გადავარჩინოთ პომპეუსის ხიდი
20-10-2019

  როგორც წინა სტატიაში დავაანონსეთ,  გუშინ 19 ოქტომბერს პომპეუსის ხიდთან  შევიკრიბეთ  მე, ცენტრის დირექტორი რევაზ მამულაშვილი,  ,,დიდი მცხეთის მუზეუმ ნაკრძალის“ დირექტორი ბატონი ნუკრი მაისურაშვილი, არასამთავრობო ეკოლოგიური ორგანიზაცია ,,ბერმუხას“ გამგეობის წევრები  ირაკლი  ჯავახიშვილი და არჩილ ღარიბაშვილი  და მცხეთელი ახალგაზრდები თამაზ თათარაშვილი და ვლადიმერ კაპანაძე.

 

IMG_3700   

  მეგობრულ გარემოში ჩატარებული დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა როგორც შემეცნებითი ისე ესთეტიური კუთხით.

  დილიდ მოვახდინეთ პომპეუსის ხიდის მდგომარეობის დათვალიერება. პირადად მე და ბატონმა ნუკრიმ შეკრებილებს გავაცანით ხიდის წარმოშობისა და ისტორიის მეტად საინტერესო და საკრალური მომენტები.

 

IMG_3876

  ვიმსჯელეთ რა ხიდის საგანგაშო მდგომარეობაზე,  გადაუდებელი დახმარების ფარგლებში დავგეგმეთ საჩქაროდ გასატარებელი ღონისძიებები.

 

IMG_3738

  ამის შემდგომ ბატონმა ნუკრიმ გაგვაცნო ჩვენი ქართული იდენტობის საწყისი -ბაგინეთის მეფეთა რეზიდენციის მდიდარი ისტორია და  ერთად დაიგეგმა ტერიტორიის ადმინისტრირების მექანიზმი (ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის კუთხით).

 

IMG_3785

 

 საბოლოოდ ერთობლივად მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც ასახავს მოქმედებათა  თანმიმდევრობას:

 შეიქმას მუნიციპალური მმართველობის,   ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო სტუქტურების და ბიზნესის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საბჭო სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ პომპეუსის ხიდი“.

  ეცნობოს ხიდის ისტორიული, ურბანული და საკრალური მნიშვნელობა  პირველ რიგში ადგილობრივ  მოსახლეობას და დაიბეჭდოს პერიოდიკის სახით საინფორმაციო ბიულეტენი.

  დაიწყოს  პომპეუსის ხიდის (ტერმინი 1841 წ.), არსებული რკინის სამმალიანი ხიდის  (პროექტის ავტორები ი. კარელინი, ინჟ-მშენებელი ბ.მიქელაძე 1927),  ზემოავჭალის (და ამავე დროს მცხეთის) ელექტროსადგურისთვის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურა.

  საჩქაროდ მოხდეს დემოტაჟი სოციალისტურ ეპოქაში ხიდზე დაშენებული  ე.წ. ,,ხორცმეტის’, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის ხიდის მდგრადობას.

  მიემართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს (პირველ რიგში იუნესკოს) და შემეცნებით ტელეარხებს, რათა მოხდეს საინჟინრო-გეოლოგიური და არქეოლოგიური შეფასებების შესრულება და პოპულარიზაცია.

  ეთხოვოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, 28 ოქტომბერს, 18.00 საათზე სააქტო დარბაზის დათმობა კონფრენციისათვის თემით  ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვა II".

დათვალიერება: 723
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group