,,დიდი მცხეთის“ მცნება, რომელიც ისტორიული ქალაქის მასშტაბის გადმოტანას ითვალისწინებს გენ-გეგმის ფორმირების პროცესში.

დ) რეგიონალური ცენტრის გადატანის იდეაც (ჟინვალში) ამტკიცებს  ქალაქ მცხეთის, როგორც მხარის ცენტის დაკნინებას მისი ე.წ. ,,თბილისის ოლქში“ მოქცევის მიზნით. შესაბამისად, ისტორიული რეალობის იგნორირების გზით შესაძლებელი ხდება მცხეთის თვითმმართველობის გაუქმება და ქალაქის დაქვემდებარება თბილისის მმართველობის ქვეშ.

არაერთგზის წარმოჭრილი ,,მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის მენეჯმენტი“ რეალურად ემსახურება ქალაქის პოლიტიკურად და ეკონომიკურად მართვის თემას. იგი კონცეფცირებულია ,,ქალაქის მართვის“ ახალი მექანიზმების შემუშვების ამბიციასთან, რაც უაღრესად სახიფათოა ქალაქის მდგრადი დემოკრატიული განვითარების პრინციპებთან მიმართებაში. ქალაქის მართვის ახალი მექანიზმების შემუშავების იდეის წამოჭრა არის მოქმედი კანონმდებლობის ინტერპრეტირების სახიფათო მცდელობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭო“ აცხადებს შემდეგს:

ამხანაგობა ,,აქოლისის“ ტენდეციური მიდგომები საფრთხის ქვეშ აყენებს ქალაქის განვითარების პერსპექტივას და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ,,მცხეთის ისტორიული ძეგლების“ არსებობის საკითხს. შესაბამისად,  პროცესების მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობას ეკისრება ამხანაგობა ,,აქოლისსა“ და ,,პროფესიულ ექსპერტთა საბჭოს“.

გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად, სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრის თანხმობით. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე ყველა  პირმა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოქმს ხელმოწერით ვადასტურებთ:

საბჭოს თავმჯდომარე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი

გიორგი კაპანაძე

 

საბჭოს მდივანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ანა მამაგეიშვილი

ოქმი შედგენილია საბჭოს მდივნის ანა მამაგეიშვილის მიერ7 (შვიდი) ფურცლად.  საბჭოს მდივანს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში/კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

 

 

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს

ოქმი#8

 

 

ქ. მცხეთა                                                                                                           30.09. 2019  წელი

საბჭოს  სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავმჯდომარე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე;

საბჭოს მდივანი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ანა მამაგეიშვილი;

საბჭოს წევრები:

დიმიტრი ხუნდაძე-საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი;

მარინა ზურაბიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

რევაზ მამულაშვილი - ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორი.

გივი გიუტაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;

ოთარი ჩხეიძე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

სხდომას ესწრება გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე საბჭოს ცხრა წევრიდან ექვსი წევრი. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებისუნარიანია.

დღის წესრიგი:

1.ქ.მცხეთისკულტურული მემკვიდრეობის არსებულ დამცავ ზონებთან დაკავშირებით,შემოთავაზებული პროექტების განხილვა/შეფასება.

მოისმინეს:

1.რევაზ მამულაშვილმა, საბჭოს წევრებს წარუდგინა ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის არსებულ დამცავ ზონებთან დაკავშირებით შემოთავაზებული პროექტები და  ალტერნატიული ვერსია, რომელიც ითვალისწინებს არქეოლოგიური ზონების შემცირებას.

განხილვის  შემდგომ, საკუთერი შეფასებები გააკეთეს საბჭოს წევრებმა:

საქართველოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია, ქ. მცხეთის არქეოლოგიური დაცვის ზონის დასადგენი პარამეტრები განხილულ იქნეს საქართველოს არქეოლოგთა საბჭოზე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, ისე შესაბამისი კომპეტენციის პირების  ჩართვა ქ. მცხეთის ლანდშაფტის დაცვის ზონის კორექტრირების პროცესში.

საბჭომ დაადგინა:

1.წერილობითი შუამდგომლობით, ეთხოვოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს,ბატონ ნიკოლოზ ანთიძეს,ქალაქ მცხეთის არქეოლოგიური დაცვის ზონის რეალისტური პარამეტრების დასადგენად, საკითხის კვალიფიციურად, სამეცნიერო წრეში განხილვის მიზნით, მოიწვიოს არქეოლოგთა საბჭო. ამასთან, ნ. ანთიძეს ეცნობოს, რომ ქალაქ მცხეთის ლანდშაფტის დაცვის ზონის კორექტირების პროცესში, მიზანშეწონილია როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, ისე შესაბამისი კომპეტენციის პირების ჩართულობით სამუშაო შეხვედრის მოწყობის ორგანიზება.

 

გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად, სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრის თანხმობით.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოქმს ხელმოწერით ვადასტურებთ:

საბჭოს თავმჯდომარე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი

გიორგი კაპანაძე

 

საბჭოს მდივანი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული  განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ანა მამაგეიშვილი

ოქმი შედგენილია საბჭოს მდივნის ანა მამაგეიშვილის მიერ3(სამი) ფურცლად.  საბჭოს მდივანს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის #12 დადგენილებით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების“  მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში/კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

დათვალიერება: 1066
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group