სიახლე მორატორიუმთან დაკავშირებით!
01-11-2018

 

  საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:

  „მცხეთის მორატორიუმს რაც შეეხება, კულტურის სამინისტროსთან და იუნესკოსთან ერთად აქტიური კონსულტაცია გვაქვს. უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლა. ჩვენ ვგეგმავთ მათთან ერთად განვიხილოთ ის ცვლილებები, რაც გვინდა მორატორიუმში განვახორციელოთ, რომელიც, პირველ რიგში, მიმართული იქნება იმისკენ, რომ მორატორიუმის გარკვეული ელემენტები, შეზღუდვები იყოს მოხსნილი. რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი შეზღუდვები, რომელიც არ აისახება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსზე. ეს არის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, მცირე კატეგორიის, ან პირველი კატეგორიის შენობა-ნაგებობებზე. წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ ამ ინიციატივის წარმოდგენას, მას შემდეგ, რაც იუნესკოს მისია ჩამოვა და გვექნება მათთან კონსულტაციები“.

 აღნიშნული განცხადება გვაძლევს რეალურ იმედს, რომ საკითხის გადაჭრა ადგილობრივი სახელისუფლო გუნდის ძალისხმევით და მოსახლეობის თანადგომით, წარმატებულად იქნება განხორციელებული!

 

დათვალიერება: 282
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group