მცხეთობის სამზადისში
05-9-2019

 თვეზე ოდნავ მეტი გვაშორებს სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულამდე.  მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე დაწყებულია მცხეთობის ჯეროვანი დახვედრის სამზადისი. შესაბამისად, ჩვენი ცენტრის მიერაც დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება.

 თუ გადავავლებთ თვალს ცენტრის მიერ გატარებულ სამუშაოებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ,,ძველი მცხეთის ფოტოარქივია“ (პროექტის ხელმძღვანელი , ისტორიკოსი ბესიკ გარსევანიშვილი), თემის წარმატებაზე მეტყველებს ორგანიზაციის საიტ BAGINETI.GE-ზე განთავსებული ისტორიული ხედებისა და ძეგლების ,,ციფრული გამოფენის“ ჯამურად 9200 მონახულება.

 აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანულ კავშირში მყოფი თემა იქნებოდა ,,ძველი და ახალი მცხეთის რეტროსპექტივის“ გამოფენის მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ  დაძმობილებულ ქალაქ თრაკაიში  ,,მცხეთის ძეგლების“ ჩვენებამ  და 14 ივნისს  ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვის“ კონფერენციაზე ,,ბებრისციხის ფოტოგამოფენამ“ დაგვანახა,  ასეთი აქტივობები  მნიშვნელოვნად ამრავალფეროვნებს ღონისძიებებს.

 

6 11.1

 

 მოძრავი გამოფენა, იძლევა მობილურობის საშუალებას ღონისძიების მასშტაბის, ადგილმდებარეობის (საზღვრებსგარეთაც) და არსებული ამინდის მიუხედავად. შესაბამისად,  შემეცნებითი და ტექნიკურად მაღალხარისხიანი ექსპოზიცია იქნება ადვილად აღქმადი და საინტერესო დამთვალიერებლისათვის.

 ძველი და ახალი ფოტოების ერთიდაიგივე რაკურსით შეჯერება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც შესაბამის ტექნიკურ უზრუნველყოფას და ფინანსურ ხარჯებს საჭიროებს. ამიტომაც ამ წამოწყებით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მივმართავთ თხოვნით, გამოხატონ თანადგომა და დაგვეხმარონ გამოფენის თანაორგანიზებაში.

 ასევე გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს, მოგვაწოდონ ძველი მცხეთის ფოტოები და საერთო ელექტრონული ბაზიდან შევარჩიოთ ის ,,ფოტომარგალიტები“, რომლებიც დაამშვენებს გამოფენას.

 ასე რომ, მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ  მნიშვნელოვან წამოწყებაში და ერთობლივი წვლილი შევიტანით ,,მცხეთობის“ ეროვნული დღესასწაულის წარმოჩინებაში!

 

  ცენტრის საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება

დათვალიერება: 408
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group