შეიქმნა სამოქალაქო პლატფორმა ,,დიალოგი: მცხეთა-იუნესკო"
07-11-2018

  პირველად საქართველოში და კერძოდ  ქალაქ მცხეთაში, განხორციელდა უპრეცენდენტო მოვლენა - ადგილობრივი საკრებულოს 2010, 2014 და 2017 წლის ყოფილმა და მოქმედმა საკრებულოს წევრებმა ჩამოვაყალიბეთ სამოქალაქო პლატფორმა - ,,დიალოგი: მცხეთა-იუნესკო".

 

platforma

 

    აღნიშნული გაერთიანება არ ისახავს არც პოლიტიკურ და არც არასამთავრობო სექტორში სტრუქტურიზაციის მიზნებს. იგი შეიქმნა როგორც ინსტრუმენტი, რათა მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავებისას უზრუნველყოფილი იქნას პროცესების გამჭვირვალეობა და  ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის ორგანოების რეალური ჩართულობა.

  ფასილიტატორის ვალდებულება მოიცავს აქტიურ კომუნიკაციას როგორც მოსახლეობასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე გენ-გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილე მხარეებთან და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრთან. 

  მსჯელობისას განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლის დღის წესრიგი, საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, ფართო საზოგადოებისათვის ახლო მომავალში იქნება ცნობილი.

 გაერთიანებას საფუძველი ჩავუყარეთ გენ-გეგმის შემუშავების სხვადასხვა ეტაპებზე მონაწილე პიროვნებებმა და კონკრეტულად საკრებულოს დეპუტატებმა. გვჯერა, რომ აღნიშნული აქტივობა არ დარჩება საზოგადოების ფართო მასების მონაწილეობის გარეშე და მის გაძლიერებაში და ქალაქის მომავლის ფორმირებაში თითოეული ჭეშმარიტი მცხეთელი მივიღებთ მონაწილეობას!

  რევაზ მამულაშვილი

  7.11.2018 წ.

დათვალიერება: 431
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group