მორატორიუმის შემსუბუქების პირობები
10-5-2019

  9 მაისს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში მოეწყო სკაიპ-კონფერენცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდეობის ცენტრსა და ქართულ მხარეს შორის.

  კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა მორატორიუმის შემსუბუქების პირობები. მსჯელობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბ-მა დიმიტრი ხუნდაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ბ-მა გიორგი კაპანაძემ, ასევე პროცესში მონაწილე უწყებების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა, მცხეთის გენ-გეგმაზე მომუშავე ამხანაგობა ,,აქოლისის“ ხელმძღვანელობამ.

  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მხრიდან აღინიშნა, რომ თემის განხილვისას არაერთგზის მოხდა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან და ჩამოყალიბდა გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად  მოიცავს შემდეგს:

  1. მორატორიუმის შემსუბუქება (დროებითი რეჯიმის მოქმედების პერიოდში) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ,,მცხეთის ისტორიული დაცვის ზონაში“;

 

mora

 

  2. აკრძალული იქნება იმ ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც არ მოწყობილა ბოლო 100 წლის განმავლობაში, აგრეთვე ქუჩათა ქსელის, რელიეფის, დონეთა პროფილის მნიშვნელოვანი ცვლილება, შენობათა მოცულობისა და სიდიდის ცვლილება;

 3. აკრძალული იქნება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა, გარდა სახელმწიფოს უძრავი ქონების გადაცემისა მუნიციპალიტეტისათვის და პირიქით (უნდა განიმარტოს ასეთი გადაცემის მიზნები);

  4.დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში დასაშვებად ჩაითვლება მხოლოდ შემდეგი სახის სამუშაოები:

ა) სტრუქტურული ელემენტების, სტრუქტურების ჩანაცვლება, ასევე დაზიანებული/დეგრადირებული კონსტრუქციების გამაგრება, სტრუქტურული ელემენტების მოხსნა, შესასვლელის გაკეთება შენობის ინტერიერში;

ბ) აღდგენა/შეკეთება/მოწყობა/აღჭურვა;

გ) ხაზოვანი ობიექტების რეაბილიტაცია/კონსტრუქცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი უზრუნველყოფს ტერიტორიებს, რომლებიც უკვე მოწყობილია;

დ) შენობა ნაგებობების კონსტრუქცია, რომელიც ჩაანაცვლებს უკიდურესად სახიფათო მდგომარეობაში მყოფ შენობა-ნაგებობებს;

ე) I კლასის სამშენებლო სამუშაოები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ძირითადი შენობებისა და ნაგებობების დამხმარე ობიექტებს ან დროებით ობიექტს.

  გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი მორატორიუმი შემსუბუქების წინადადების მისაღებობასთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდგომი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

დათვალიერება: 675
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group