გამოწვევა - მიხეილ მამულაშვილი ბაღის რეაბილიტაცია
27-11-2018

  26 ოქტომბერს, ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარები ცენტრის“ თანამშრომლებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის წარმომადგენლებს - ბ-ნ ოთარ ბერიანიძეს, ქ-ნ ანი ფანგანსა და ქ-ნ თათია თევდორაშვილს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა.

 

IMG_9904

 

  თათბირზე განხილული იქნა ,,მიხეილ მამულაშვილის ბაღის“ რეაბილიტაციის საკითხი. ცენტრის დირექტორის, რევაზ მამულაშვილის მიერ წარმოდგენილი იქნა კონცეფტუალური ხედვები, რომლის ფარგლებში წინასაპროექტო წინადადება მოიცავს მთლიანი ურბანული გარემოს ეტაპობრივ რეაბილიტაციას.

  საკითხის დეტალურად გაცნობის მიზნით თათბირმა გადაინაცვლა საკუთვრივ ,,მიხეილ მამულაშვილის სახლ-მუზეუმში“. ბაღში მეგზურობა გაგვიწია და საფუძვლიანი ინფორმაცია მოგვაწოდა დიასახლისმა, ქ-მა მარიკა ხუციშვილმა.

 

IMG_8174  

 

  უნდა ითქვას რომ, ოქროსფერი შემოდგომის სითბოთი გამსჭვალული ბაღის დახვედრამ, სამუშაოდ ნამდვილად აღმატებული გარემო შეგვიქმნა.

 

IMG_9937

 

  არსებული ორანჟერეის საწყის, პირველ ეტაპზე რეაბილიტაციის შესახებ, კომპეტენტური ხედვები წარმოგვიდგინა  სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის თანამსრომელმა, ბ-ნ ოთარ ბერიანიძემ.

 

IMG_9922

 

  ცენტრმა თავის მხრივ აიღო ვალდებულება, რათა  პირველი ეტაპისათვის მომზადდეს ორანჟერეის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც განსახილველად წარედგინება ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

დათვალიერება: 300
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group