მცხეთის მემკვიდრეობა და საერთაშორისო კონფერენცია
18-5-2019

   13-14 მაისს, საერთაშორისო თემატურ ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის “მცხეთის ისტორიული ძეგლებისა” და მისი კულტურული ლანდშაფტის მდგრადი განვითარების დაცვისა და გამოყენების სამომავლო ნაბიჯების განხილვა იყო.

 შეხვედრა ორგანიზებული იყო მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის/ICOMOS/ICCROM/IUCN-ის რელიგიური ინტერესის მქონე მემკვიდრეობის საორგანიზაციო ჯგუფთან კოორდინაციით.

  აღნიშნულ შეხვედრაზე მცხეთის  მუნიციპალიტეტის სახელით საშუალება მომეცა წარმომედგინა წინასაპროექტო წინადადება - ..მცხეთის გაბრწყინება“. დოკუმენტში არსებული ,,ტურისტული მარშრუტების განშლის კონცეფცია“ ეკუთვნის მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, ,,თეატრონის რევიტალიზაციის პროგრამა" კი შემუშავებულია მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ გიორგი კაპანაძის მიერ. თანავტორობით შექმნილი დოკუმენტი განიხილავს კულტურულ-ლანდშაფტური გარემოს ინტეგრირებული მართვის მექანიზმებს და წარმოადგენს მცხეთის სამომავლო განვითარების ხედვებს.

 

IMG_20190513_132836_1

 

  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დოკუმენტმა დამსწრეთა მოწონება დაიმახურა. პირად საუბარში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას  იუნესკოს კულტურული მემკვიდრობის ცენტრის ექსპერტმა ქალბატონმა ანნა სიდორენკომ და მთავარმა მოდერატორმა, ბატონმა კრისტოფერ იანგმა.

 

DSC06979

 

ქალბატონ ანნა სიდორენკოსთან ერთად კონფერენციაზე

  ახლა ჯერი უკვე ექსპერტებზეა, რომლებმაც შესაბამისად უნდა მოახდინონ მისი განვითარება შესაბამისი პილოტ-პროექტების საშუალებით.

 ახლო მომავალში პროექტი განსახილველად წარდგენილი იქნება მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისათვის.

  რევაზ მამულაშვილი

  18.05.2019 წ.

დათვალიერება: 270
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group